საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები4261

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903 წელს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. იგი 20 წლის განმავლობაში იყო პარტიის წევრი, ასევე სათავეში ედგა რკინიგზელთა კავშირს, არალეგალური მუშაობის დროს კი არალეგალურ მენშევიკურ პროფკავშირებში მუშაობდა.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის აგვისტოში მენშევიკებმა ერთ-ერთ ყრილობაზე განაცხადეს თავიანთი პარტიის ლიკვიდაციის შესახებ. პარტის ლიკვიდირების შემდეგ ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე არ შეუერთდა მუშების მხარდამჭერთა გუნდს და დარჩა მენშევიკების ცენტრალური კომიტეტის წევრად.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის 30 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოთა ყრილობამ კომფრაქციის სახელით კენჭი უყარა ივანოვ-კავკასიელის მიერ წარმოდგენილ პრეზიდიუმის კანდიდატთა სიას. პრეზიდიუმში აირჩიეს 29 ამხანაგი: მიხა ცხაკაია (თავმჯდომარე), ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი, ფილიპე მახარაძე, ელიავა, გეგეჭკორი, ვანო სტურუა, ქართველიშვილი, კახიანი, ლომინაძე, სუხიშვილი, ლაკობა, ხიმშიაშვილი, ჯატიევი, მამულია, დოლიძე, ლორთქიფანიძე, პარმენ წულუკიძე, ქურდაძე, შაბანოვი, იუსუფ ბერიძე, თენგიზ ჟღენტი, ფარნიევი, გედევანიშვილი, დავითიანი, პაპიაშვილი, მელაძე და ჭეიშვილი.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წელს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე საქართველოს „ჩეკას“ წევრი იყო.

1932

ტიპი: ორგანიზაცია

1932 წლის 24 მარტის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტისა და ისტორიკოს-მარქსისტთა საზოგადოებრივი ბრიგადის წევრები იყვნენ: ბუდილოვი, ქადეიშვილი, ხეჩუმიანი, ლიუდვიგოვი, პიასეცკი.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის 10 იანვრის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, საქართველოს საბჭოთა მწერლების სამდივნომ თავდაცვითი ლიტერატურის სექციის ბიუროს წევრებად დაამტკიცა: პლატონ იოსების ძე მიროტაძე, გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძე, პაოლო (პავლე) ჯიბრაილის ძე იაშვილი, არჩილ ჩაჩიბაია, ალექსი გომიაშვილი.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის 12 მაისის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, საქართველოს საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობამ ჩამოაყალიბა მხატვრობის კრიტიკოსთა სექცია და წევრებად დაამტკიცა: შ. დუდუჩავა (თავმჯდომარე), დიმიტრი ჯანელიძე (მდივანი), დავით ნესტორის ძე კაკაბაძე, შალვა ამირანაშვილი, გრიგოლ ვარდენის ძე ბუხნიკაშვილი, რ. თავაძე, ბენიამინ გორდეზიანი, ლ. ქიქოძე, მ. თალაკვაძე, გ. სახაროვი, ვ. ბოკუჩავა.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის 25 ივნისს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (სსრკ) ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა დაადგინა, რომ დაეკმაყოფილებინა ყოფილი პოლიტკატორღელებისა და გადასახლებულთა საზოგადოების საბჭოს პლენუმის 23 ივნისის გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციასთან, მისი ქონების გადაცემასთან და საზოგადოების ყოფილი წევრებისათვის შემდგომი სახელმწიფო დახმარების ფორმათა საკითხის დამუშავებასთან დაკავშირებით, რის გამოც შექმნა კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ: ი. აკულოვი (თავმჯდომარე), ნიკოლაი ივანეს ძე ეჟოვი, კოროჩკინი, ემელიან მიხეილის ძე იაროსლავსკი, იაკობ ქრისტეფორეს ძე პეტერსი, იოსებ ალექსის ძე ნაგოვიცინი.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის შემოდგომაზე ხონის პარტორგანიზაციის პარტდოკუმენტების შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ ყოფილი ტროცკისტი დავით ხუროძე პარტიას წარსულს უმალავდა და ის პარტიიდან გარიცხეს.

