საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2025

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წელს თედო შუშიაშვილთან თბილისში ბოლშევიკების საომარი მასალა და ტექნიკური ხელსაწყოები ინახებოდა.

1950

ტიპი: მფლობელობა

1950 წელს გაიოზ მაღლაკელიძემ გერმანიაში მიწის ნაკვეთი ვალით შეიძინა.

1917

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 17 ივნისს, ღამით ივანოვის ქუჩაზე ბოროტგანმზრახველებმა გატეხეს სამხარაძის ფეხსაცმელების მაღაზია, საიდანაც წაიღეს ფეხსაცმელები და სხვა ნივთები.

1917

ტიპი: მფლობელობა

1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 31 ცნობით, გაიტაცეს დიდი და ახალი თეატრის არტისტთა პირადი ქონება. დიდად დაზარალდა ა. ი. იუჟინი, რომლის ოთახში იყო მდიდარი სასცენო გარდერობი.

1917

ტიპი: მფლობელობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N11 ცნობით, ნიჭიერმა მხატვარმა სერგეი ახვლედიანმა ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის ბიუროს შესწირა თავისი დახატული სურათი ქალთა უფლების დამცველი პოეტი და ფილოსოფოსი შატობრიანისა, რისთვისაც ქალთა კლუბის ნიურო და გაზეთის რედაქცია მადლობას უხდის მას.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 21 ივნისის წერილით შრომის სამინისტრომ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ბანკის მიერ გაცემული 1110 რუბლის ჩეკი N 249223 ჩინეთის მოქალაქე ლიუ-ტოიუს ეკუთვნოდა.

1946

ტიპი: მფლობელობა

1946 წლის 20 ივნისს ქრისტინე შარაშიძეს ქირით გადაეცა ჯავახიშვილის ქუჩის N11 სახლის მეორე სართულზე მდებარე ბინა 11 კვადრატული მეტრის ფართობით, საერთო საპირფარეშოთი და სამზარეულოთი.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრთა ავტობიოგრაფიების მიხედვით, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის ბინა მდებარეობდა თბილისში, ვასილ ბებუთოვის ქუჩის N46-ში.

1940

ტიპი: მფლობელობა

1940 წლის 8 აგვისტოს აქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 2276 სტატიის აღწერისთვის ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს 1365 მანეთი და 60 კაპიკი ეკუთვნოდა, 60 კაპიკი – თითო სტატიის აღწერისათვის.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წელს საეტაპო სატრანსპორტო განყოფილების უფროსს, გენერალ-მაიორ ალექსანდრე გველესიანს ეკუთვნოდა მამალი ცხენი შავი, გრძელი თმით, წინა ფეხზე ნომრით 1744.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 10 იანვრისთვის თბილისის ხაზინასა და სახელმწიფო ბანკის თბილისის კანტორაში ანგარიში ჰქონდათ საქართველოს რესპუბლიკის შემდეგ თანამდებობის პირებს: კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს ეგზეკუტორ გრიგორიევს – 99 510 მანეთი და 70 კაპიკი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ვასილის ძე ადრიანოვს – 200 მანეთი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს თბილისის განყოფილების უფროს კოირანსკის – 74 მანეთი და 46 კაპიკი; კავკასიის რკინიგზების მატერიალური სამსახურის უფროსის მოადგილე გ. ა. ხატისოვს – 635 763 მანეთი და 02 კაპიკი; კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს თბილისის განყოფილების საქმეთა მწარმოებელ ბამოვს – 58 მანეთი და 02 კაპიკი.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წელს სასტუმრო „ვეტცელი“ ნოე სიხარულიძემ შეიძინა.

1900

ტიპი: მფლობელობა

1897-1900 წლებში მიხეილის პროსპექტისა და ქსენიას ქუჩის კუთხეში ვაჭარ ფრიდრიხ ვეტცელის დაკვეთით სასტუმრო „ვეტცელი“ აშენდა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის თებერვლის დამლევს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ბაქოდან მიიღო დეპეშა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას გადაერიცხა 200 000 მანეთი მიწისძვრისგან დაზარალებულთა სასარგებლოდ.

1919

ტიპი: მფლობელობა

1919 წელს მურუსიძე და მაძღარაშვილი იყვნენ რკინიგზის ცენტრალური ფურნის მფლობელები.

1919

ტიპი: მფლობელობა

1919 წელს შახ. ჰარონიანი აზნაურთა ქუჩაზე მდებარე N6 სახლის პატრონი იყო.

1919

ტიპი: მფლობელობა

1919 წელს ავაკ აკოპოვს ეკუთვნოდა სტამბა „ეკონომია“.

1924

ტიპი: მფლობელობა

1924 წლის ალექსანდრე რევაზის ძე ბახუტაშვილის საქმის მიხედვით, რევაზ ბახუტაშვილს ჰქონდა სახლი თბილისში ოქროყანის ქუჩაზე, მე-6 ოთახი.

1919

ტიპი: მფლობელობა

1919 წლის 22 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის" ცნობით, მიხეილ ბენდერსკი იყო ფრეილინის ქუჩაზე მდებარე „ჟოკეი კლუბის“ მეპატრონე.

1923

ტიპი: მფლობელობა

1923 წლის საქმის მიხედვით, გიორგი დავითის ძე ოთხმეზურს ჰქონდა სახლები ბათუმსა და ოზურგეთში.

1924

ტიპი: მფლობელობა

1924 წლის საქმის მიხედვით, ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილს ჰქონდა ორი დესეტინა მიწა და მეწაღის სახელოსნო ბორჩალოს მაზრაში.

1924

ტიპი: მფლობელობა

1924 წლის 3 ივნისს სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი დაკითხა გამომძიებელმა ძაგანიამ. ის იყო 57 წლის. მას ჰქონდა 7 ქცევა მიწა, სახლი და დუქანი სამტრედიაში, სადაც ვაჭრობდა ხოლმე.

1924

ტიპი: მფლობელობა

1924 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძეს სამტრედიაში ჰქონდა საკუთარი სახლი და მიწა.

1923

ტიპი: მფლობელობა

1923 წლის 22 სექტემბერს ჩეკას მიერ დაკავებულ ილარიონ სამსონის ძე გიორგაძეს იმ დროს არც პირადი ქონება ჰქონდა და არც მუდმივი საცხოვრებელი თბილისში.