რეგისტრირებული ფაქტები89831
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში გუბერნიის მდივანმა მაღალოვმა სიღნაღის ხაზინაში ბუღალტრად დაიწყო მუშაობა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში სომხური თეატრის დასმა სათავადაზნაურო თეატრში დადგა ვოდევილი „200 000“, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ტერ-დავითიანი ასრულებდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში თელავის სამაზრო ხაზინის ხაზინადარი მეღვინეთხუციშვილი ავადმყოფობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის მდივანი ნიკოლოზ არღუთაშვილი თავისი სურვილით გაათავისუფლეს სამსახურიდან.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში ნედზვეცკი თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის მდივნად დაინიშნა.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის ოქტომბერში ბორჩალოს მაზრაში მცხოვრები საბა ციხელაშვილი დაიკარგა. იგი თბილისში წასულა სავაჭროდ და მეორე დღეს უკან დაბრუნებული სახლში აღარ მისულა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ექიმმა მაჭავარიანმა ჯიღაურაში მცხოვრები ციმბირის წყლულით ინფიცირებული ძაგანაშვილების ოჯახის მკურნალობა და სოფლის მეთვალყურეობა ექიმ გიორგი ბროძელს ჩააბარა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ექიმმა მაჭავარიანმა გუბერნატორის განკარგულებით ჯიღაურაში ძაგანაშვილების ოჯახის წევრები გასინჯა და მღვდელ ასათიანის ვარაუდი დაადასტურა: ოჯახის ყველა წევრს ინფიცირებული ხარის ხორცისგან ციმბირის წყლული გადასდებოდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ჯიღაურას მკვიდრმა ძაგანაშვილმა მღვდელ ასათიანს ციმბირის წყლულით სნეული შვილისა და ცოლის ზიარება სთხოვა. მღვდელმა ავადმყოფები აზიარა და შემდეგ სოფელში ავადმყოფობის გავრცელების შესახებ გუბერნატორს შეატყობინა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში ა. ი. ოდნოსუმოვი წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შექმნილი კომისიის თავმჯდომარე იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისიდან გამგზავრების სამზადისში მყოფ პრინც კონსტანტინე ოლდენბურგს ქუთაისელებმა გამოსამშვიდობებელი ვახშამი გაუმართეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 18 ოქტომბერს ნასვამმა გიორგი კუხიაშვილმა სუმბათოვის ქუჩაზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ალექსანდრა ლუკიანოვისა დანით დაჭრა. ქალი გარდაიცვალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 18 ოქტომბერს სასახლის ქუჩაზე ცხენის რკინიგზის კონდუქტორმა ალექსანდრე ტოლინსკიმ მგზავრ სოფია მეკლერს სილა გაარტყა. კონდუქტორი პოლიციამ დააკავა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 18 ოქტომბერს ხვედურეთიდან რუისში მიმავალი სოლომონ მღებრიშვილი და პეტრე გოგინაშვილი ბორანზე არ ავიდნენ და მტკვრის გადაცურვა სცადეს. ნასვამი მღებრიშვილი წყალმა წაიღო და დაიხრჩო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 19 ოქტომბერს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, გენერალ-მაიორი ტიხანოვი შავიზღვისპირეთის გუბერნატორად დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 20 ოქტომბრიდან ფ. თავდგირიძის ინიციატივით სუფსის სამრევლო სკოლაში კვირაში ორჯერ სახალხო კითხვის დღეები ეწყობოდა. მსმენელისთვის თვითონ თავდგირიძეც კითხულობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 20 ოქტომბერს ქუთაისის ინტელიგენციამ სხდომა გამართა ქართული გაზეთის დაარსების შესახებ. კრების გადაწყვეტილებით, გაზეთისთვის „შრომა“ უნდა დაერქმიათ, რედაქტორი პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი უნდა ყოფილიყო.

