რეგისტრირებული ფაქტები88095
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ოფთალმოლოგი ი. კ. ვარშავსკი ქუთაისში სამსონ ბესარიონის ძე თოფურიას საავადმყოფოში მუშაობდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს გინეკოლოგი მ. თ. კოგანი ქუთაისში სამსონ ბესარიონის ძე თოფურიას საავადმყოფოში მუშაობდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სამსონ ბესარიონის ძე თოფურია ქუთაისში თავისივე საავადმყოფოში თერაპევტად მუშაობდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ფ. კ. გერატი ქუთაისში სამსონ ბესარიონის ძე თოფურიას საავადმყოფოში ქირურგად მუშაობდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სამსონ ბესარიონის ძე თოფურიას ქუთაისში სამკურნალო და ამბულატორია ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს თბილისის ქალაქის გამგეობამ ექიმ რაზამატს დაავალა შეესწავლა საავადმყოფოსთვის საჭირო წლიური ხარჯების რაოდენობა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს სტეფანე ხოჯაევი და ი. წულუკიძე ი. ს. მამაჯანოვის მიერ გამოგონილი პურის გასალეწი მანქანის შემმოწმებელი კომისიის წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს თბილისის პროგიმნაზიის პედაგოგ ჯვარიშეიშვილს კოლეგიის მდივნის წოდება უბოძეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს იოსებ ქუთათელაძემ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ვაჭარი დაბა ხონში უვარგის აბრეშუმის თესლს ყიდდა. ქუთათელაძემ გაანადგურა 200 კოლოფი უვარგისი თესლი. 1897 წლისთვის ასეთი ვაჭრები ხონში მომრავლებულიყვნენ, ამიტომ მეტი უვარგისი თესლი საღდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კოლოფს თბილისის სააბრეშუმო სადგურის დაღი ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს დ. არველაძემ, ი. გოგუაძემ, პ. ორმოცაძემ, გ. ფილიამ, მ. ფირცხალაიშვილმა და ნ. გოგეშვილმა ნიგოითის სამკითხველოს ათ-ათი შაური შესწირეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანდრიასოვს ვორონცოვის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს ჭურჭლის მაღაზია ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს თბილისის გამგეობას 100 000 მანეთად ა. ს. ყორღანოვის სახლის შეძენა სურდა, მაგრამ თანხის უკმარისობის გამო გადაიფიქრა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი განჯის გიმნაზიაში მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ნიკოლოზ ჯომარჯიძე ყვირილის ნორმალური სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ისტორიკოს პლატონ იოსელიანის მეუღლემ, ანა იოსელიანისამ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკას ქმრის ბიბლიოთეკიდან „ჟინვანის აღწერილობა“ და „ქართველ წმინდანთა ცხოვრება“ შესწირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ბარბარე ჯორჯაძის შვილმა, მიხეილ ზაქარიას ძე ჯორჯაძემ დედისა და იოსებ დავითაშვილის საფლავებზე ძეგლების დასადგმელად 5 თუმანი გაიღო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ხაბურზანია ოჩამჩირის სასამართლოში მომრიგებელი მოსამართლის მოადგილედ დაინიშნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი ქართველთა დრამატული საზოგადოების ქუთაისში დადგმული წარმოდგენების რეჟისორი იყო.

