რეგისტრირებული ფაქტები81336
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ნიკო მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ივანე რატიშვილმა და დავით ქადაგიძემ დასაბეჭდად წარმოდგენილი ხელნაწერ „ხე და მისი ცხოვრების“ შესახებ, რომლის განხილვა საზოგადოებამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომაზე თომა მთავრიშვილმა განაცხადა, რომ ქუთაისში წიგნებით მოვაჭრე ვასილ ბეჟანეიშვილი თანახმა იყო, დაეთმო მისთვის წიგნები საზოგადოების სახელით სოფლებში დასარიგებლად იმავე ფასად, რა ფასიც მას უჯდებოდა. მთავრიშვილი გამგეობას სთხოვდა ნებართვას წიგნების ყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცა – 14 მან. და კიდევ – 50 მან., ალექსანდრე ყიფშიძეს – 27.15 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს ყდების გასაკეთებლად – 3.50 მან., თევდორე ჟორდანიას – 80 მან. ჯამში სულ გაიცა 130 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 მარტს ქუთაისში ღარიბი მშობლებისთვის უსასყიდლო სკოლის მშენებლობა დაიწყო. პარაკლისი ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა გადაიხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: იმერეთის გუბერნატორის თანაშემწე მიკლაშევსკი, თავადაზნაურობის წინამძღოლი სავლე გიორგის ძე წერეთელი, ქალაქის მოურავი ლუარსაბ თეიმურაზის ძე ლოლუა საბჭოს ხმოსნებითურთ, საერო სკოლების დირექტორი ლევიტსკი, სამხედრო პირები, პედაგოგები და მოწაფეები მშობლებითურთ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 მარტს ილია ჭავჭავაძე თბილისიდან წასულ მრევლთან ერთად მცხეთაში საქართველოს ეგზარქოს ფლავიანეს შეხვდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში ნიკოლოზ ღოღობერიძეს გადასცა 7.25 მან., ზაქარია გრიქუროვს – 32 მან., ოლღა ჭავჭავაძეს საზოგადოების სასარგებლოდ ბაზრის გასამართავად – 50 მან., როდონოვის ქალს სურათების ანგარიშში – 4 მან., რაულ ბარამიძეს წიგნების ანგარიშში – 40 კაპ., ნიკოლოზ ბადრიძეს – 1.40 მან., ასევე გაისტუმრეს მარტის წვრილმანი ხარჯები. გამგეობამ სულ დახარჯა 118 40 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ანასტასია წერეთლისა, იაკობ გოგებაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა 1898 წლის მარტის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. შემოსავალმა შეადგინა 11200 მანეთი, ხოლო გასავალი იყო 10930 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე გაეცნენ თონეთის სკოლის პედაგოგის, თამარ ჯორჯაძის წერილს, რომ სკოლა შეამოწმა სახალხო სკოლის ინსპექტორმა, პავლოვმა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე ანასტასია წერეთლის და დავით კარიჭაშვილის მოხსენების შემდეგ გამგეობამ თანხმობა განაცხადა ლუკა რაზიკაშვილის ნაწერების გამოცემაზე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე გამგეობამ პ. სურგულაძის მიერ ნათარგმნი წიგნი „ჰოლანდია და ჰოლანდიელები“ გასასწორებლად გადასცა იაკობ გოგებაშვილს და ივანე რატიშვილს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ივანე რატიშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, ანასტასია წერეთლისა, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ მესამედ უნდა გამოეცათ აკაკი წერეთლის ნათარგმნი კრილოვის არაკები. გამგეობამ გამოცემისთვის სურათების შერჩევა იაკობ გოგებაშვილსა და დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ გამგეობას საზოგადოების აგენტობა უნდა შეეთავაზებინა შემდეგი პირებისათვის: ელენე აბულაძისათვის – განჯაში, ბარბარე სულხანიშვილისათვის – თელავში, ერეკლე ბაქრაძისათვის – ყარსში, აბელ აბელაშვილისათვის – დუშეთში, დ. ჯავახიშვილისათვის – თიანეთში. გამგეობის გადაწყვეტილებით, ხსენებული პირები, გარდა ბარბარე სულხანიშვილისა დაამტკიცეს საზოგადოების აგენტებად, ხოლო სულხანიშვილის მაგივრად თელავში აგენტად დანიშნეს ილია აბრამის ძე სარაჯიშვილი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე გამგეობამ საზოგადოების აგენტად თელავში ბარბარე სულხანიშვილის მაგივრად დანიშნა ილია აბრამის ძე სარაჯიშვილი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე გამგეობამ საზოგადოების აგენტად ყარსში დანიშნა ერეკლე ბაქრაძე.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე გამგეობამ საზოგადოების აგენტად განჯაში დანიშნა ელენე აბულაძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე გამგეობამ თანხმობა განუცხადა თომა მთავრიშვილს შეესყიდა წიგნები ქუთაისში მოვაჭრე ვასილ ბეჟანეიშვილისგან საზოგადოების სახელით სოფლებში დასარიგებლად და ასევე სთხოვა, რომ გამგეობისთვის გამოეგზავნა მის მიერ შეგროვებული თანხა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე გამგეობამ საზოგადოების აგენტად თიანეთში დანიშნა დ. ჯავახიშვილი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე გამგეობამ საზოგადოების აგენტად დუშეთში დანიშნა აბელაშვილი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 30 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომაზე გამგეობამ საზოგადოების აგენტობა თელავში შესთავაზა ბარბარე სულხანიშვილს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეათე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს წერილი, რომლითაც ელენე აბულაძემ, ნ. ბაქრაძემ და ალექსანდრე ქართველიშვილმა შეატყობინეს გამგეობას, რომ გამოაგზავნეს 380.90 მანეთი, რომელიც აიღეს განჯაში საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაში. გამგეობამ მათ მადლობა გამოუცხადა.