რეგისტრირებული ფაქტები80971
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი განჯის გიმნაზიაში მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ნიკოლოზ ჯომარჯიძე ყვირილის ნორმალური სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ისტორიკოს პლატონ იოსელიანის მეუღლემ, ანა იოსელიანისამ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკას ქმრის ბიბლიოთეკიდან „ჟინვანის აღწერილობა“ და „ქართველ წმინდანთა ცხოვრება“ შესწირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ბარბარე ჯორჯაძის შვილმა, მიხეილ ზაქარიას ძე ჯორჯაძემ დედისა და იოსებ დავითაშვილის საფლავებზე ძეგლების დასადგმელად 5 თუმანი გაიღო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ხაბურზანია ოჩამჩირის სასამართლოში მომრიგებელი მოსამართლის მოადგილედ დაინიშნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი ქართველთა დრამატული საზოგადოების ქუთაისში დადგმული წარმოდგენების რეჟისორი იყო.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე ბაქრაძე, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, დავით გიორგის ძე წულუკიძე, ალექსანდრე გიორგის ძე წულუკიძე და სხვ. ქართველთა დრამატული საზოგადოების ქუთაისში დადგმული წარმოდგენების მაკონტროლირებელი კომისიის წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს დაარსდა სააღებმიცემო ამხანაგობა „შუამავალი“, რომლის დროებითი გამგეობის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გარსევან გიორგის ძე რატიანი.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში არვანიტაკისა ოლგას ქუჩაზე მდებარე ქალთა სკოლის პედაგოგად დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქართული დრამატული საზოგადოების დადგმულ სპექტაკლებში არ მონაწილეობდნენ დასის წევრები ეფემია სიმონის ასული მესხი და კოტე სიმონის ძე მესხი.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ა. ი. ორბელს სტომატოლოგიური კაბინეტი სოლოლაკში, საკუთარ სახლში ჰქონდა გახსნილი.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სამოილოვ-მიჩურინი საქართველოს რუსული დასის გამორჩეული მსახიობი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს დავით სიმონის ძე მესხს სერგეი სიმონის ძე მესხის სახელზე სოფელ რიონში, სადაც განსვენებული იყო დაკრძალული, ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დაარსება სურდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს აგრაფინა აბაზაძემ სურამის სახალხო ბიბლიოთეკას „სამი არაკი“ შესწირა, სპირიდონ თორთლაძემ – „შალვას ნანახი ხატი“.