რეგისტრირებული ფაქტები80971
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 18 თებერვალს გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ, რომელსაც ესწრებოდნენ: საზოგადოების თავმჯდომარე – გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები – სიმონ რცხილაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი და ალექსანდრე ყიფშიძე, ნიკოლოზ ღოღობერიძის მიერ დანატოვარი ანდერძი განიხილა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 1-ელ მაისს ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და ფილიპე გოგიჩაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 47 100 მანეთის ღირებულებანი გადასცეს, რომელთა ერთი ნაწილი შესანახად სამეურნეო ბანკში შეიტანეს, ხოლო მეორე – სახელმწიფო ბანკში.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 18 თებერვალს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საისტორიო-ეთნოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლის, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილის განცხადების თანახმად, ნიკოლოზ ღოღობერიძის ნაანდერძევი პირველი შინაგანი მომგებიანი სესხის ბილეთი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებს გადაეცა, ხოლო მეორე სესხის ერთი ბილეთი და ერთიც, თბილისის საადგილმამულო ბანკისა – საისტორიო საზოგადოებას.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების ხაზინადარს, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს, მდივან ვარლამ ბურჯანაძეს და გამგეობის წევრს, შიო არაგვისპირელს, ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებელთა მიერ წარმოდგენილი მოხსენების თანახმად, ანდერძის ანგარიშების გასწორება მიენდოთ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ჯამაგირის გაზრდა გადაწყვიტეს. 1-ლი ივნისიდან თავმჯდომარე 8 000 მანეთს აიღებდა, მდივანი — 10 000-ს, სტილისტ-ხელმძღვანელი — 6 000-ს, წიგნის გამომცემლობის ხელმძღვანელი — 7 000-ს, ხაზინადარი — 4 000-ს, მუდმივი კორექტორი — 7 000-ს, ბუღალტერი კი — 10 000 მანეთს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გათბობის, ელექტროენერგიისა და სხვა წვრილმანი ხარჯისთვის 20 000 მანეთი გამოყვეს, საზოგადო კრებების საჭიროებებისთვის კი — 3 000 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ვერის ბიბლიოთეკას უსახსრობის გამო უჭირდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ალექსანდრე არაბიძემ თბილისში თავისი გამომცემლობის წიგნების საწყობი გახსნა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე ავალიშვილის ფინანსური დახმარების საკითხი დასვეს. გამგეობამ გადაწყვიტა, 13 წელი ერთგული სამსახურისთვის მას 9 მილიონი მანეთით დახმარებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობას კანცელარიის შენობის ქირის, 18 600 მანეთის შენახვა დაავალეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომაზე წიგნსაცავ-მუზეუმის მდგომარეობის საკითხზე მსჯელობისას ივანე ჯავახიშვილმა საქართველოს მუზეუმებში არსებულ ზოგად მდგომარეობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საეკლესიო მუზეუმი მოსავლელად და სარგებლობისათვის უნივერსიტეტს ჰქონდა გადაცემული და მსგავსი პირობებით უნივერსიტეტს საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის მიღებაც შეეძლო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 28 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწვეულ პირთა სხდომაზე წიგნსაცავ-მუზეუმის მდგომარეობის საკითხზე მსჯელობისას აკაკი შანიძემ და გრიგოლ პატარაიამ განაცხადეს, რომ საზოგადოებას წიგნსაცავ-მუზეუმი უნივერსიტეტისთვის უნდა გადაეცა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ქართველ ქალთა ამხანაგობის თავმჯდომარე იყო ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი-ჭავჭავაძისა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა ქართველ ქალთა ამხანაგობის გამგე იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს დავით არევაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სმკითხველოს ბიბლიოთეკარი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ მადლობის წერილში ქართველ ქალთა ამხანაგობის თავმჯდომარე ოლღა ჭავჭავაძისა და გამგე ეკატერინე გაბაშვილის მადლობას უხდიდნენ იაკობ გოგებაშვილს ქუთაისის ქალთა სამკერვალოს მოსწავლეებისთვის 50 რვეულისა და 15 „დედა ენის“ შეწირვისათვის.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა უდის ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის წიგნებისა და ჟურნალ გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობამ ბიბლიოთეკისთვის საზოგადოების გამოცემებიდან თითო ეგზემპლარის მიცემა და „ჯეჯილისა“ და „ნაკადულის“ გამოწერა გადაწყვიტა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წელს, ბიბლიოთეკარ დავით არევაძის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 120 ქართველი, 5 რუსი და 6 ოსი ხელმომწერი ჰყავდა, მათგან 8 სასულიერო წოდების, 31 ვაჭარი, ნოქარი ან მოქალაქე, 2 ჯარისკაცი, 29 მუშა, 63 მოხელე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ დავით კარიჭაშვილმა მოინახულა ილია ჭავჭავაძის ქვრივი ოლღა გურამიშვილი, რომელიც უმწეო მდგომარეობაში დახვდა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლიდან თევდორე ივანეს ძე ლობჟანიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების წევრი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო დავით კარიჭაშვილი. კრებას 14 რწმუნებული დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 29 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იასონ ლორთქიფანიძესა და ვარლამ ბურჯანაძეს წიგნსაცავ-მუზეუმის გახსნა დაავალეს.