1928

ტიპი: ორგანიზაცია

1928 წელს „კომუნისტისთვის“ გაგზავნილ 14 ივნისით დათარიღებულ განცხადებაში კონსტანტინე კაპანელი წერს, რომ ტოვებს „არიფიონის“ ლიტერატურულ ჯგუფს, მაგრამ რჩება საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის წევრად.

1927

ტიპი: ორგანიზაცია

1927 წელს ლევაშოვი საქართველოს რკინიგზის გამგეობის წევრი იყო.

1927

ტიპი: ორგანიზაცია

1927 წელს მამედბეკოვი ამიერკავკასიის სახელმწიფო საგეგმო კომისიის წევრი იყო.

1927

ტიპი: ორგანიზაცია

1927 წელს პოპოვი საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს (სმუს) წევრი იყო.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წლის მარტში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიამ დაამტკიცა პრეზიდიუმის ახალი შემადგენლობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ფილიპე მახარაძე, ლავრენტი ბერია და პეტრე აღნიაშვილი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლიდან გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე გახლდათ სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი; დაკავებისას იყო უპარტიო; იგი ერთი წელი მსახურობდა მენშევიკების ჯარში.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ გაწევრიანდა სტუდენტურ ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც იყვნენ: გედეონ დავითის ძე სვანიძე, გია აბაშიძე, ვლადიმერ (ვალოდია) ნიკიფორეს ძე ზამბახიძე, ნადია ბერულავა.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წელს დაკავებული გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ის შევიდა სტუდენტურ ორგანიზაციაში, რომლის წევრები იყვნენ: გედეონ სვანიძე, გია აბაშიძე, ვალოდია ზამბახიძე და ნადია ბერულავა. ჭელიძე აირჩიეს ორგანიზაციის ფინანსური სექციის უფროსად. ამ ადგილზე რამდენიმე თვე იმუშავა და შვებულებაში გავიდა, რის შემდეგაც დააკავეს.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლიდან არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი იყო ორგანიზაცია „ახალგაზრდა მარქსისტის“ წევრი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913-დან 1923 წლის პირველ სექტემბრამდე ნიკოლოზ (კოლია) ნიკოლოზის ძე კვერნაძე, პარტიული ფსევდონიმით გედი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (სსდმპ) წევრი იყო.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903 წლიდან გიორგი ალექსის ძე სალუქვაძე ბათუმის მენშევიკური პარტიის წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლიდან ივანე მაქსიმეს ძე ცომაია იყო მენშევიკების პარტიის წევრი (მეორე ანკეტის მიხედვით – 1899 წლიდან). მისი თქმით, პარტიაში საპასუხისმგებლო თანამდებობა არასდროს ჰქონია.

1937

ტიპი: ორგანიზაცია

1937 წელს მალაქია ტოროშელიძის აღიარებითი განცხადებიდან ირკვევა, რომ ტროცკისტებსა და ნოე ჟორდანიას შექმნილი ჰქონდათ საქართველოს ნაციონალური ცენტრის ბლოკი, რომელშიც ერთიანდებოდნენ ანტისაბჭოური პარტიის წარმომადგენლები.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს მიხეილ ანჩაბაძე ირიცხებოდა მე-2 ესკადრონის პირველ ქართულ პოლკში, რომელშიც ასევე მსახურობდა ქაიხოსრო (ქაქუცა) იოსების ძე ჩოლოყაშვილი.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, მიხეილ ანჩაბაძე ქაქუცა ჩოლოყაშვილს შეუერთდა და მასთან ერთად იმალებოდა სხვადასხვა ადგილას. მისი ჩვენების მიხედვით, პირველივე დღიდან დაიწყეს ხალხის ხოცვა, ხელში ჩაიგდეს ჩეკისტი იაკოვლევი და დახვრიტეს, შემდეგ დღეებშიც თავს ესხმოდნენ და ხვრეტდნენ ჩეკისტებს.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, არალეგალმა ილარიონ მიხეილის ძე რუხაძემ თელავში მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაცია დააარსა.