რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 17 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს გენერალ კუზმინ-კარავაევის მოხსენება სალიკვიდაციო შემწეობისა და მიუღებელი ხელფასის მიცემაზე და დაადგინეს: სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძეს ათმილიონიანი ფონდიდან მისცემოდა 4 354 მან. 23 კაპ. გენერლის ხელფასისთვის. კუზმინ-კარავაევს ასევე მიეცა საკრედიტო მოწმობა 4 733 მან. 33 კაპ. სალიკვიდაციო ფულის მისაღებად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელის მოხსენება ალექსანდრე ვაჩეიშვილის თათბირის შესახებ და დაადგინეს, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლების მოწვევა საერთაშორისო საკითხებზე მოსალაპარაკებლად მიენდოს საგარეო საქმეთა მინისტრს.
1953
ტიპი: ავტორობა
1953 წლის 29 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა ოქმი N-8, რომელიც ეხებოდა ქრისტინე შარაშიძის მიერ მომზადებული „საქართველოს ისტორიის საბუთების XII-XVIII სს“ დამტკიცებასა და გაგზავნას საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის რედგამსაბჭოში.
1929
ტიპი: ავტორობა
1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ საბჭოთა სახელმწიფოში პასუხისმგებლობას ყველა თავს არიდებდა. მოსკოვში პური და სურსათი „ბარათებით“ გაიცემოდა. მიუხედავად ბევრი მოწოდებებისა, დისციპლინა მუშებს შორის არ მყარდებოდა, რამაც მრეწველობის გაუარესება გამოიწვია.
1928
ტიპი: ავტორობა
1928 წლის 9 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ მოსკოვში თავად კომუნისტებიც არ მალავდნენ, რომ სოციალისტური მეურნეობა საფრთხეში იყო. მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა სოციალისტური წყობის სწორად წაყვანის იმედი დაკარგა და თავადვე შეუდგა უნიადაგო კომუნისტური ხელისუფლების ლიკვიდაციას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომას დაესწრნენ: მთავრობის თავმჯდომარე ნ. რამიშვილი, მინისტრები – გრიგოლ გიორგაძე, გიორგი ჟურული, ივანე ლორთქიფანიძე; სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენელი კონსტანტინე ჯაფარიძე, მინისტრების მოადგილეები – გიორგი ერაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, პეტრე გელეიშვილი, იოსებ გედევანიშვილი, კოსნტანტინე გვარჯალაძე; მოწვეული სტუმრები – შტაბის წევრი, გერმანელთა სამხედრო მრჩეველი ვოლფსკჰეელი, პარლამენტის სამხედრო კომისიის თავმჯდომარე სიმონ მდივანი, საქმეთა მმართველი სერგი ჯაფარიძე, მდივანი გრიგოლ რობაქიძე.
1928
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1928 წლის პირველ თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ ბებიის გარდაცვალება გაიგო.