რეგისტრირებული ფაქტები80985
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: თანამდებობა
ფოთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე გ. ჩხაიძე იუწყებოდა, რომ 1896 წლის პირველი აგვისტოდან იასონ ლუარსაბის ძე ამირანაშვილი მასწავლებლად მსახურობდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ბარბარე ზაზანაშვილი ნავთლუღში ასწავლიდა ხელსაქმეს და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს იღებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, თევდორე კიკვაძე, კირილე ნინიძე, მეთოდე კაკაბაძე, ქრისტინე შარაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კავკავის განყოფილების გამგეობამ მთავარი გამგეობის მიერ სკოლის შესანახად გაგზავნილი 18 000 მანეთი დააბრუნა და საზოგადოებას ამ თანხის გარდამავალ ანგარიშზე შენახვა სთხოვა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ნატალია ბასილაშვილი ბორბალოში მუშაობდა მასწავლებლად და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს იღებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ იოსებ გიორგობიანმა, ივანე ავალიშვილმა, ვასილ ედილაშვილმა, ლავრენტი სანაძემ და ტერენტი წერეთელმა საზოგადოების საწყობი აღწერეს. საწყობში 244 დასახელების წიგნი აღმოჩნდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს მარიამ ჯარიაშვილი ნავთლუღში მუშაობდა მასწავლებლად და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს იღებდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს კონსტანტინე სეხნიაშვილი საგურამოში მუშაობდა მასწავლებლად და იღებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ლავრენტი ძიძიგური გომარეთში მუშაობდა მასწავლებლად და იღებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ისიდორე ტატიშვილი გერგეთში მუშაობდა მასწავლებლად და იღებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ლავრენტი ბარნაბიშვილი ატენის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს იღებდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ტრიფონ შუბლაძე აკაურთის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს იღებდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საქართველოს მსახიობთა საბჭომ გამგეობას ალექსანდრა კარგარეთელისთვის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალული მეუღლის, ნიკოლოზ ქართველიშვილის საფლავის გვერდით დარჩენილი ადგილის მიცემა სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, რომ შეუძლებელი იყო ცოცხალი ადამიანისთვის პანთეონში დასამარხი ადგილი მიეცათ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის 15 აპრილის კრებაზე თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ყაზბეგმა, თავის მეგობარს, დავით კარიჭაშვილს სთხოვა კრებისთვის გაეცნო შემდეგი ფაქტი:კნეინა ეკატერინე მიხეილის ასულმა ერისთავისამ თავის ქმრის, ნიკოლოზ ერისთავის ხსოვნის აღსანიშნავად, საზოგადოებას შესწირა 10 000 მანეთად ღირებული თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გირავნობის ფურცლები სალიტერატურო პრემიის დასაწესებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 მაისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებს სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიისა და სახელოსნოს იმ წლის ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის პირველ სექტემბერს მარტყოფის სასწავლებლის მასწავლებელმა, ვლადიმერ ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო შემდეგი წიგნები: „დარიგება მასწავლებელთათვის“ 2 ცალი, „სურამის ციხე“– 3, ბარათაშვილის ლექსები – 3, „პონტოს მეფე მითრიდატ დიდი“ – 3, საზოგადოების წესდებულება – 2, „ლოცვანი“ – 3, „არითმეტიკული გამოცანები“ – 2, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 2 და თითო ცალი „წერის სასწავლო დედანი“, წმინდა სახარება მხედრულად, ორბელიანის თხზულება „ტრაგედია ოთხ მოქმედებად“, ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გარეშე საქმეთა სამინისტროს ცნობა, რომ კონსტანტინოპოლში ქართული სკოლის გახსნა ნაადრევი იყო, რადგან ოსმალეთის საკითხი ჯერ გამორკვეული არ იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა ქალაქის საბჭოს კრება გადამდგარი ქალაქის გამგეობის მაგივრად ახალის არჩევასთან დაკავშირებით. სხდომაზე ქალაქის მოურავად აირჩიეს ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, რომელმაც მიიღო 41 თეთრი და 3 შავი კენჭი, მის ამხანაგად კი – გ. გ. კონიევი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ეკატერინე სარაჯიშვილის ნების აღმსრულებლის წინადადება, რწმუნებული გაეგზავნათ სარაჯიშვილის დაწესებულებაში ანდერძის ანგარიშების შემოწმებაში მონაწილეობისთვის. გამგეობამ ეს ვარლამ ბურჯანაძეს დაავალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
2015 წლის 29 ოქტომბერს სოფელ ხიდისთავის საზაფხულო თეატრის დარბაზში შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება, რომელზეც გადაწყდა, საზოგადოების საწევრო შეემცირებინათ მანეთამდე. კრებას ხელმძღვანელობდა ილია კალანდაძე, მდივანი იყო სანდრო შონია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კირილე ნინიძეს დაავალეს, მოლაპარაკებოდა გიორგი ზდანოვიჩის მიერ ნაანდერძევ ტყვარჩელის მადნებზე მოდავე ჯგუფს, რომ მადნების დამუშავებიდან მიღებული სარგებელის 20% საზოგადოებისთვის მიეცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა ქალაქის გამგეობას მოლაპარაკებოდნენ ვერის ბიბლიოთეკის თავის გამგებლობაში მიღების შესახებ. მისი აზრით, თუ გამგეობა ბიბლიოთეკას არ შეინახავდა, ის საზოგადოების კანცელარიაში უნდა გადაეტანათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებაში განსახილველად და დასაბეჭდად შესული იყო პეტრე ჭარაიას, დავით კარიჭაშვილის, ნიკოლოზ ხიზანაშვილის, ია კარგარეთელის, დავით ნახუცრიშვილის, ივანე გომელაურისა და სხვათა ნაშრომები. გამგეობამ პრეზიდიუმს დაავალა, შემდეგ კრებაზე გაეცნოთ თავისი შეხედულება წიგნების დაბეჭდვის შესახებ.