რეგისტრირებული ფაქტები92416
სორტირება თარიღი მზარდობით
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წლის დეკემბერში საფილოქსერო კომიტეტმა იაკობ ფანცხავა ფილოქსერას უფროს მაძიებლად დანიშნა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის დეკემბერში ფილოქსერას უფროს მაძიებლად დანიშნული იაკობ ფანცხავა საფილოქსერო კომიტეტმა ფოთში მიავლინა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის დეკემბერში ფილოქსერას უფროსი მაძიებლის თანამდებობაზე მომუშავე იაკობ ფანცხავას საფილოქსერო კომიტეტმა ანაზღაურება 75 მანეთი დაუნიშნა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის დეკემბერში საფილოქსერო პარტიის ხელმძღვანელმა ივანე ანდრონიკაშვილმა თავისი მოხსენება გააცნო საფილოქსერო კომიტეტს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის დეკემბერში ფილოქსერას უფროს მაძიებლად დანიშნული იაკობ ფანცხავა საფილოქსერო კომიტეტმა ფოთში მიავლინა. იაკობს ევალებოდა დღეში რამდენჯერმე პორტში გასვლა და შემოსული გემების შემოწმება, ხო არ შემოქონდათ მათ ესა თუ ის სანერგე მცენარე საზღვარგარეთიდან. ამ დროს სასტიკი კარანტინი იყო დაწესებული, რადგან საფრანგეთში ფილოქსერა მძვინვარებდა და ვენახებს ანადგურებდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 4 დეკემბერს ინგლისელი მწერალი მარჯორი უორდროპი დედასთან, მარგარტ კოლეტთან ერთად საქართველოს ეწვია.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს 15 წლის შერმანდი დოლიძე ბათუმში ერთ-ერთ ჩაის პლანტაციაში მუშად მუშაობდა. მისი ანაზღაურება თვეში 15 მანეთი იყო.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს გერმანე უონდერი ბათუმში გაშენებული ერთ-ერთი ჩაის პლანტაციის გამგე იყო.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს ღამით იაკობ ფანცხავას თავს დაესხა ჟანდარმერია, გაჩხრიკა სახლი, თან წაიღო მისი მიმოწერა და ზოგიერთი მეგობრის სურათი.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს, სტუდენტობის დროს, იაკობ ფანცხავა და კოწია მიქაბერიძე ზაფხულობით ნიკო ნიკოლაძის ოჯახს სტუმრობდნენ დიდ ჯიხაიშში.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895-1916 წლებში დავით ბეჟანის ძე აბაშიძე საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი იყო.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ რევიზორი ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძე.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს სოხუმის ბიბლიოთეკის გამგემ, პავლე ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილმა პრესის საშუალებით ქართველებს ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეწირვა სთხოვა. ბიბლიოთეკას თედო ტიმოთეს ძე სახოკიაც ეხმარებოდა.
1895
ტიპი: ორგანიზაცია
1895 წლიდან ანდრია სოლომონის ძე ღულაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა სურათებიანი „ვეფხისტყაოსანი“ გამოსცა.

