რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 27 აპრილს ივანე ანდღულაძის მიერ ხიდისთავში მოწვეულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების წინასწარ კრებაზე საზოგადოების წესდება განიხილეს და განყოფილებათა ინსტრუქციას გაეცნენ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მურად ჰუსეინის ძე გუნთაიშვილმა გამგეობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად დახმარება სთხოვა. გამგეობამ გადაწყვიტა, გუნთაიშვილს 1-ელი ოქტომბრიდან სამი თვის მანძილზე თვეში 2 მილიონი მანეთით დახმარებოდა, სამი თვის შემდეგ კი, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტდა დახმარების გაგრძელების საკითხს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე სილიბისტრო თავართქილაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების ვაჭრობის საქმე სხვა საკითხებისგან დამოუკიდებლად უნდა ეწარმოებინათ. მისი აზრი თევდორე კიკვაძემ გაიზიარა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნესტორ გელოვანმა გამგეობას რვეულების ყდებისთვის წარწერიანი ქაღალდი სთხოვა, სანაცვლოდ გამგეობას ცალხაზიანი რვეულები შესთავაზა, თითო 3 000 მანეთად. გამგეობამ გელოვანის წინადადება მიიღო და ამ საქმის მოგვარება გრიგოლ ბურჭულაძესა და ვასილ ედილაშვილს მიანდო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 26 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე, ივანე ელიაშვილი და საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 3 თებერვალს დავით ჯორჯაძე დააპატიმრეს. საბუეს მოძღვრის შვილის, ანა ვარდიაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ჯორჯაძემ ანა ვარდიაშვილის თხოვნით ორი კვირით შეიფარა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანდის წევრი ვალოდია ნაზაროვი. გამოჯანმრთელების შემდეგ ნაზაროვი ტყეში დაბრუნდა. ჯორჯაძეს ჩოლოყაშვილის ბანდის სრულ ლიკვიდაციამდე იზოლაცია მიუსაჯეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე წლის მანძილზე მიღებული დამატებითი შემოსავლის 10 პროცენტი სათადარიგო თანხას დაამატეს და შესრულდა 219 783 მანეთი და 21 კაპიკი, ხოლო შემოსავლის 90 პროცენტი — სახარჯო თანხას და შესრულდა 1 978 048 მანეთი და 91 კაპიკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე წიგნების გამომცემლობის საწყობის გამგის ჯამაგირისთვის 70 680 მანეთი გამოყვეს, წიგნების მაღაზიის გამგის ჯამაგირისთვის — 54 000, ექსპედიტორის ჯამაგირისთვის — 42 000 მანეთი, წიგნების მაღაზიის პირველი გამყიდველის ჯამაგირისთვის — 61 880, ხოლო მეორე გამყიდველის ჯამაგირისთვის — 42 000 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 იანვარს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის გამრთობი საზოგადოების გამგეობის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკის თავის ინვენტარიანად გადაცემის შესახებ. საზოგადოებას ბიბლიოთეკის შესახებ მოლაპარაკება ჰქონდა გამართული ქალაქის გამგეობასთან, რის გამოც საკითხი დროებით ღიად დატოვა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ არაშენდაში გაიხსნა სკოლა, სადაც ელისაბედ ბარნაბიშვილი ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ყელქცეულაში გაიხსნა სკოლა, რომელშიც ლავრენტი პეტრიაშვილი ასწავლიდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე, ვარლამ ბურჯანაძე და საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 26 ოქტომბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მეორე ქართულმა გაერთიანებულმა საარტილერიო დივიზიონმა გამგეობას წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მოეთხოვა იმ წიგნების სია, რომლებიც ჰქონდათ და სხვები გაეგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პავლე საყვარელიძის თხოვნა წიგნის მაღაზიისთვის 500 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის გარეუბნის სათემო ერობის გამგეობის თხოვნა სახალხო ბიბლიოთეკების წიგნებით დახმარების შესახებ. უარი უთხრეს, რადგან, გამგეობის წევრების აზრით, თბილისის სამაზრო ერობას ჰქონდა სამკითხველოების გაძღოლის საშუალება, საზოგადოებას კი მატერიალურად უჭირდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე უნივერსიტეტმა გამგეობას შეატყობინა, რომ 29 ოქტომბერს, 12 საათზე, პროფესორ ალექსანდრე ცაგარელს საიუბილეო დღესასწაულს უმართავდა. გამგეობამ დაადგინა, იუბილეს საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძე დასწრებოდნენ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ზ. ლომთათიძემ გამგეობას მეტეხის ციხეში მყოფი ხევსური პატიმრებისთვის წიგნები სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლე იუსუფ ცივაძემ გამგეობას ფინანსური დახმარება სთხოვა. გამგეობამ უსახსრობის გამო მას უარი უთხრა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბაბილინა კურდღელაშვილის თხოვნა სასტიპენდიო ნაშთებიდან ერთდროული დახმარების მიცემის შესახებ. გამგეობამ მისთვის ერთდროული დახმარების სახით 1 000 მანეთის გადაცემა გადაწყვიტა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ნესტორ გიორგის ძე მხეიძე, ეკატერინე მათეს ასული ფხაკაძე, ტრიფონ იესეს ძე კაჭარავა, კონდრატე გიგოს ძე ჟორდანია და ვლადიმერ იაგორის ძე გვარჯალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს აბრაამ მიხეილის ძე კვირკველია, ლაზარე მაქსიმეს ძე ჯორბენაძე, აქვსენტი ფარნაოზის ძე აფაქიძე, ერმილე გიორგის ძე ებრალიძე და ივანე დიანოსის ძე ბარამიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ივანე ესეს ძე ებრალიძე, ილარიონ ონისიმეს ძე მახარაძე, ვალერიან მერაბის ძე მებუკე, ეპიფანე სილიბისტროს ძე ჩხაიძე და კონსტანტინე დარისპანის ძე სამსონია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ნინო მოსეს ასული ჯუღელი, ვიქტორ ერმალოზის ძე შანიძე, ნიკოლოზ ტიმოთეს ძე ფირცხალაიშვილი, იასონ გიორგის ძე და ლაზარე მაქსიმეს ძე ჯორბენაძეები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს კირილე ნიკოლოზის ძე ურუშაძე, ამბაკო მიხეილის ძე დგებუაძე, ბესარიონ გრიგოლის ძე წულაძე, მიტროფანე პეტრეს ძე სხილაძე და ალექსანდრე ლევანის ძე ბელეშაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების წევრები იყვნენ.