საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88095

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ლუარსაბ თეიმურაზის ძე ლოლუა ქუთაისის მოურავი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ცენზორი რაფიელ ერისთავი საკუთარი სურვილით სამსახურიდან წამოვიდა.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს კონსტანტინე დიმიტრის ძე ბაქრაძე, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, დავით გიორგის ძე წულუკიძე, ალექსანდრე გიორგის ძე წულუკიძე და სხვ. ქართველთა დრამატული საზოგადოების ქუთაისში დადგმული წარმოდგენების მაკონტროლირებელი კომისიის წევრები იყვნენ.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს დაარსდა სააღებმიცემო ამხანაგობა „შუამავალი“, რომლის დროებითი გამგეობის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გარსევან გიორგის ძე რატიანი.

1896

ტიპი: განათლება

1896 წელს გლურჯიძემ და ჩიკვაიძემ თბილისის საბაღოსნო სკოლა დაამთავრეს.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ჯეიმს ბრაისის წიგნი „საქართველო და მთა არარატი“ შესწორებული სახით დაიბეჭდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში არვანიტაკისა ოლგას ქუჩაზე მდებარე ქალთა სკოლის პედაგოგად დაინიშნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ქართული დრამატული საზოგადოების დადგმულ სპექტაკლებში არ მონაწილეობდნენ დასის წევრები ეფემია სიმონის ასული მესხი და კოტე სიმონის ძე მესხი.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს მაქსიმე შარაძისა და ამხანაგობის სტამბამ ფილიმონ ქორიძის შეგროვებული საგალობლები – „ქართული გალობა“ გამოსცა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ტერ-დავითიანი საქართველოს სომხური დასის გამორჩეული მსახიობი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს იუზბაშევმა სურამის სახალხო სამკითხველოს წიგნები შესწირა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ა. ი. ორბელს სტომატოლოგიური კაბინეტი სოლოლაკში, საკუთარ სახლში ჰქონდა გახსნილი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სამოილოვ-მიჩურინი საქართველოს რუსული დასის გამორჩეული მსახიობი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს დავით სიმონის ძე მესხს სერგეი სიმონის ძე მესხის სახელზე სოფელ რიონში, სადაც განსვენებული იყო დაკრძალული, ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დაარსება სურდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს აგრაფინა აბაზაძემ სურამის სახალხო ბიბლიოთეკას „სამი არაკი“ შესწირა, სპირიდონ თორთლაძემ – „შალვას ნანახი ხატი“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მღვდელმა ოდენოვმა სურამის სახალხო ბიბლიოთეკას „ბარამიანი“ და „მოლა-მასრადინა“ შესწირა, ივანე გრინოვმა – ლერმონტოვის „დემონი“ და ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდი“.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ფილიმონ ქორიძის მიერ შედგენილ „ქართულ გალობაში“ შესული იყო ანტონ ნიკოლოზის ძე დუმბაძის, რაჟდენ თომას ძე ხუნდაძის, ივლიანე იოსების ძე წერეთლის, მელქისედეკ გიორგის ძე ნაკაშიძის და ნესტორ ეგნატეს ძე კონტრიძისაგან გადმოცემული საგალობლები.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ლიტოვჩენკო ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობაში ბანკის ოპოზიციის წევრებმა საჩივარი შეიტანეს. ისინი საგანგებო კრების მოწვევას და ილია ჭავჭავაძის, პეტრე გრუზინსკისა და ლევან ჩერქეზიშვილის ნაცვლად, რომლებმაც 20 მაისის კრებაზე თანამდებობა დატოვეს, ახალი კადრების არჩევას ითხოვდნენ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გენერალ-მაიორი ტიხანოვი დაღესტნის სამხედრო გუბერნატორის მოადგილე იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნერსე ნერსესოვი ქედაბეგის სპილენძის ქარხნის დირექტორი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თბილისის მოურავმა ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთაშვილმა თანამდებობა დატოვა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თბილისის გამგეობის წევრმა პ. მ. არღუთაშვილმა სამსახური დატოვა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თედო ჟორდანია გურია-სამეგრელოს სამრევლო სკოლების ზედამხედველი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს დეკანოზი ესტატე ელიაშვილი საეკლესიო მუზეუმის გამგეობის თავმჯდომარე იყო.