რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, გიორგი ყაზბეგმა გამგეობას აცნობა, რომ აკაკი წერეთლის საზოგადოებისთვის ნაანდერძევი მამული და შენობები გარდაცვალებამდე მის ქვრივსა და შვილს ეკუთვნოდათ, შემდეგ კი საზოგადოების საკუთრებაში გადავიდოდა, თუმცა მათ უარი განაცხადეს და ქონება სიცოცხლეშივე საზოგადოებას დაუთმეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას (თავმჯდომარე – აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა) ხაზინაში 2 838. 48 მანეთი ჰქონდა.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 2 მარტს თეოდოსია დავითის ასული კობახიძე და ანტონ მაქსიმეს ძე ანჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 2 მარტს სიმონ გოგიჩაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების მდივნად აირჩიეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ ახალი გამგეობა აირჩია. გამგეობის თავმჯდომარედ ტროფიმე ჯოხთაბერიძე დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე დაამტკიცეს 1916 და 1917 წლების ანგარიშები. სხდომაზე გადადგა ძველი გამგეობა, რომლის თავმჯდომარე იყო აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა, და ახალი აირჩიეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აპრილში ტროფიმე ჯოხთაბერიძის მიერ შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, ეს წელი რევოლუციის გამო უშედეგო იყო განყოფილებისთვის. გამგეობისა და განყოფილების წევრები არა საზოგადოების, არამედ სხვადასხვა პარტიული პროგრამის განხორციელებით იყვნენ დაკავებულები.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 25 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ (თავმჯდომარე – აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა) მთავარ გამგეობას 1915 წლის მოკლე ანგარიში გაუგზავნა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ აცნობა, რომ ილიას ყვარლის მამულისა და მის ტერიტორიაზე მდებარე წისქვილის მოსაწესრიგებლად თელავის განყოფილებას კომისია გარკვეულ თანხას მაშინ გამოუყოფდა, როცა გაეგზავნებოდა ცნობა, რაში დაიხარჯა საზოგადოების სალაროში ადრე გადარიცხული 800 მანეთი. წერილს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ქურდიანი და მდივანი ანეტა ყიფშიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ქონების 2 მილიონად დაზღვევა გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იასონ გიორგის ძე ჭუმბურიძის თხოვნა თავისი შედგენილი „ფიზიკური გეოგრაფიის“ გამოცემის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დუტუ მეგრელის თხოვნა თავისი წიგნების ჰონორარიდან ავანსის მიცემის შესახებ. გამგეობამ 10 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ, მუშათა მაგიდის განცხადებით, დაწესებულებები ვალდებულნი იყვნენ 15 დეკემბრამდე ყველა მუშა-მოსამსახურის ოჯახისთვის წარედგინათ 5 000 მანეთი, რაც საზოგადოებისთვის ერთიანად 63 000 მანეთს შეადგენდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას (თავმჯდომარე – აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა) წინა წლის ნაშთი ხაზინაში 4 070. 09 მანეთი ჰქონდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ახალი გამგეობის დადგენილებით ადგილობრივი ქართული სკოლა კორცხელში უნდა გადაეტანათ და პედაგოგად გრიგოლ თოლორაია დაენიშნათ, მაგრამ გამგეობამ დადგენილება ვერ შეასრულა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თელავის განყოფილების გამგეობის თხოვნა კრედიტის 300 000 მანეთამდე გაზრდის შესახებ. განყოფილებას 100 000 მანეთის კრედიტი ჰქონდა. გამგეობამ 150 000-მდე გაუზარდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
ელისაბედ ანჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის ქართულ სკოლაში 1918 წლის 5 ოქტომბრამდე ითვლებოდა პედაგოგად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა ოლღა გურამიშვილის მზრუნველებს: რუსუდან დიმიტრის ასულ სტაროსელსკაია-მელიქიშვილისას, კონსტანტინე აფხაზს და ექიმ – მიხეილ გედევანიშვილს გამგეობის საგანგებო სხდომაზე დასწრებას სთხოვდა. გამგეობა ოლღა ჭავჭავაძის მოვლა-პატრონობის საკითხს განიხილავდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 იანვარს განათლების სამინისტროს საქმისმწარმოებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სწერდა, რომ მათი თხოვნა გაჭირვებაში მყოფი ოლღა ჭავჭავაძისთვის წმინდა ნინოს სასწავლებლიდან საჭირო ნივთების გამოყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 ივლისს განათლების სამინისტროს კანცელარიის ვიცე დირექტორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სწერდა, რომ სამინისტროს განკარგულებით ოლღა ჭავჭავაძეს დაენიშნა დახმარება თვეში 2 000 მანეთის ოდენობით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ხაზინაში, ტროფიმე ჯოხთაბერიძის მიერ შედგენილი 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, 1 958. 38 მანეთი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრის, ბიქტორ თევზაიას ბრძანებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ქართულ სკოლაში, ისევე, როგორც.სხვა ადგილობრივ სასწავლებლებში, სწავლა 13 მარტს შეწყდა. ზუგდიდის ქართულ სკოლაში 1919 წლის 12 მარტამდე სწავლა აღარ განახლებულა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით,1916 წლის პირველი იანვრიდან დამფუძნებელ წევრს, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს, ყოველწლიურად უნდა გადაეხადა საწევრო 10 მანეთი.