რეგისტრირებული ფაქტები80971
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლიდან დავით ლაზარეს ძე მეტრეველი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 27 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ თვის ბოლომდე საზოგადოების წიგნის მაღაზიის აღწერისა და თანამშრომელთა გათავისუფლების საკითხი დასვა, რათა აგვისტოს ჯამაგირი დაეზოგათ. გამგეობამ დაადგინა, მაღაზიის აღწერა-შემოწმება 28 ივლისს დაეწყოთ და სათანადო აქტიც შეედგინათ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 27 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი, შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 28 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომას ესწრებოდნენ ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი, აკაკი გაბრიელის ძე შანიძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გრიგოლ ივანეს ძე პატარაია, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 ივნისს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ხოფერიამ გიორგი გამზარდიას, ვლადიმერ დემურიასა და მიხეილ ნოდიას მისწერა, 20 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა წლიურ კრებას სენაკის განყოფილების სახელით დასწრებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებს დაავალა, ბითუმად ვაჭრობისა და წიგნების საწყობის მაღაზიებისგან გამოყოფის საკითხი გამოეკვლიათ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ 24 ივლისიდან საზოგადოების წიგნის მაღაზიის აღწერა-შემოწმების დაწყების საკითხი დასვა. გამგეობამ დაადგინა, მაღაზია გაყიდვის შემდეგ აღეწერათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრების მიერ გამომცემლობის შესახებ წარდგენილი ანგარიში დაამტკიცა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ ილიასეული სახლის მეთვალყურედ მდგმურის, ზაქარია დავითაშვილის დანიშვნის საკითხი დასვა. გამგეობის გადაწყვეტილებით დავითაშვილი ილიას სახლის მომვლელად დაინიშნა და ქირისგან გათავისუფლდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო დავით კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 28 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომა გახსნა და წიგნსაცავ-მუზეუმის საზოგადოების მფლობელობაში დარჩენა-არ დარჩენის საკითხი დასვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკოლოზ ჯანაშიას ქვრივ ელენე ჯანაშიას ერთდროული დახმარების სახით 600 მანეთი გადასცა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 20 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას საწყობების შემოწმება-ჩაბარების შედეგები მოახსენა. მისი თქით, საბუღალტრო ჩანაწერებსა და აღწერის შედეგებს შორის მცირე უზუსტობები აღინიშნებოდა, მაგრამ მთლიანობაში საწყობები კარგ მდგომარეობაში იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ გადილიას თხოვნა მაღაზიის გამგის თანაშემწედ დანიშვნის შესახებ. პრეზიდიუმმა იგი პასუხისმგებელ ნოქრად მიიწვია და ჯამაგირი თვეში 5 000 მანეთი დაუნიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 იანვარს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი იყო, მოადგილე – თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, მდივანი – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ილია გიორგის ძე უნგიაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების სამივე კრებას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სკოლის გარეშე მუშაკთა სახლის წარმომადგენელმა გამგეობას საზოგადოების ყველა გამოცემის თითო ეგზემპლარი სთხოვა. გამგეობა დათანხმდა და ნინო ნაკაშიძეს წიგნების გაგზავნის თვალყურის დევნება დაავალა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირში სოფლის კრებაზე გადაწყდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გამგეობის წევრებად აერჩიათ ილია ნონიას ძე ლობჟანიძე, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცი, ილია გიორგის ძე უნგიაძე, ანდრია ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილი, პეტრე დავითის ძე მეტრეველი, ალექსი დავითის ძე ლობჟანიძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების თავმჯდომარემ, გაბრიელ ბოჭორიშვილმა და მდივანმა, ნიკოლოზ ხატისკაცმა მთავარ გამგეობას მისწერეს, რომ ალაგირის გამგეობამ განიხილა იაკობ ნიკოლაძის შექმნილი აკაკი წერეთლის ბიუსტის შეძენის საკითხი, მაგრამ თანხის უქონლობის გამო უარს ამბობდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 24 ნოემბერს ალაგირის ქართული სკოლის მასწავლებლის, ნიკოლოზ მიხეილის ძე ხატისკაცის მოწვევით გაიმართა 30-კაციანი კრება, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის გაცნობის შესახებ.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 23 ოქტომბერს ექვთიმე თაყაიშვილისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის მიერ დასახელებულმა ნიკოლოზ ღოღობერიძის ნაანდერძევი ქონების გამანაწილებელმა კომისიამ (ქონება უნდა განაწილებულიყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ და საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებებს შორის), რომელშიც შედიოდნენ: სამსაჯულო პალატის წევრი, ალექსანდრე ივანეს ძე ფიფინაშვილი, ექიმი – ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე და ნაფიცი ვექილი – ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი ანდრეძის პირობები განიხილეს.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ღოღობერიძის ნაანდერძევი ქონების გამანაწილებელმა კომისიამ ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძისა და ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილის შემადგენლობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 45 000 მანეთი მიაკუთვნა, რომელშიც შედიოდა: თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გირავნობის ფურცლები – 27 270 მანეთის, 16 470 მანეთის პეტერბურგის ქალაქის საკრედიტო საზოგადოების ოთხნახევარ პროცენტიანი ობლიგაციები და 1260 მანეთის დვინისა და ვიტბესკის რკინიგზის ოთხპროცენტიანი ობლიგაციები.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ღოღობერიძის ნაანდერძევი ქონების გამანაწილებელმა კომისიამ ქართულ საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას 5 000 მანეთი მიაკუთვნა, რომელშიც შედიოდა: თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო 5 პროცენტიანი გირავნობის ფურცლები – 3030 მანეთის, 1830 მანეთის ოთხპროცენტნახევრიანი პეტერბურგის ქალაქის საკრედიტო საზოგადოების ობლიგაციები და დვინისა და ვიტბესკის 140 მანეთის 4 პროცენტიანი ობლიგაციები.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ღოღობერიძის ნაანდერძევი ქონების გამანაწილებელმა კომისიამ სამსაჯულო პალატის წევრ ალექსანდრე ივანეს ძე ფიფინაშვილის, ექიმ ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძისა და ნაფიცი ვექილის, ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილის შემადგენლობით ძეგლის აგების ხარჯის გასაწევად 5525 მანეთი გამოყო.