რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1913 საანგარიშო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში ორი კომისია მოქმედებდა: სარევისიო და წიგნების ვაჭრობის. განყოფილებამ ჩაატარა 4 სხდომა, გაირჩა 12 საქმე. თავმჯდომარე – იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი და ნიკოლოზ ერმალოს ძე კვინიკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების სასკოლო კომისიის წევრები იყვნენ.
1881
ტიპი: თანამდებობა
1880-1881 სასწავლო წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კრებაზე კომიტეტის წევრებად აირჩიეს: თედო ჟორდანია, ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე და ნიკო ნიკოლაძე.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წელს პეტრე იორდანეს ძე ქუთათელაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი და აქვსენტი ვასილის ძე მეგრელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომერედ აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ალექსანდრე პავლეს ძე ქუთათელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს ლავრენტი იოანეს ძე წულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის მდივნად აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე, გრიგოლ ლევანის ძე აბაშიძე, თადეოზ გიორგის ძე კეშელავა და მიხეილ ოტიას ძე გვალია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) სასარგებლოდ გამართულ საღამოზე შემოსავალმა 325. 22 მანეთი შეადგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 აპრილს იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილის თაოსნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში გამართულ საღამოზე სიტყვით გამოვიდა ვაჟა-ფშაველა კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანთან, ვასო ალექსის ძე აბაშიძესთან და იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილთან ერთად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის აპრილში მწერალმა და ჟურნალისტმა აკაკი პაპავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში საჯარო ლექცია წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის აპრილში ორიენტალისტმა იოსებ ალექსის ძე ყიფშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში წაიკითხა ლექცია „მეგრული ენა და მისი შესწავლის ისტორია“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის აპრილში ექიმმა სლოვკინმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში ციების შესახებ ლექცია წაიკითხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) ქალაქის სასწავლებლის მე-6 კლასის მოსწავლეს, სიმონ გოგიჩაიშვილს სწავლის ქირა (12 მანეთი) გადაუხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – იონა მეუნარგია) ქალაქის ხუთი პირველდაწყებითი სკოლის ღარიბ მოსწავლეებს 90 მანეთის ქართული და რუსული ენის წიგნები გადასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობამ (მდივანი – კონსტანტინე გამყრელიძე) სკოლის მოსწავლეებისთვის 70 მანეთის ღირებულების იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები შეიძინა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის პირველ ოქტომბერს ბარბარე ეგნატეს ასული კასრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების მიერ გახსნილ სოფ. ნაბადის ერთკლასიან სასწავლებელში პედაგოგად დაინიშნა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებას 55 წევრი ჰყავდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილება 26 წევრმა დატოვა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 1 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებაში 31 ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების 1915 წლის შემოსავალი 1374 მანეთსა და 47 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 748 მანეთსა და 47 კაპიკს.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 1 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების მდივანი იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე მთავარ გამგეობას ომიანობის გამო ნაბადას სკოლის ზედამხედველისა და გამგეობის 7 წევრის ქალაქიდან გახიზვნას ატყობინებს.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების მდივანი იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე მთავარ გამგეობას ომიანობის გამო ქალაქიდან ნაბადას სკოლის 30 მოსწავლის (სულ 40 მოსწავლე იყო) გახიზვნას ატყობინებს და სკოლის დახურვის საკითხს აყენებს.