საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80971

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებს დაავალა, სამხედრო სესხის ობლიგაციები, რუსეთის საკრედიტო საზოგადოებებისა და სხვა სახის საპროცენტო ქაღალდები ფულად ექციათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ჭყონაგორის ბიბლიოთეკა 1917 წელს საზოგადოების შუამდგომლობით დაარსდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვარს ნიკოლოზ (ბაჩანა) რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დასაბეჭდად წარუდგინა თავისი ნაწერები და ავანსად 5 000 მანეთი სთხოვა. გამგეობამ ავტორს 2 500 მანეთი გადასცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამრეწველო გადასახადთა დაწესებულების თხოვნა ხაზინაში დამატებითი გადასახადის – 3 648 მანეთის შეტანის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებს დაავალა, გაეუქმებინათ ის განყოფილებები, რომლებიც აღარ ფუნქციონირებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ბინის გამოცვლის საკითხი განიხილეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ გამოსცა ნიკოლოზ ლომოურის „ალი“, დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, შიო არაგვისპირელის 4 წიგნი, ლავრენტი არდაზიანის „მეჯღანუაშვილი“ და 35 სხვადასხვა წიგნი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სენაკის განყოფილება აუცილებლად მიიჩნევდა თავის გამგებლობაში მყოფი ბიბლიოთეკა-სამკითხველოების ადგილობრივი ერობისთვის გადაცემას, რადგან განყოფილებას მათ შესანახად სახსარი არ ჰქონდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციამ გამოსცა ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“, „კაკო ყაჩაღი“, „განდეგილი“ და „მგზავრის წერილები“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე 1919 წლის ხარჯთაღრიცხვა, საზოგადოების მოქმედების ანგარიში და სარევიზიო კომისიის მოხსენება დაამტკიცეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 20 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების ბუღალტრის ჯამაგირის მომატების საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, პირველი ივლისიდან ჯამაგირი თვეში 5 მილიონ მანეთამდე გაზრდილიყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პეტრე სურგულაძის წინადადება ოლღა გურამიშვილისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ ქვრივის მდგომარეობის შესახებ ცნობების მოძიება დავით კარიჭაშვილს დაავალა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ ცეცელია გიორგის ასული ბოჭორიშვილისა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების გამგეობამ მოიწვია საზოგადო კრება, რომლის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ალაგირის განყოფილების თავმჯდომარე გაბრიელ ბოჭორიშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების სამივე კრებას დაესწრო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარემ, გაბრიელ ბოჭორიშვილმა და მდივანმა, ნიკოლოზ ხატისკაცმა მთავარ გამგეობას მისწერეს, რომ უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გახსნის თაობაზე შუამდგომლობა თერგის ოლქის უფროსს სთხოვეს, მაგრამ ნებართვა არ მიუღიათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბრიდან მუშაობა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე გაბრიელ გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა გამართა 3 სხდომა და განიხილა 8 საქმე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პატივი მიაგეს გარდაცვლილი ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძისა და ნიკო პაატას ძე სულხანიშვილის ხსოვნას.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე „დედა ენის“ შემსწორებელი კომისიის წარმომადგენელმა პავლე მეტრეველმა გამგეობას მოახსენა, რომ სამეცნიერო საბჭომ განიხილა „დედა ენის“ I ნაწილი და მისი სკოლებში შეტანის ნებართვა გასცა, II ნაწილი კი განხილვის პროცესში იყო.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის სექტემბერში სოლომონ გიორგის ძე მიქელაძე ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წელს კონსტანტინე რამაზის ძე გოცირიძე და ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის წევრები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ივნისს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე 11 რწმუნებულს წიგნსაცავიდან წიგნების გაცემის ინსტრუქციის პროექტი გააცნო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლიდან საბა ნონიას ძე ლობჟანიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.