რეგისტრირებული ფაქტები80971
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოხუმის განყოფილების გამგეობის თხოვნა თავშესაფრის შესანახად ყოველთვიურად 1200 მანეთით დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სოხუმის განყოფილებისთვის 300 მანეთი უნდა გაეგზავნათ და ეცნობებინათ, რომ სწავლა მაისამდე გაეგრძელებინათ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ წერილი მისწერა მთავარ გამგეობას და სთხოვა ეცნობებინათ, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ სენაკის განყოფილების სოფლების ბიბლიოთეკა-სამკითხველოები მთელი თავისი ქონებით გადაეცათ სამაზრო ერობის გამგეობისთვის, რადგან მათ არ გააჩნდათ საკმარისი სახსრები დაწესებულებების შესანახად. ისინი მხოლოდ სენაკის ბიბლიოთეკას დაიტოვებდნენ საზოგადოების მფლობელობაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიას ეწვია გამგეობის თავმჯდომარე თევდორე კიკვაძე, რომელმაც სურვილი გამოთქვა, მაღაზია გაეფართოებინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1916 წლის გამგეობის მუშაობის ზოგადი დახასიათება.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) მთავარ გამგეობას სავარაუდო შემოსავლის ანგარიში გაუგზავნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) მთავარ გამგეობას გაუგზავნა წიგნის მაღაზიის შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1916 წლის 15 სექტემბრიდან 30 დეკემბრამდე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე ოლღა ხოფერია) მთავარ გამგეობას სთხოვა, ხელსაქმის სასწავლებლად მოეწყოთ სახელოსნო განსვენებული ეკატერინე სარაჯიშვილის მიერ ნაანდერძევი თანხიდან და კავკასიის საოჯახო სამრეწველო კომიტეტისთვის ეთხოვათ ფულადი დახმარება საქსოვი დაზგების გასამართად.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) შეიტყო, რომ საგუბერნიო სამმართველომ სენაკის სამოქალაქო საკრებულოს ნება არ დართო დაეთმო მათთვის სახალხო სახლის ასაგები ადგილი. გამგეობამ გადაწყვიტა, სახალხო სახლი სენაკის სხვადასხვა საზოგადოებასთან ერთად აეშენებინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) შეადგინა იმ საბავშვო წიგნების სია, რომლებიც ჰქონდა ბიბლიოთეკაში და მთავარ გამგეობას 100 მანეთამდე ღირებულების იმ წიგნების გაგზავნა სთხოვა, რომლებიც აკლდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების დავალებით გიორგი გამზარდიამ და მიხეილ თათარიშვილმა შეამოწმეს ბიბლიოთეკა-სამკითხველოები და გამგეობას წარუდგინეს შესაბამისი ანგარიში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) წევრთა რიცხვის გასამრავლებლად შეიმუშავა ახალი წიგნაკები და დაარიგა ყველა თვალსაჩინო ადგილზე, ასევე შეამცირა საწევრო გადასახადი. შედეგად წევრთა რიცხვმა მოიმატა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) მთავარ გამგეობას შეატყობინა, რომ ის ხშირად აწყობდა სასარგებლო გასართობ ღონისძიებებს. ერთ-ერთი სალიტერატურო საღამო ნიკოლოზ ბარათაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ გამგეობას შეატყობინა, რომ ისინი კონტროლს უწევდნენ მათ მფარველობის ქვეშ მყოფ ბიბლიოთეკებსა და სამკითხველოებს და ასევე რევიზიის ჩასატარებლად გზავნიდნენ ვასილ კანდელაკს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) მთავარ გამგეობას გაუგზავნა ცნობები სენაკში საკვირაო სკოლის გახსნის შესახებ.
1916
ტიპი: მფლობელობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ გამგეობას აცნობა, რომ 1916 წელს სენაკის ბიბლიოთეკასთან გახსნეს მაღაზია და დაიწყეს სახელმძღვანელოებით ვაჭრობა. მაღაზიის მეპატრონე პეტრე მიხეილის ძე დგებუაძე იყო.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, განყოფილების გამგეობის მთავარი მიზანი იყო დამწვარი თეატრის შენობის აღდგენა და ყველანაირად ცდილობდა მის აღასადგენად საჭირო თანხები შეეგროვებინა. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის ანგარიშის მიხედვით, გამგეობის სხდომებს არც ერთხელ არ დასწრებია თავმჯდომარე ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა, მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე, პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე და პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი დაესწრნენ 11-ჯერ, იორდანე მიხეილის ძე გოცაძე – 3-ჯერ, მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე და ვანო დავითის ძე საყვარელიძე – 5-ჯერ, ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე – 2-ჯერ.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, განყოფილების გამგეობამ გამართა 112 სხდომა. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სენაკის განყოფილებას (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) შეატყობინა, რომ კრედიტს 20 000 მანეთამდე გაუზრდიდა, მაგრამ სენაკის წიგნის მაღაზიის თბილისის განყოფილებისთვის მიკუთვნების თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, განყოფილების გამგეობამ საქმიანობა დაიწყო 1916 წლის 1-ლი იანვრიდან. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, განყოფილების გამგეობას თეატრის ფონდის გასაძლიერებელი კომისია ჰქონდა შექმნილი. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე და მდივანი პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების ამგეობის თავმჯდომარის მდივანი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარე ოლღა ხოფერიამ მიმართა მთავარ გამგეობას, რომ სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიისთვის გაეწიათ მეთვალყურეობა და ასევე გაეზარდათ კრედიტი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) მთავარ გამგეობას შესთავაზა, საწევრო გაეზარდათ 5 მანეთამდე, ხოლო მუდმივ წევრთა გადასახადი − 100 მანეთამდე.