საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88076

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 15 მარტს განყოფილების წლიურ კრებაზე განიხილეს განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში და 1914 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა, რომელიც დამსწრეთა მიერ დამტკიცებულ იქნა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, განყოფილების წლიური კრება ჩატარდა 1914 წლის 15 მარტს. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ეკატერინე მალხაზის ასული კედია, მარიამ ივანეს ასული ჟორდანია, მიხეილ პეტრეს ძე პატარაია და ილარიონ ვატას ძე მიქელაძე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: მარიამ ივანეს ასული ჟორდანია, მიხეილ პეტრეს ძე პატარაია, ილარიონ ვატას ძე მიქელაძე და ივანე იულონის ძე ოსიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გამგეობის წევრობის კანდიდატად დაასახელა გრიგოლ რეიკინი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აგვისტოს ბოლოს ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გამგეობის ხაზინადრად და დროებით მდივნად აირჩია ბაგრატ უგულავა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას აუწყა, რომ ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას ამცნო, რომ საზოგადოების ერთ-ერთ განყოფილებას ზუგდიდის მაზრის უფროსისთვის სკოლის გახსნის ნებართვა უთხოვია. განყოფილებას ამის შესახებ არ უცნობებია მთავარი გამგეობისთვის და არც ამ საქმისთვის საჭირო ცნობები მიუწოდებია. მთავარი გამგეობა აფრთხილებდა საზოგადოების ყველა განყოფილებას, რომ მათ სკოლის გახსნის შესახებ აუცილებლად უნდა მიემართათ მთავარი გამგეობისთვის და წარმოედგინათ შემდეგი ცნობები: განყოფილების აზრით სად იყო საჭირო სკოლის გახსნა, რა ხარჯს იკისრებდა განყოფილება სკოლის გახსნა-შენახვის საქმეში, ვინ იკისრებდა დანარჩენ ხარჯებს, რამდენი ქართველი მცხოვრები და რამდენი სკოლის ასაკის ბავშვი იყო იმ რაიონში, სადაც უნდა გახსნილიყო სკოლა. საჭირო ცნობების წარდგენის შემდეგ, სკოლის გახსნის მსურველ განყოფილებას შეეძლო თხოვნით მიემართა მთავარი გამგეობისთვის, რომ სკოლათა დებულების გათვალისწინებით, მას აღეძრა შუამდგომლობა ამ საქმესთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1915

ტიპი: განათლება

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1914 წლის აგვისტოს ბოლოს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის იმდროინდელი მდივანი სოკრატე კეშილავა სწავლის გასაგრძელებლად რუსეთში გაემგზავრა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1914 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში ზუგდიდის განყოფილების გამგეობის ხაზინადარი გიორგი ხერხეულიძე გადავიდა ქუთაისში.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ აუწყა, რომ განყოფილებამ ვერ მოახერხა ზუგდიდის ბიბლიოთეკის გარდა სხვა სამკითხველოების ანგარიშების მთავარი გამგეობისთვის მიწოდება, თუმცა მას არაერთხელ მოუთხოვია ბიბლიოთეკებისთვის წლიური ანგარიშის წარდგენა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ჩიგოგიძემ, თამარ ჯარიაშვლისა და საწყობების გამგე ლავრენტი სანოძის თანდასწრებით გააღო საზოგადოების წიგნებისა და ქაღალდების საწყობები, სადაც ყველაფერი რიგზე იყო, გარდა N 64 საწყობისა, საიდანაც გაიტანეს ნაწილი იმ ქაღალდებისა, რომელიც მობარებული იყო საწყობში მასწავლებელთა კავშირის მიერ. მათ საწყობებს ახსნეს ბეჭედი და გასაღებები საწყობების გამგე ლავრენტი სანოძეს ჩააბარეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სალაროს ნაშთი 81038 მანეთი და 10 კაპიკი იყო. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია მამულიამ განაცხადა, რომ სასკოლო სექცია წიგნების გამოცემით არ იყო სახელგანთქმული.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის შემოსავალი აწყობა-დაბეჭდვისგან 134 212 მანეთი და 45 კაპიკი იყო. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბის შემოსავალი მასალისგან 99292 მანეთი იყო. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ თანამშრომლებს გადაუხადა 181 124 მანეთი და 3 კაპიკი. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ დარაჯს 550 მანეთი გადაუხადა. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია მამულიამ განაცხადა, რომ წიგნის საგამომცემლო სექცია ხელმძღვანელობდა ყველანაირ გამოცემას და ასე უნდა გაგრძელებულიყო მომავალშიც.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ იაკობ გოგებაშვილი თავისი წიგნების კორექტურას სხვას ასწორებინებდა, მაგრამ საბოლოოდ თვითონ აუცილებლად ამოწმებდა შეცდომებს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სპირიდონ მალხაზის ძე კედიამ განაცხადა, რომ გამგეობის წევრები ერთსულოვნები არ იყვნენ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექციებს უნდა ეხელმძღვანელათ სარედაქციო საქმისთვის.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექციებს უნდა ეხელმძღვანელათ წიგნების გამოცემისთვის.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციას ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა და საჭირო არ იყო, დამატებით სახელმძღვანელო წიგნების ბეჭდვის პასუხისმგებლობაც აეღო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ განაცხადა, რომ სასკოლო და საგამომცემლო სექციებს წიგნის ბეჭდვის ტექნიკურ მხარეზე არ უნდა ეზრუნათ.