საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები1389

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1852

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1852 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ ცაიშში დაიბადა იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1851

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი 1851 წლის 20 ივლისს დირბში დაიბადა.

1850

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1850 წლის 6 სექტემბერს მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილის ოჯახში ანასტასია თუმანიშვილი დაიბადა.

1848

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1848 წელს გრიგოლ ჭავჭავაძეს საცხოვრებლად გადავიდა დასთან, მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავთან, რათა ის დახმარებოდა ძმას ბავშვების აღზრდაში.

1840

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 ოქტომბერს ვარიანში.

1837

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1837 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1832

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დავით ბარძიმის ძე მაჩაბელი 1832 წლის აჯანყების მონაწილე იყო.

1831

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. წერილიდან ირკვევა, რომ პაროტის მეგზური არარატის მთაზე ასვლის დროს, დიაკვანი ხაჩატურ აბოვიანი უზომოდ განათლებული პიროვნება ყოფილა. პაროტის თქმით, უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა სომეხი ეჩმიაზინსა თუ ერევანში.

1830

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1830 წლის 16 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსი ავტორის ნარკვევი მისი ბელაქნისა და ჭარის ოლქებში მოგზაურობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, ბელაქნის კომენდანტი მაიორი ბუჩქიევი წარმოშობით კახეთიდან ყოფილა (დიმიტრი ივანეს ძე ბუჭყიაშვილი).

1830

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილი ცხოვრობდა კოლეგიის მრჩეველ ბებუთოვის სახლში, ბერძნული ეკლესიის გვერდით.

1828

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1828 წელს ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა.

1825

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1825 წელს თბილისში სომეხი დრამატურგი გაბრიელ მკრტიჩის ძე სუნდუკიანცი დაიბადა.

1820

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვი 1820 წლის 20 თებერვალს გორში დაიბადა.

1818

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1818 წლის 17 აპრილს დაიბადა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე რომანოვი.

1816

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილი 1816 წლის 22 ნოემბერს თბილისში დაიბადა.