საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80978

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ივანე გიორგის ძე ბეჟიტაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს მიხეილ ივანეს ძე ქიმერიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს იაკობ სტეფანეს ძე პატრიკეევი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა იაკობ გოგებაშვილის “Русское Слово“, „ბუნების კარი“ და „დედა ენის“ მე-2 ნაწილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ივანე გიორგის ძე ბეჟიტაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ლუარსაბ აბრამიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის მდივანი მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი ბორჯომში ჩატარებულ ყველა სხდომას დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე ბორჯომში ჩატარებულ ყველა სხდომას დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი ბორჯომში ჩატარებულ ყველა სხდომას დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი კონსტანტინე დიონისეს ძე ჯაფარიძე ბორჯომში ჩატარებულ ყველა სხდომას დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იაკინთე იოსების ძე გორგაძე ბორჯომში ჩატარებულ ყველა სხდომას დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი გიორგი დავითის ძე კილაძე ბორჯომში ჩატარებულ ყველა სხდომას დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი ქრისტეფორე მოსეს ძე მიხაილოვი ბორჯომში ჩატარებულ ყველა სხდომას დაესწრო.

1907

ტიპი: გარდაცვალება

1907 წლის 30 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა ზედაზნის მონასტერს ოთხდღიური (ე. ი. ორი დესეტინა) მიწა შესწირა განსვენებული მეუღლის სულის სამუდამოდ მოსახსენებლად.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 4 ივნისს მამა იოანე ზედაზნელის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იოანემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს სთხოვა დაებრუნებინათ მისთვის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძისა და საგურამოს ახალი მოურავის მიერ ჩამორთმეული მიწა, რომელიც ოლღა გურამიშვილმა 1907 წლის 30 ოქტომბერს შესწირა მონასტერს ილიას სულის მოსახსენებლად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას წიგნების მაღაზიისა და გამომცემლობისგან 51027 მანეთი შეუვიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ოზურგეთის განყოფილებამ 3 სხდომა გამართა. განყოფილებას 156 წევრი ჰყავდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ნინა ალექსის ასული ნებიერიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრი ბაგრატ ბეთანელი ბორჯომში ჩატარებულ ყველა სხდომას დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას ნახევარი მილიონის ღირებულების უძრავი ქონება ჰქონდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ (თავმჯდომარე – გიორგი ყაზბეგი, საქმისმწარმოებელი – სამსონ ფირცხალავა) თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა სამიწათმოქმედო კომისიას ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის ლიკვიდაციისთვის საჭირო 2 000 მანეთი სესხად სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის შუამდგომლობით საზოგადოების რწმუნებულმა, ალექსანდრე ყიფშიძემ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის სამიწათმოქმედო კომისიისგან 2 000 მანეთი ექვსთვიან უპროცენტო სესხად მიიღო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თავადაზნაურობის სამიწათმოქმედო კომისიას აცნობა, რომ ილიას საგურამოს მამულის ლიკვიდაცია შეფერხებული იყო და ლიკვიდაციისთვის ალექსანდრე ყიფშიძის სახელზე სესხად გაცემულ 2 000 მანეთს დროულად ვერ დააბრუნებდა. გამგეობა იმედს გამოთქვამდა, რომ ვალს პირველი შესაძლებლობისთანავე გადაიხდიდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 17 აპრილს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილს ბაქოში ოფიციალური წერილით შეატყობინა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თბილისის სათავადაზნაურო ბანკისაგან შეისყიდა ოლღა ჭავჭავაძისეული გურამიანთ-კარის მამული, რომელსაც თან მოჰყვა გრძელვადიანი ვალი – 18 825 მანეთი და 32 კაპიკი, ამას დაემატა ილიასეული სახლის შეძენა თბილისში, რამაც დამტკიცების ხარჯებთან ერთად 44 000 მანეთამდე გაზარდა „საზოგადოების" დავალიანება. სწორედ ამ ვალის გამო გადაწყდა სოფლის მამულის გაყიდვა, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ მამულიცა და სახლიც საქართველოს დარჩენოდა პოეტის სახსოვრად, რათა შემდგომში იქ რომელიმე კულტურული დაწესებლება დაარსებულიყო.