რეგისტრირებული ფაქტები88076
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების მეორე საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „კრიტიკული მიმოხილვა ვართაგავასი“, „პაწია მეგობრები“, უცხოეთის მწერლები, აკაკის საიუბილეო კრებული, „იავნანამ რა ჰქმნა“, ეროვნული ერთხმიანი სიმღერები არაყიშვილისა, „საფუტკრის მოვლა“, „ელისო“, „ელგუჯა“, „სურამის ციხე“, „თამარ მეფე“ ჯანაშვილისა და „ჭლექი და მისი წამლობა“.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების მეორე საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „დონ კიხოტი“ I ნაწილი, ვ. ბარნოვის თხზულებანი, „საქართველოს ისტორია“ კაკაბაძის, „ჩვენი დედა-მიწა“, „ეკონომიური ნარკვევი“ ელიავასი, „ბუნების სამეფოში“, „ტყის ძმები“ ჟუჟისპირელისა, „ბედის ტრიალი“, „გურგენ რაინდი“ და გრიშაშვილის ლექსების II ტომი.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების პირველი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „ლენტის მსგავსი ჭიები“, მასალები საქართველოს ისტორიისთვის, სოფრ. გლახაშვილის „თხზულებანი“ 2 ტომი, ა. ყაზბეგი, „ნაყოფის ჭია“ და „ვახტანგ უცნობი“ ს. კაკაბაძისა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების პირველი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „ბედი ქართლისა“, ვ. ბარნოვის„თხზულებანი“, „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“, „ახალი ტალღები“, ნ. ბარათაშვილის „მებრძოლი ფიქრის პოეტი“, ცქიტიშვილის „ლოცვანი“, „უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის სანიმუშო პროგრამა“, „საქართველოს კონსტიტუციის პროექტი“, „ქართული ანდაზები“, „საღმრთო ისტორია ახალი აღთქმისა“ და სახელმძღვანელო წიგნი „საღმრთო ისტორია“.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 1-ლი საწყობი, სადაც იმახებოდა შემდეგი წიგნები: „ახლი ისტორია“, „ჩვენებური ფრთოსნები“, „ისტორიული მატერიალიზმი“, „მამიდა ასმათი“, „პირველი ნაბიჯი“, „კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა“, „რუხი მგელი“, „ქალაქების ფინანსები“, „კათოლიკენი საქართველოში“, „ქართველ კათოლიკეთა შესახებ“, „დედა-ბუნების ძირითადი კანონები“, შ. არაგვისპირელის III, IV და II ტომები, ვაჟა-ფშაველას „საყმაწვილო მოთხრობები“ და დ. კლდიაშვილის მოთხრობები.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 1-ლი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „ვეფხისტყაოსანი“, „კვლევა ძიებანი საქართველოს ისტორიის შესახებ“, „ისტორიული ნარკვევები“ ჭყონიასი, „ბნელო“, „მოლიპულ გზაზე“, „დედა-ენა“ მეორე ნაწილი, „ახალი ისტორია“ ვულფიუსის, „სოციალური პრობლემები და პერსპერქტივა საქართველოში“, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ და „აბდულმესიანი“.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების პირველი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „სახალხო მოღვაწენი“, „იაკობ ლაზრიშვილი“, „ბერლინის გარემოცვა“, „ოქროს თავთავი“, „სამი ცელქი“, „ჩემი ყვავილები“, „ძუნწი და ნატვრა“, „ცვარი“, „გველის მჭამელი“, „ბახტრიონი“, „დომის მეჯლისი“, „სახადი“ და „გახსოვდე წერა-კითხვის დროს“.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ, ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 1-ელი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „ლეგენდა ოჟესკოსი“, „ქალი და მისი დანიშნულება“, „ლაზარილიო“, „საბავშვო ზღაპრები“, „თავისუფალი აღზრდის თეორია“, „გიო“, „მღვდელი და დიაკვანი“, „ცხოვრება იესოსი“, „პატარა წიგნი თანამედროვე საქართველოზე“, „ტყის ზღაპარი“, „გადამდები სნეულებანი და მასთან ბრძოლა“ და „ლალიონის მოთხრობები“.