რეგისტრირებული ფაქტები81298
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წელს გამგე-კომიტეტმა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გააკეთა მოხსენება, რომ კომიტეტმა სასწავლებლისთვის საკუთარი შენობის ასაგებად ს. ბებუთაშვილისა და მისი დის, ნატალია ალექსანდრეს ასული ხერხეულიძისაგან შედარებით მცირე ფასში (20 000 მ.) შეიძინა 6 დესეტინა მიწა იმ პირობით, რომ ორი დესეტინა მომავალი დედათა სასწავლებლისთვის უნდა დაეთმო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წელს გრიგოლ ბიბლიანცი მეტეხის სკოლაში გ. წულუკიძის ნაცვლად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაინიშნა, მაგრამ მან განაცხადა, რომ ქართული კaრგად არ იცოდა, ამიტომ ვერ შეძლებდა მის სწავლებას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს გაზეთ „კავალის“ რედაქციამ მიიღო ილია ჭავჭავაძის იუბილესათვის მიძღვნილი ბიოგრაფიულ-კრიტიკული ეტიუდი „ილია ჭავჭავაძე“.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წელს მეტეხის სკოლის პედაგოგი გ. წულუკიძე თავისი თხოვნით თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელში გადაიყვანეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლიდან 1917 წლამდე ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლებში მსახურობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 ივნისიდან გაზეთ „კვალის“, რედაქტორი ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა იყო, რედაქცია კადეტების კორპუსის გვერდით, არტილერიის ქუჩის №5-ში, გადავიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ონში ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდისთვის ჯანსუღ დადეშქელიანმა 5 მანეთი გაიღო, სერგო ავალიანმა – 3, დავ. გრ. კვიტაშვილმა – 2.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდისთვის ონში თითო მანეთი გაიღეს: ვლად. ალ. კორინთელმა, ზაქ. დ. საყვარელიძემ, ვალ. ეგ. დუნინ-ვანსოვიჩმა, ნოშ. ბეჟ. ხარაძემ, პარმენ დავითის ძე გამყრელიძემ, დავით რამაზის ძე გოცირიძემ, პარ. ყიფიანმა, ბესარიონ მიზარბეგის ძე მდივანმა, ყარ. გრ. ყიფიანმა, გრ. მარკ. გრძელიშვილმა და სხვ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდისთვის ონში 50-50 კაპიკი გაიღეს მალაქია ნესტორის ძე ჯაფარიძემ, მაგ. ჯანუაშვილისამ, მაკ. კაკრიაშვილისამ, დავ. ურუშაძემ, სვ. მოსიძემ, მიხ. მინ. ჯაფარიძემ, ვასილ გრიგოლის ძე ჩიკვაიძემ, მერ. სპ. წერეთელმა, გიორგი ომიაძემ და ლუარ. საყ. მაქარაშვილმა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ონში ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდისთვის თითო მანეთი გაიღეს მალაქია ი. ჯაფარიძემ, ან. ჩალაძემ, ოლ. ვას. მაჭავარიანისამ, მიხეილ ჯაფარიძემ და ილ. პაკ. მაჭავარიანმა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდისთვის ონში იოსებ დვალმა 30 კაპიკი გაიღო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდისთვის ონში 40-40 კაპიკი გაიღეს ივანე იოსების ძე ჯაფარიძემ, კონსტანტინე სერგოს ძე შენგელიამ, რაჟდენ გრიგოლის ძე ნანუკოვმა, მირ. ომიაძემ და გოგია მეტრეველმა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წელს ნ. ქობულოვისა ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდის თავმჯდომარე იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ნ. ქობულოვისამ დარია ქავთარაძისას ერეკლე მეფის სახელობის ფონდისთვის ონში ფულის შეგროვების გამო მადლობა გადაუხადა გაზეთ „კვალში“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ონში ერეკლე მეფის სახელზე დაარსებული ფონდისთვის 20-20 კაპიკი გაიღეს სტანისლავ ბაქრაძემ, სიმონ გოგროჭიანმა, გელო ბიძიშვილმა და არჩილ იოსების ძე ჯაფარიძემ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის იანვარში ა. დუნაევა-რუდენკო ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში პაციენტებს ყოველდღე, დილის 10-დან 11 საათამდე, იღებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის იანვარში ა. გურკო ექიმ ბ. ნავასარდიანის კლინიკაში პაციენტებს ყოველდღე, ორის ნახევრიდან სამის ნახევრამდე, იღებდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის იანვარში ყარამან ჩიქოვანი ექიმ ბ. ნავასარდიანის კლინიკაში თვალის დაავადებებს მკურნალობდა
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წელს ნ. დიდებულიძის პანსიონსა და სასწავლებელში მოსწავლეებს ქალთა გიმნაზიებიდანაც იღებდნენ.