საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1896

ტიპი: თანამდებობა

ნიკოლოზ ცისკარიშვილი თბილისის ალექსანდრეს საოსტატო ინსტიტუტში მასწავლებლად მუშაობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

ალექსი მირიანაშვილი თბილისის ალექსანდრეს საოსტატო ინსტიტუტში მასწავლებლად მუშაობდა.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს მიქაელ არამიანცი თბილისის მეორე გიმნაზიის საპატიო მზრუნველი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სამსონ გიორგის ძე ყიფიანი ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მღვდელი ბიძინა გაბარაშვილი ბაქოს დედათა გიმნაზიაში საღვთო რჯულს ასწავლიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნიკოლოზ ლომოური გორის ანასტასიის დედათა პროგიმნაზიაში ქართულ ენას ასწავლიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მღვდელი ლაზარე ტურიაშვილი გორის ანასტასიის დედათა პროგიმნაზიაში საღვთო რჯულს ასწავლიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სიმონ ბესარიონის ძე ღოღობერიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს სოლომონ შოშიაშვილი თბილისის საქალაქო ეკლესიათა პირველი ოლქის ბლაღოჩინი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

ივანე მაჭავარიანი იყო ქართველთა წიგნის გამოცემის ამხანაგობის ხაზინადარი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მიხეილ ყიფიანი, პავლე ყიფიანი, ილია წინამძღრიშვილი, ნიკო ცხვედაძე და რაფიელ ყაზბეგი თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრები იყვნენ.

1896

ტიპი: თანამდებობა

თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე იყო კონსტანტინე მუხრანბატონი, თავმჯდომარის ამხანაგი – მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანისა.

1896

ტიპი: თანამდებობა

ალექსანდრე ჯაბადარი იყო ქართველთა წიგნის გამოცემის ამხანაგობის მმართველი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მარიამ მაყაშვილისა გორის ანასტასიის დედათა პროგიმნაზიის ზედამხედველი იყო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში დაიბეჭდა შიო არაგვისპირელის მოთხრობა „ღმერთო, დაილოცოს შენი სამართალი!“

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას ლექსი „ჩვენს მხცოვან მოღვაწეებს“.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს ალექსანდრე ზუმბულიძე თბილისის საქალაქო ეკლესიათა მეორე ოლქის ბლაღოჩინი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნიკოლოზ ზედგინიძე ქართველთა წიგნის ამხანაგობის სეკრეტარი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თბილისში თავადაზნაურთა საზოგადოება „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ ფუნქციონირებდა. საზოგადოების თავმჯდომარე კონსტანტინე მუხრანბატონი იყო, მოადგილე – მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანისა, წევრები – მიხეილ ყიფიანი, ნიკო ცხვედაძე, ილია წინამძღვრიშვილი და სხვანი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის საქართველოს კალენდარში ნიკოლოზ ლომოურის ფოტო გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის საქართველოს კალენდარში ვაჟა-ფშაველას, რაფიელ ერისთავისა და პეტრე უმიკაშვილის ფოტოები გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის საქართველოს კალენდარში ზაქარია ჭიჭინაძის ფოტო გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ლექსები: „შავი ღრუბლები“ და „მუზას“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის საქართველოს კალენდარში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის, გრიგოლ დადიანის ფოტო გამოქვეყნდა.