რეგისტრირებული ფაქტები91163
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის პირველ ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადეობის გამგეობამ დაადგინა, რომ საგანგებო თანხებს ერთი დანიშნულება მისცემოდა და გადაწყვიტა შემომწირველებისთვის აზრი გაზეთის საშუალებით ეკითხა. შემომწირველთა უმრავლესობა მუზეუმის ასაშენებლად ფონდების შეერთების მომხრე იყო. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების თანახმად იმისათვის, რომ საგანგებო თანხებისთვის ერთი დანიშნულება მიეცათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გადაწყვიტა: 1) ყველა ფონდი, გარდა რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდისა გაერთიანებულიყო მუზეუმის ასაშენებლად, 2) გაერთიანებული ფონდებიდან ბაქრაძის საფლავის ძეგლისთვის გადაედოთ თანხა და ასევე სტუდენტთა დასახმარებლად გარკვეული თანხა გადაეცათ თავადაზნაურთა სკოლის კომიტეტისთვის. ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე გარსევანიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი და ალექსანდრე ჭყონია.
1897
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომლის მიხედვითაც 1897 წლის 1-ელ ივნისს საზოგადო კრების გადაწყვეტილებით, საგანგებო თანხები უნდა გამოეყენებინათ ერთი კონკრეტული საქმისთვის, კერძოდ მუზეუმის ასაშენებლად, რისთვისაც გამგეობას სჭირდებოდა შემომწირველთა თანხმობა. კრების შემდეგ გამგეობამ დაადგინა, რომ შემომწირველთა უმრავლესობა მომხრე იყო ფონდების შეერთებისა მუზეუმის ასაშენებლად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ივნისამდე სოფელ თონეთის სკოლის 1-ლი განყოფილების მოსწავლე დარია ბერუაშვილი სკოლიდან გავიდა ოჯახის დასახმარებლად (ბატების მოსავლელად).
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ივნისამდე სოფელ თონეთის სკოლის 1-ლი განყოფილების მოსწავლე ოლღა ბეჟაშვილი ჭლექით ავადმყოფობის გამო სკოლიდან გავიდა.