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 1-ელი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „საუბარი ხოლერაზე და მისგან დამცავ ზომებზე“, „სოფლის მასწავლებელი“, „ელგუჯა“, „ახალშენოვის ლექსიკონი“, „ნინოშვილის თხზულებანი“ III ტომი, „კანონი“ ფრონელისა, „სამართლის მეცნიერება“, დ. მეგრელის მოთხრობები, „ქიმია“, „მეხის ამბავი“ და „ჰაერი და სითბო“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა და საწყობის გამგე ლავრენტი სანოძემ აღწერეს ქაღალდების საწყობი, სადაც აღმოჩნდა: 40 კიპი ორფურცლიანი ქაღალდი, 13 კიპი და 4 ოზმა ორფურცლიანი, 13 კიპი ფერადი ქაღალდი წიგნების ყდისათვის, 4 კიპი სახვევი ქაღალდი რვეულებისთვის, 1 კიპი ფერადი ქაღალდი, ორფურცლიანი სქელი ქაღალდი, ოთხფურცლიანი ქაღალდი, საბეჭდი ქარალდი, სურათების ქაღალდი, ფერადი ქაღალდი, უვარგისი დაჭმუჭნული ქაღალდი და სულუხიასგან ნაყიდი ოთხფურცლიანი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 19 ივნისის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარაგაულის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ზიტო დევდარიანისა, იზაქორ კამკამიძე, ამფსი წიქარიშვილი, ვალენტინა ლომსაძე, გრიშა კიკნაძე, სერაპიონ წვერავა, ალექსანდრე კვარაცხელია, ანა მიხეილის ასული ედილაშვილი, ეკატერინე ბუაჩიძე, სევერიან ბუაჩიძე, ან. კიკნაძე, ნარიმან გუნცაძე და ალექსი მანჯავიძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ აღნიშნა, რომ სამწუხარო ფაქტი იყო წიგნების საგამომცემლო და სასკოლო სექციებს შორის არსებული უთანხმოება და თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს სთხოვა შეეწყვიტათ ამ საკითხის განხილვა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, სასკოლო სექციას ყურადღება უნდა მიექცია რომ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოები დროულად დაბეჭდილიყო და გამოსულიყო ბაზარზე, რადგან გოგებაშვილის სახელმძღვანელოებით საზოგადოებას დიდი ფინანსური მოგება ჰქონდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ განაცხადა, რომ გამგეობის წევრებმა სასკოლო სექციას შესთავაზეს იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების გარდა გამოეცათ ეგნატე ხრამელაშვილის წიგნის კრებულის I და II ნაწილი, მაგრამ სექციის წევრებს არ დაუბეჭდავთ კრებული.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ სასკოლო სექციამ დაჟინებით მოითხოვა მიეცათ სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება, რითიც მას ტექნიკური მხარე – წიგნების შესწორება დაემატა და საქმე გაურთულდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ სასკოლო სექციას დაავალა გამოეცა ხარისხიანი სახელმძღვანელო წიგნები, რაც ძალიან რთული საქმე იყო და ამაზე მეტს სექციის წევრებს ვერ მოსთხოვდნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ოქმში განყოფილების გამგეობის მდივანმა სოკრატე კეშილავამ ჩაინიშნა, რომ კრება ღამის 11 საათზე დასრულდა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. კრებამ საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად აირჩია ვლადიმერ პახვალის ძე მირცხულავა, ილარიონ ბიგვავა და ესტატე ქაქუჩას ძე კანკავა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. კრებამ საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად აირჩია: ბათუ როსტომის ძე წულეისკირი, ალექსანდრე ალმასხანის ძე სიხარულიძე, ალექსანდრე მეფიშვილი და ყათრან გიორგის ძე კიკიანი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. კრებამ საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად აირჩია: ანტონ ბახვას ძე ჩიჩუა, ალექსი ბეჟანის ძე დეისაძე, ტრიფონ ხუჭუას ძე თოხაძე, რაჟდენ იაგორის ძე ზაქარაია და ვლადიმერ კონსტანტინეს ძე წულეისკირი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია. კრებამ საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების წევრებად აირჩია: იაგორ სანიკიძე, ილია იაკობის ძე პირტახია, მიხა საჯაია, დავით მოლარიშვილი და ვარლამ ანჩაბაძე.

