საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89807

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 14 იანვარს საწულუკიძეოს წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი ივანე სიმონის ძე ქუთათელაძე გარდაიცვალა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 14 იანვარს საწულუკიძეოს წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი ივანე სიმონის ძე ქუთათელაძე გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 იანვარს ილია მახვილაძემ „ცნობის ფურცლის“ რედაქციას აცნობა, რომ მე-80 ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაცია შტატის ეკლესიის გაძარცვის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მახვილაძის თქმით, მან სიღრმისეულად გამოიკვლია საქმის ვითარება და აღმოჩნდა, რომ ახალდაბის შტატის ეკლესიიდან არათუ ძვირფასეულობა, „კაპიკიც“ არ იყო გატანილი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 15 იანვარს შიო დედაბირშვილი გორის მაზრაში ექიმად დანიშნეს. ამავდროულად, შიო დედაბრიშვილს დაავალეს, რომ თვალყური ედევინებინა თბილისის საყასბოსთვის.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 იანვარს გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსის „მწუხარება“ ვასილი ველიჩკოსეული თარგმანი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 16 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა სკოლის ანგარიში.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს ლეონიდ მაყაშვილი იყო თავადი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 იანვარს „ქართულ თეატრში” დაიდგა პიესა „ყაჩაღები”. პიესაში მთავარ როლს ასრულებსა ალექსი მესხიშვილი და ბარბარე ავალიშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 იანვარს „ცნობის ფურცელში” გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ პასტერის სისტემით დამზადებული აბრეშუმის ჭიის თესლი სარდიონ ლუკას ძე ლომიძესთან.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 იანვარს „ცნობის ფურცლის“ რედაქციას სიღნაღიდან აუწყეს, რომ საზღვარგარეთიდან დაბრუნდა ნაუმენკო. იგი 5 თვით საზღვარგარეთ ყოფილა წასული თვალების მკურნალობის პრაქტიკულ ნაწილის შესასწავლად. სიღნაღში ჩასვლისთანავე პაციენტების დიდი რიგი დაუდგა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 იანვარს გიორგი სხირტლაძემ „ცნობის ფურცელში” გამოაქვეყნა განცხადება თბილისში, სასახლის ქუჩაზე, თეატრის რესტორნის, „ზამთრის ბაღის” გახსნის შესახებ. რესტორნის ტერიტორიაზე კერძო ოთახებში მოწყობილი იყო საბილიარდო სივრცე.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა კაპანაძე.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 6 იანვარს გაბო ტიჟუევმა სცემა მოქალაქე კაპანაძე, რომელიც 17 იანვარს გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 17 იანვარი“ („შარშანდელი წელიწადი იმითაა შესანიშნავი, რომ...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 18 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 17 იანვარი“ („საკვირველ ბედზეა დაბადებული ქართველი კაცი...“).

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა ქაშვეთის ეკლესიის წინამღვარი დავით ჭრელაშვილი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 18 იანვარი“ („ამას წინად ერთს სახლში ერთს საუბარს შევესწარით...“).

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 20 იანვარს ბობნევის სამრევლოს მედავითნე და მთავარი დიაკონი მოსე კავკასიძე დაითხოვეს საეკლესიო რიტუალების ხშირად გაცდენის გამო.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა გრაფინია ტატიშჩევისა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 იანვარს გაიმართა თბილისის საბჭოს კრება. ამ კრებაზე ა. ა. ივანენკომ საბჭოს მოახსენა, რომ გარდაიცვალა მთავარმართებლის თანაშემწის მეუღლე გრაფინია ტატიშჩევისა. ივანენკომ ქალაქისთავის მოადგილეს დაავალა, ხლებოდა გრაფ ტატიშჩევს და მიესამძიმრებინა მეუღლის გარდაცვალება.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 იანვარს გაიმართა თბილისის საბჭოს კრება. ამ კრებაზე ა. ა. ივანენკომ საბჭოს მოახსენა სამწუხარო ამბავი იმის შესახებ, რომ გარდაიცვალა მთავარმართებლის თანაშემწის მეუღლე, გრაფინია ტატიშჩევისა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვოდა თბილისში არსებული უსინათლოთა სასწავლებლის დაარსებასა და მის ფუნქციონირებაში.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 20 იანვარი“ („23-ს იანვარს დანიშნულია საგანგებო კრება...“).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 იანვარს ალექსანდრე შამადუხაშვილმა ზურგში დაჭრა გორის მაზრის მცხოვრები დიმიტრი ტოტაძე. შამადუხაშვილი პოლიციაში მივიდა და დანაშაული აღიარა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 იანვარს ყარსის საკრებულოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასახმარებლად ქართული საღამო უნდა გამართულიყო. ამ საღამოსთვის იდგმებოდა ავქსენტი ცაგარლის კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ.“

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 იანვარს „ცნობის ფურცლის“ რედაქცია იუწყება, რომ კავკასიის მთავარმართებელი გოლიცინი მომავალ კვირას პეტერბურგიდან თბილისში ჩამოსვლას აპირებს.