რეგისტრირებული ფაქტები81298
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წელს შერემეტიევისა და დიდუბის ქუჩების კვეთაზე მდებარე ბეჟუევის სახლში თბილისის მესამე სკოლა დაარსდა. შენობა 900 მანეთად დაიქირავეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
„ცნობის ფურცლის“ 1898 წლის N152-ში ვანო ლოლუამ მებორნე ალექსანდრე ჯორჯიკია მგზავრებისგან ფულის გამოძალვაში ამხილა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის „ცნობის ფურცლის“ 192-ე ნომერში ალექსანდრე ჯორჯიკიამ გამოაქვეყნა წერილი, რომ იგი ზუგდიდისა და სენაკის მაზრის მცხოვრებლებს ბორნით მგზავრობის საფასურს სამართლიანად ახდევინებდა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წელს თბილისში, სასახლის ქუჩაზე მდებარე სათავადაზნაურო ქარვასლაში, ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით დაარსდა „ცნობის ფურცლის“ სტამბა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1893-დან 1898 წლამდე გიორგი დოლგანოვი თბილისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორი იყო. 1898 წელს იგი ამავე სემინარიის რექტორად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წელს ალექსანდრე მირზაშვილი (ფსევდონიმით „მეტეხელი გლეხი“) გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ჟურნალისტი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელ იანვარს ქართულ თეატრში საიუბილეო წარმოდგენა „სამზადისი” იმართებოდა. იმ წარმოდგენის გამგე მარიამ ზაქარიას ასული ერისთავი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლიდან ალექსანდრე ვასილის ძე ვადკოვსკი სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1917 წლებში ვლადიმერ იოანეს ძე სალაძე სოფ. ალისუბნის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1917 წლებში იასონ ალექსის ძე კვიჟინაძე სოფ. ბერეთისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1900 წლებში ისაია ისიდორეს ძე ვაშაძე სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1917 წლებში ქრისტეფორე (მარკოზ) ზაქარიას ძე სხირტლაძე მრავალძალის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1899 წლებში ოქროპირ სიმონის ძე მესხი კაჩაეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1917 წლებში ვლადიმერ ოქროპირის ძე მესხი იწის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წელს მიხეილის ქუჩაზე არსებულ ნ. დიდებულიძის პანსიონსა და სასწავლებელში მეორე კლასამდე ასაკის მოსწავლეებს იღებდნენ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1906 წლებში ნიკოლოზ ბესარიონის ძე ბოდოკია სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წელს ოლღას ქუჩაზე მდებარე თავად ივანე მაჩაბლის სახლში ვერის საქალაქო სასწავლებელი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1910 წლებში გიორგი ნიკოლოზის ძე ლუტიძე სოფ. გვიშტიბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.