რეგისტრირებული ფაქტები88095
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 30 ოქტომბერს ეკატერინა პამპალოვის მოტაცების საქმის განხილვის დროს კოლბასინი და სტალინსკი სასამართლო პალატის წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 30 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა სპექტაკლი „ორ ცეცხლ შუა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ბარბარე ავალიშვილისა, ვასო აბაშიძე, კოტე ყიფიანი და სხვ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 30 ოქტომბერს ივანე ალექსოვმა კავკასიის პირველ საგრენადერო არტილერიის ბრიგადის ყარაულს, ზელმან ისერმანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ყარაულმა კი ალექსოვი ხმლით დაჭრა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 31 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატაში ნინო თულაშვილისა და სიმონ დვალიძის მამულის თაობაზე წამოჭრილი დავა უნდა განეხილათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 31 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატაში განიხელეს თბილისის ოლქის სასამართლოს დადგენილება მაკა ენგიბაროვისა და იაკობ ოსკანოვის საქმეზე.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საბჭოს მუდმივი საფინანსო კომისიის პირველ კრებაზე საფინანსო კომისიის თავმჯდომარედ ა. ს. ბაბოვი აირჩიეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 31 ოქტომბერს გონოვის ქუჩაზე მდებარე თამამშევის სახლში მცხოვრებ გენერლის ცოლს გივარბულ ალახვერდოვმა ფაფახი და ქურთუკი მოჰპარა. დამნაშავე იქვე დააკავეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 31 ოქტომბერს თბილისის ქალაქის საბჭოში მუდმივი საფინანსო კომისიის პირველი კრება გაიმართა. ქალაქისთავის მოადგილე ა. ა. ივანენკო ოჯახური პრობლემების გამო კრებას ვერ დაესწო. ივანენკოს ნაცვლად სხდომა გამგეობის წევრ ქ. ა. ვერმიშოვის თავმჯდომარეობით გაიმართა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 31 ოქტომბერს სიმონ აბრამოვმა იაკობ ზილბერბერგის აგურის ქარხნის კანტორის გამგეს, პეტრე ნაიმოვს 300 მანეთი მოჰპარა და მიიმალა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 31 ოქტომბერს საშაბუროში დავით კეზელის მოსამსახურეებმა ბარამ შაბურიშვილი მოკლეს, მისი ვაჟი კონსტანტინე კი დაჭრეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 31 ოქტომბერს ბარამ თეიმურაზის ძე შაბურიშვილმა თავის საბალახოზე დავით კეზელის 6 ღორი დაიჭირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კობიაანთკარში მდებარე 280 დესეტინასა და 2340 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო სარდიონის ასულ მაღალაშვილის თელოვანში მდებარე 139 დესეტინასა და 520 კვადრატულ საჟენ სათიბ ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე ანტონის ძე ფალავანდიშვილის პატარა თამარაშენსა და ოქონაში მდებარე 89. 5 დესეტინა სახნავ-სათეს მიწასა და საძოვარ ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ ქაიხოსროს ძე რუსიევის შილდაში მდებარე 18 დესეტინასა და 1320 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, სამოსახლო ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო აპირებდა იოსებ დავითის ძე გაბაევის თბილისში, ოლგას ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ორსართულიანი სახლის, ორსართულიანი ფლიგელის, სარდაფითა და მიწის ნაკვეთის საჯაროდ გაყიდვას.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანასტასია სოლომონის ასულ ბარნაბოვის გორის მაზრაში მდებარე 19 დესეტინა სახნავ-სათეს მიწას.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია სოლომონის ძე თურქისტანოვის ლავრისხევში მდებარე 238 დესეტინასა და 1240 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საძოვარ და სამოსახლო ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში საქარაში ქორწილში შეზარხოშებული ილიკო ცქიტიშვილი სტუმარს წაეჩხუბა. ორივე დაიჭრა, დაჭრილი სტუმარი ორ დღეში გარდაიცვალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო ალექსანდრეს ასულ ერისთავისას ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვასილ ალექსანდრეს ძე სულხანოვისა და მისი მოწილის მარიამჯვარში მდებარე 253 დესეტინასა და 570 კვადრატულ საჟენ ტყესა და საძოვარ ადგილს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვასილ იოველის ძე გურგენიძის მუხრანში მდებარე 11 დესეტინასა და 1740 კვადრატულ საჟენ საბაღე და საბოსტნე ადგილებს.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის პირველ ნოემბერს ახმეტაში სოსია შოშიაშვილმა დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ თავი მოიკლა.

