საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80971

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნესტორ წერეთელი კუხის მეაბრეშუმეთა პირველი ამხანაგობის ხელმღვანელი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ახალი სენაკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწემ, დავით ალადაშვილმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ოტორინოლარინგოლოგი ი. ფ. პროტასევიჩი ნავასარდიანის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თბილისის მაზრის უფროსი ფერშალი აბრამ გაგიევი პოლიციის მოხელედ დაინიშნა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს შორაპნის მაზრის გამგეობის კანცელარიის თანამშრომელი ვლადიმერ დავითაია სამუშაოდ თბილისის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სერგეი ალავერდოვს გოლოვინის პროსპექტზე სათამაშოების მაღაზია ჰქონდა.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წელს ქრისტეფორე ავაკუმის ძე ვერმიშოვს ტიტულოვანი მრჩევლის წოდება ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს სოხუმის საბაჟოს თარჯიმანს, იაშვილს ტიტულოვანი მრჩევლის წოდება მიანიჭეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ქუთაისში გაზეთ „Каспий“-ის გამოწერა ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში შეიძლებოდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ტიგრან სტეფანეს ძე შახბაზიანი თბილისის თვალის საავადმყოფოს ზედამხედველი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე ვორონცოვის ქუჩაზე, პოლიციის მე-6 ნაწილის მახლობლად, დუქანი ქირავდებოდა. ქირაობის მსურველებს შუა ბაზარში ნიკოლოზ გილანოვისთვის უნდა მიემართათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე ვორონცოვის ქუჩაზე, პოლიციის მე-6 ნაწილის მახლობლად, დუქანი ქირავდებოდა. ქირაობის მსურველებს შუა ბაზარში ნიკოლოზ გილანოვისთვის უნდა მიემართათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ფოთის საბაჟოს თავმჯდომარეს, ტერ-სტეფანოვს „ნადვორნი სოვეტნიკის“ წოდება უბოძეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე რკინიგზის ტელეგრაფის თანამშრომელმა, ანოხინმა რკინიგზის უფროსს, ინჟინერ ვედენეევს საქონლის დასაწყობ 2 ვაგონში დინამო ელექტრონის საშუალებით განათების გაკეთების პროექტი წარუდგინა. პროექტი გზათა მინისტრმა მოიწონა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ბათუმში გაზეთ „Каспий“-ის გამოწერა მათე ნიკოლაძის წიგნის მაღაზიაში შეიძლებოდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე ყარსის რკინიგზის მშენებლობის ხელმძღვანელი, უფროსი ინჟინერი ვურცელი მშენებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განსახილველად პეტერბურგში მიიწვიეს გზათა მინისტრთან.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სვიმონ ნაბიჭვრიშვილს ავჭალის ქუჩაზე ფეხსაცმელების სახელოსნო ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს კ. თავართქილაძე საჭილაოში ჩავიდა და მოსახლეობას აბრეშუმის ქარხნის გახსნაში დახმარება სთხოვა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე საჭილაოში ნიკო სხვიტარია გაძარცვეს და დაჭრეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე საჭილაოში კონსტანტინე ასათიანი გაძარცვეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ჩხაიძემ ზემო აკეთში სკოლა და სამკითხველო დააარსა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს შერვაშიძე ყაზახებთან ერთად დაეწია ქურდებს, რომლებმაც დაგვაში ებრაელი კაცი გაქურდეს და თან წაიყვანეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თევდორე ჟორდანიამ სოხუმის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 3. 55 მანეთის წიგნები შესწირა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მიხეილ დავითის ძე წულუკიძე და ალექსანდრე გრიცი სადაზღვევო აგენტები იყვნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ივანე მაჩაბელმა სოხუმის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 1. 60 მანეთის წიგნები შესწირა.