საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80982

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრმა მიხეილ ალექსანდრეს ძე გრუზინსკიმ თანამდებობა დატოვა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს კონსტანტინე ყიფიანმა სურამის სახალხო სამკითხველოს თავისი შედგენილი რუსულ-ქართული ლექსიკონი შესწირა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს კახიძე ქუთაისის პოლიციის ბოქაული იყო.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი) დავითის ძე ოქროპირიძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.

1896

ტიპი: თანამდებობა

მიხეილ ნასიძე თბილისის ალექსანდრეს საოსტატო ინსტიტუტში მასწავლებლად მუშაობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გიორგი გრიგოლის ძე უთურგაული ქუთაისის საოსტატო სემინარიაში პედაგოგად მუშაობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მღვდელი ლაზარე ტურიაშვილი ამიერკავკასიის საოსტატო სემინარიაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს დეკანოზი იასონ მამაცაშვილი კავკავის რეალურ სასწავლებელში საღვთო სჯულს ასწავლიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მღვდელი ბიძინა გაბარაშვილი ბაქოს რეალურ სასწავლებელში საღვთო სჯულს ასწავლიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

ნიკოლოზ ცისკარიშვილი თბილისის ალექსანდრეს საოსტატო ინსტიტუტში მასწავლებლად მუშაობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

ალექსი მირიანაშვილი თბილისის ალექსანდრეს საოსტატო ინსტიტუტში მასწავლებლად მუშაობდა.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს მიქაელ არამიანცი თბილისის მეორე გიმნაზიის საპატიო მზრუნველი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სამსონ გიორგის ძე ყიფიანი ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მღვდელი ბიძინა გაბარაშვილი ბაქოს დედათა გიმნაზიაში საღვთო რჯულს ასწავლიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნიკოლოზ ლომოური გორის ანასტასიის დედათა პროგიმნაზიაში ქართულ ენას ასწავლიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მღვდელი ლაზარე ტურიაშვილი გორის ანასტასიის დედათა პროგიმნაზიაში საღვთო რჯულს ასწავლიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სიმონ ბესარიონის ძე ღოღობერიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს სოლომონ შოშიაშვილი თბილისის საქალაქო ეკლესიათა პირველი ოლქის ბლაღოჩინი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

ივანე მაჭავარიანი იყო ქართველთა წიგნის გამოცემის ამხანაგობის ხაზინადარი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მიხეილ ყიფიანი, პავლე ყიფიანი, ილია წინამძღრიშვილი, ნიკო ცხვედაძე და რაფიელ ყაზბეგი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრები იყვნენ.

1896

ტიპი: თანამდებობა

თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე იყო კონსტანტინე მუხრანბატონი, თავმჯდომარის ამხანაგი – მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანისა.

1896

ტიპი: თანამდებობა

ალექსანდრე ჯაბადარი იყო ქართველთა წიგნის გამოცემის ამხანაგობის მმართველი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მარიამ მაყაშვილისა გორის ანასტასიის დედათა პროგიმნაზიის ზედამხედველი იყო.