რეგისტრირებული ფაქტები81125
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 ივლისს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე აღნიშნა, რომ 1919 წლიდან საზოგადოების გამომცემლობა მთავრობის სკოლებსა და ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს წიგნებითა და სხვა საჭირო ნივთებით ეხმარებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სალაროში 860. 75 მანეთი იყო, 1921 წლის პირველ იანვარს – 402514. 47.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ბამოვი იყო კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს თბილისის განყოფილების საქმეთა მწარმოებელი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გ. ა. ხატისოვი იყო კავკასიის რკინიგზების მატერიალური სამსახურის უფროსის მოადგილე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს კოირანსკი იყო კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს თბილისის განყოფილების უფროსი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ალექსანდრე ვასილის ძე ადრიანოვი იყო კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს უფროსის მოადგილე.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი იყო ფოთში დეკანოზი გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების წევრების სხდომის ოქმის მიხედვით, 1914 წელს ზესტაფონის განყოფილებაში საწევრო თანხის ნაშთი შეადგენდა 218 მანეთსა და 05 კაპიკს. ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების წევრების სხდომის ოქმის მიხედვით, 1916 წელს ზესტაფონის განყოფილებაში ირიცხებოდა 31 წევრი. ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების წევრების სხდომის ოქმის მიხედვით, 1915 წელს ზესტაფონის განყოფილებამ მიიღო 12 წევრი, გამოაკლდა – 14. ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების წევრების სხდომის ოქმის მიხედვით, 1915 წლის 1-ლ იანვარს ზესტაფონის განყოფილებაში 33 წევრი ირიცხებოდა. ოქმს თავმჯდომარის ნაცვლად ხელს აწერენ მიხეილ ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს თავადის ასული ალექსანდრა ციციანოვისა (ციციშვილი) იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ვერა სოლომონის ასული ჩხეიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ვლადიმერ ილიას ძე ჩხეიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ტიტე სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 25 აგვისტოდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეძაძამეს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები იყვნენ: ილია ბიბილეიშვილი, აგრაფინა საჯაია, ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძე და დიმიტრი აქვსენტის ძე ანჯაფარიძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 აგვისტოს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ლეძაძამეს ბიბლიოთეკა, რომლის გამგე იყო გედეონ ხუხუნი.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების მეორე ონტოფოს ბიბლიოთეკის თავმჯდომარე ერმილე ჟვანიამ მისწერა გამგეობას, რომ ბიბლიოთეკას ესაჭიროებოდა წიგნებითა და ჟურნალ-გაზეთებით მომარაგება, რადგან მათ მხოლოდ შენობის აგება შეძლეს და საკმარისი თანხა არ ჰქონდათ შეეძინათ საჭირო ნივთები.