რეგისტრირებული ფაქტები91171
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წელს ნიკოლოზ დიასამიძის მკვლელობისთვის დაჭერილმა ლექსო ჩუბინიძემ კატორღაში 12 წელი გაატარა და შემდეგ რუსეთ-იაპონიის ომში მოხალისედ წავიდა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წელს ნიკოლოზ დიასამიძის მკვლელებს – ბესო იმერლიშვილს, სანდრო ქართველიშვილს, ლექსო ჩუბინიძეს და გაბო იმერლიშვილს – 20 წლით კატორღა მიუსაჯეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს აკაკი წერეთელმა ჟურნალი „აკაკის თვიური კრებული“ სპეციალურად ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შესაგროვებლად დააარსა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს თევდორე კიკვაძე იყო ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ საადმინისტრაციო-სამნეო ნაწილის გამგე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897-1898 წლებში ჟურნალში „აკაკის თვიური კრებული“ მუშაობის პერიოდში თევდორე კიკვაძეს აკაკი წერეთელი დიდი ნდობით ეპყრობოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897-1898 წლებში ჟურნალში „აკაკის თვიური კრებული“ მუშაობის პერიოდში თევდორე კიკვაძე ყველანაირად ცდილობდა, გაემართლებინა ჟურნალის რედაქტორის, აკაკი წერეთლის ნდობა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897-1898 წლებში ზეპირსიტყვიერების მასალის რედაქცია თედო კიკვიძისგან დიდ დაკვირვებასა და სიფრთხილეს მოითხოვდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897-1898 წლებში ჟურნალში „აკაკის თვიური კრებული“ რედაქტორი აკაკი წერეთელი კითხულობდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და მათი შემდგომი რედაქტირება თევდორე კიკვაძეს ევალებოდა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წელს ბრილში ოთხმა გლეხმა – ბესო იმერლიშვილმა, სანდრო ქართველიშვილმა, ლექსო ჩუბინიძემ და გაბო იმერლიშვილმა – ნიკოლოზ დიასამიძე მოკლეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში იოსებ ჯუგაშვილი აკრაძალული წიგნის ქონისა და კითხვის გამო მკაცრად გააფრთხილეს და კარცერში ჩასვეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ნინო ჩხეიძემ პირველად ითამაშა „უბედურ ნაბიჯში“, რომელიც ვასილ ბალანჩივაძემ თავის ბენეფისზე დადგა, და აქედან დაიწყო მსახიობის სახელი მოხვეჭა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897-1900 წლებში ილია ოდიშელიძე უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის სამწყობრო განყოფილების უფროსი იყო.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 3 იანვარს დანიშნული იყო ქალაქის საბჭოს კრება. ამ კრებაზე მიიღეს ცნობა იმის შესახებ, რომ საფრანგეთში გარდაიცვალა საბჭოს უხუცესი წევრი ვლადიმერ ივანეს ძე კაიდონვი, რომელიც ქალაქის ინტერესებს 1893 წლამდე ემსახურებოდა.

