რეგისტრირებული ფაქტები81320
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსის ბაქოში ყოფნა მნიშვნელოვანი იყო და მან გადაწყვიტა დარჩენა მიუხედავად ოჯახური პრობლემებისა. მისი აზრით, არსებულ სიტუაციაში ბაქოდან გამგზავრება არასწორი საქციელი იქნებოდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ძალიან უჭირდა მისგან შორს ყოფნა და გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა აღდგომას ოჯახთან ერთად შეხვედროდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ თბილისში დაბრუნება სურდა, თუმცა ალექსანდროპოლის (გიუმრის) უნივერსიტეტი იხსნებოდა და გახსნის ცერემონიალს აუცილებლად უნდა დასწრებოდა. ყველაფერი თუ კარგად წარიმართებოდა, კვირას თბილისში დაბრუნდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან ერთად არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ აზერბაიჯანისა და სპარსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაწყვეტინეს. გარეთ გასულს თოვლიან ქუჩაში ათასობით თურქეთის სომხეთიდან გადმოსული ლტოლვილი დახვდა. დიდი ოვაციებით შეეგებნენ მას. ბრიტანეთის ჰიმნი შეასრულეს, წარმოითქვა მისასალმებელი სიტყვა სომხურად და ინგლისურად. თავად აივანზე იდგა და იქიდან წარმოთქვა საპასუხი სიტყვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ოთხ საათზე კათალიკოსს ესტუმრა ეპისკოპოსის სასახლეში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს, პარასკევს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს ერევნიდან მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანმა წაიყვანა ბრიტანეთის წარმომადგენლობაში, სადაც მინისტრები მიიღო აუდიენციაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს, მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ერევანში მასთან შესახვედრად შეკრებილები იყვნენ: ალექსანდრე ხატისიანი, მინისტრები, უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, მერი და სხვ. საპატიო ყარაულმა მათ საზეიმოდ წინ ჩაუარა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ აღდგომას გულში ჩაიკრავდა და აღარასდროს გაუშვებდა მანამ, სანამ ცოცხალი იქნებოდა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ გრანდი ახველებდა, გაციებული თბილისში იმყოფებოდა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უეითი ძალიან დაღლილი იყო ბაქოში მოგზაურობის შემდეგ. მას დასვენება სჭირდებოდა.