რეგისტრირებული ფაქტები81298
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ თავის ტკივილები უფრო და უფრო იშვიათად აწუხებდა. ძალიან არ სციოდა, თუმცა სუსხი იგრძნობოდა. ეუცნაურებოდა ის გარემოება, რომ ყველაფერი მშვენივრად იყო და მას არაფერი სტკიოდა. მეუღლის კეთილი სურვილები ძალიან სჭირდებოდა, თორემ ჩათვლიდა, რომ ისე კარგად არ უნდა ეგრძნო თავი, როგორც გრძნობდა.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მხატვრის გიორგი გაბაშვილის სახელოსნოში სტუმრობისას არც ერთი ის ნამუშევარი არ დახვდა, რომელიც განსაკუთრებით მოსწონდა, ყველა გაყიდული იყო, თუმცა ბევრი სხვა რამეც მოეწონა იქ.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპი მეუღლის – მარგარეტ კოლეტისადმი მიწერილ წერილში იმედოვნებდა, რომ მეუღლე და მისი დედა, რომელსაც გულითად მოკითხვას უთვლიდა, ინგლისური სახლის სიცივით არ იტანჯებოდნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ნასიბ-ბეკ უსუბეკოვმა და ალექსანდრე ხატისიანმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც შეიძლება გავლენა მოეხდინა რეგიონისა და ზოგადად, აზიის მომავალ ისტორიაზე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ საშობაო საჩუქარი უყიდა, სპარსულ-სომხური ან სპარსულ-სირიული ხელობის ჯვარი, რომლის არშიაც ოქროსგან დამზადებული და უხეში იყო. წინა მხარეს მინანქრის ზოლები დაჰყვებოდა, უკანა მხარე კი ზურმუხტისფერი მინანქრისაგან იყო დამზადებული.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 21 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრაზე ნოე ჟორდანიამ მისვლა ვერ მოახერხა, რადგან ავად იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 ნოემბერს ჯონ ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს ნასიბ-ბეკ უსუმბეკოვსა და ალექსანდრე ხატისიანს შორის ექვსაათიანი საუბარი შედგა, თუმცა ვერაფერზე შეთანხმდნენ. 21-ში, დილით ისევ უნდა შეხვედროდნენ და იმედოვნებდა, რომ შეთანხმებას მოახერხებდნენ.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 14 ნოემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, ასევდიანებდა იმაზე ფიქრი, რომ ქორწინების იუბილე ერთად ვერ გაატარეს, რაც პირველად და უკანასკნელად მოხდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს შიო მღვიმელის განცხადება საყმაწვილო წიგნების: „ოქროს თავთავის“, „ცხვრისა“ და „ჩემი ყვავილების“ გამოცემის შესახებ.