რეგისტრირებული ფაქტები93616
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქცია იუწყება, რომ ვისაც სურთ ბუღალტერიის საფუძვლიანად შესწავლა, შეუძლიათ, მიმართონ თბილისის საურთიერთო სამეურნეო ბანკის უფროსს, ი. ბრონერს. მსურველები შეძლებენ ბუღალტერიის 3-თვიანი კურსი 40 მანეთად გაიარონ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, თაყაიშვილი სვანეთის საგუბერნიო მდივანი გახდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, ახვლედიანი გახდა ქუთაისის გუბერნიის მდივანი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, ანჯაფარიძე გახდა ზუგდიდის გუბერნიის მდივანი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, დარასელია ზუგდიდის გუბერნიის მდივანი გახდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს ქართულ თეატრში უნდა დაედგათ ავქსენტი ცაგარლის სამმოქმედებიანი დრამა „ლეკის ქალი გულჯავარი“. ვარაუდობდნენ, რომ წარმოდგენას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრებოდა, რადგან სეზონის ბოლო პიესა იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა ივანე როსტომაშვილის ალბომი „ქართველთა ტომი“. ალბომი ღირდა 5 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს „ცნობის ფურცლის“ რედაქცია იუწყება, რომ ის ადამიანები, რომლებიც გაზეთს წლიურად გამოიწერენ, საჩუქრად მიიღებენ ვალერიან გუნიას მიერ შედგენილ „საქართველოს კალენდარს“.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვლის სასამართლო უწყების თანახმად, კიკვიძე გახდა გუბერნიის მდივანი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, ტატიაშვილი გახდა კოლეგიის ასესსორი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, ქუთაისის ოლქის სასამართლოს მდივნის თანაშემწე ლორთქიფანიძე გახდა „კოლეჟსკი ასესსორი“.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს ქართულ თეატრში დაიდგა ავქსენტი ცაგარლის სამმოქმედებიანი დრამა „ლეკის ქალი გულჯავარი“. რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კონსტანტინე შათირიშვილი.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 23 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქცია იუწყებოდა, რომ ქართველ მწერალსა და პოეტს, ნინო ორბელიანს ვირუსი გართულებოდა და მძიმედ იყო ავად.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 24 თებერვალს ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს. Ცხოიძეს საბუთების გაყალბების გამო რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 24 თებერვალს ე. Ახალაიას მატარებელში ჯიბიდან ქისის მოპარვის გამო ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 24 თებერვალს ანტონ კეკელია წერს, რომ ანგარიშით N53 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან მიიღო წიგნები და ერთი თვის განმავლობაში მოვალე იქნება 22 მან. და 40 კაპ. გადაიხადოს.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 25 თებერვალს ბათუმის სასამართლომ გაამართლა ბაგრატ ჟვანია, რომელსაც ოქროს საათის მოპარვა ბრალდებოდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 25 თებერვალს ბათუმში მეურმეებისა და მეეტლების მამასახლისების არჩევნები გაიმართა. მეურმეების კრებამ მამასახლისად სიმონ მერკვილაძე აირჩია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 26 თებერვალს „ცნობის ფურცელში” გამოქვეყნებულ მათე იანქოშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის სურველებს საახალწლოდ იაფად გაუმართავს გაფუჭებულ ზარებს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 26 თებერვალს მიხეილ ბერძნიშვილი თბილისშის წმინდა მარინეს ეკლესიის მღვდელი გახდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 26 თებერვალს დუშეთის სამხედრო და სამოქალაქო საზოგადოებამ გამოსათხოვარი სადილი გამართა მიხეილ ბერძნიშვილისთვის, რომელსაც თბილისში უნდა გაეგრძელებინა მღვდლად მსახურება.

