საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81004

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1902 წლებში სიმონ მიხეილის ძე მჭედლიძე სვირის წმ. თომა მოციქულის ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1912 წლებში ლეონტი დავითის ძე კუჭაიძე სორმონის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1917 წლებში გრიგოლ ხარიტონის ძე მიქაუტაძე ტყიბულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1903 წლებში ბესარიონ გრიგოლის ძე დეისაძე უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-98 ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძე ფარცხანაყანევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-99 წლებში ტიმოთე ვასილის ძე გიორგაძე ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1905 წლებში სიმონ იოსების ძე კახეთელიძე ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ჭიათურაში გიორგი დეკანოზიშვილის მიერ ჩამოყალიბებული დასი წარმოდგენებს 1898 წლამდე მართავდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ჭიათურაში გიორგი დეკანოზიშვილის მიერ შეკრებილი სცენისმოყვარე ახალგაზრდები იყვნენ: ევ. წერეთელი, იულია წერეთელი, მარ. აბდუშელიშვილი და სხვ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ჭიათურაში გიორგი გაბრიელის ძე დეკანოზიშვილმა რამდენიმე ახალგაზრდას მოუყარა თავი და სოლომონ ჩაჩანიძის სახლში წარმოადგინეს პიესები „უჩინმაჩინის ქუდი“ და „ძუნწი“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გიორგი დეკანოზიშვილის მიერ ჭიათურაში შეკრებილი სცენისმოყვარეები იყვნენ: თედო კიკვიძე, სამსონ ყაზაიშვილი, ერეკლე გრიგოლის ძე დეკანოზიშვილი, ფ. დარჩია, კ. წერეთელი, კარპე სპირიდონის ძე მოდებაძე, ბეს. კაპანაძე, სოლომონ ჩაჩანიძე და სხვ.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1916 წლებში ფილიპე (ფილიმონ) გიორგის ძე დეკანოსიძე ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1913 წლებში იოსებ ალექსის ძე ტყემალაძე ჩხირაულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1917 წლებში ერმალოზ იოანეს ძე ვეფხვაძე ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ილიკო მუსხელიშვილი ვანქის უბნის სცენისმოყვარეთა წრეს ეხმარებოდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის აგვისტოში ლადო აღნიაშვილი სპარსეთში გაემგზავრა.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1917 წლებში კალისტრატე ვასილის ძე ფანცხავა ხომულის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: ნასამართლეობა

1894 წელს შიო არაგვისპირელი ვარშავაში დააპატიმრეს მის მიერ ჩამოყალიბებული იქაურ ქართველთა წრის მოქმედებების გამო.

1894

ტიპი: ავტორობა

პრასკოვია უვაროვა წიგნში 1894 წელს საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერს მის მიერ ნანახი ძეგლების არქიტექტურის, მხატვრობისა და ეპიგრაფიკული წარწერების შესახებ.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს არისტო ქუთათელაძემ ჟურნალ „მოამბეში“ გამოაქვეყნა სტატია ნიკორწმინდისა და აგარის ტაძრებისა და მათში დაცული ნივთსამკაულების შესაბებ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს მეცნიერმა პრასკოვია უვაროვამ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად რაჭაც მოინახულა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს არისტო ქუთათელაძის მიერ ჟურნალ „მოამბეში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ავტორს ნიკორწმინდისა და აგარის ტაძრების ისეთი ხელნაწერები აქვს შესწავლილი, რომლებიც არც ადრინდელ და არც შემდეგდროინდელ მკვლევრებს არ აქვთ ნაშრომებში მოხსენიებული.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ქუთაისში სამთვიანი პატიმრობის შემდეგ „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ წევრები, ნიკოლოზ მელიქიშვილი, ანტონ გელაზარაშვილი და შიო დედაბრიშვილი, ასევე ლიგის საქმიანობაში მონაწილე თედო სახოკია გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ ახალგაზრდებს მხოლოდ ლიგის წესდების შედგენა მოუსწრიათ, წესდების განხორცილებისთვის ზრუნვა კი − ვეღარ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს ქუთაისის ციხიდან თავდებით გამოშვებული „საქართველოს განთავისუფლების ლიგის“ წევრების, ნიკოლოზ მელიქიშვილის, ანტონ გელაზარაშვილის, შიო დედაბრიშვილისა და ლიგის საქმიანობაში მონაწილე თედო სახოკიას საქმე გასანადგურებლად წარადგინეს.