საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1010

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაპატიმრებულ გიორგი სალუქვაძეს ჰყავდა დედა, ევა – 70 წლის, დიასახლისი; დები: ანა, 30 წლის – დიასახლისი; ბარბალე – 27 წლის, მარიამი – 20 წლის; ძმები: დომენტი – მეურნე, დიმიტრი – მეურნე.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაპატიმრებულ ნიკოლოზ კვერნაძეს ჰყავდა დედა მ. ოვანოვა – 50 წლის, დიასახლისი, მცხოვრები აბაშაში; მეუღლე, მარია სიმონის ასული აბდუშელაშვილი – 25 წლის, მოსწავლე, მცხოვრები თბილისში.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაპატიმრებულ ალექსანდრე გიორგის ძე ჯანდიერს ჰყავდა დედა, ვერა ალექსანდრეს ასული – 49 წლის, დიასახლისი, მცხოვრები ახმეტაში; მეუღლე, ქეთევან რევაზის ასული – 28 წლის, მიწის მუშა და კანცელარიის თანამშრომელი; ქალიშვილები: ნატალია – 5 (6) წლის; ვერა – 3(4) წლის; ნუცა – 1 წლის.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის მარტში საქართველოს ჩეკას მიერ დაკითხული გრიგოლ გვერდწითელის ჩვენების მიხედვით, ალექსანდრე ჯანდიერი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბიძაშვილი დედის მხრიდან.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წელს დაპატიმრებულ არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცს ჰყავდა მამა, ზაქარია – 60 წლის, მუშა; დედა, ნინა – 45 წლის, დიასახლისი; ძმები: ივანე – 16 წლის, მოსწავლე; გიორგი – 11 წლის, მოსწავლე; იოსები – 17 წლის, მოსწავლე.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაპატიმრებულ გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძეს ჰყავდა მამა, სპირიდონ ჭელიძე – 80 წლის; მეუღლე, დომნა – 24 წლის; შვილი, სახელი უცნობია– 7 თვის; და, მარია ჭელიძე – 18 წლის; ძმები: სიმონ ჭელიძე – 50 წლის, ბერი; გალაქტიონ ჭელიძე –35 წლის, მუსიკოსი.

1926

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1926 წლის კომუნისტში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პასუხად მენშევიკურ დონ კიხოტებს", რომელშიც ავტორი ამტკიცებდა, რომ მენშევიკები პოლიტიკურ-იდეოლოგიურად გაკოტრდნენ. სწორედ ამ დროს ბათუმში საბჭოთა ხელისუფლებამ დაიჭირა კ.სალუქვაძე, არალეგალურად ჩამოსული ემიგრაციის დავალებით,  მენშევიკური პროპაგანდის მიზნით. მის შესახებ პარიზში ნოე რამიშვილმა თავის ჟურნალში დაწერა: „ბოლშევიკებმა დაატუსაღეს ბრძოლაში გამობრძმედილი ცნობილი სოციალ-დემოკრატი და რევოლუციონერი კ. სალუქვაძე (კოწია)”.  მაგრამ იმ დროისათვის სალუქვაძე უკვე ცნობდა ბოლშევიკურ ხელისუფლებას და დიდი ბრძოლა გააჩაღა პროლეტარიატის დიქტატურის დასაცავად, რის გამოც რამიშვილმა განაცხადა: „სალუქვაძე ჩაეფლო ღრმა წუმპეში, გატყდა, დაეცა. საერთოდაც, ის არასდროს ყოფილა დიდი რევოლუციონერი", მისი თქმით, პარტიის გაჭირვების ჟამს, ყოველთვის განზე იდგა.

1935

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1935 წლის 17 ოქტომბერს ი. სტალინი თბილისში დედის სანახავად ჩავიდა, მთელი დღე მასთან გაატარა, ღამით კი მოსკოვში გაემგზავრა.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 2 სექტემბერს საქართველოს ჩეკაში დაკავებულ ილარიონ სამსონის ძე გიორგაძეს ჰყავდა ცოლი, ქსენია – 26 წლის, დიასახლისი; ქალიშვილი, ნინა, – 7 წლის; ძმა, გიორგი – 55 წლის, გლეხი; და, ი. ბასილაშვილისა – 50 წლის, დიასახლისი.

1966

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1966 წელს დის, თამარ წერეთლის თხოვნით დაიწყო კონსტანტინე ეფრემის ძე გამყრელიძის საქმის ხელახალი გამოძიება. წერილიდან ირკვევა, რომ გამყრელიძე დაიჭირეს თბილისთან ახლოს 1923 წელს. თუ რა ბედი ეწია მას, დამ არაფერი იცოდა.1966 წელს კი შეიტყო, რომ კონსტანტინე ციმბირში გადაასახლეს და მოინდომა მისი მისამართის გაგება.