რეგისტრირებული ფაქტები81340
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ეკატერინე წინამძღვრიშვილი, პორფირე სამსონის ძე წიქვაძე, სამსონ დარისპანის ძე წერეთელი, სვიმონ სამსონის ძე წერეთელი, ისიდორე შუკოს ძე ჭანტურია, ვარლამ მათეს ძე ჭავჭანიძე, ივანე ჭავჭავაძე, თომა ანტონის ძე ჩოლოკავა, ანთიმოზ მანუჩარის ძე ჭანტურია და ანდრია იაკობის ძე ჭიაბერაშვილი.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი, მიხეილ ანდრიას ძე ჭელიძე, ალექსანდრე დიმიტრის ძე ჭანკოტაძე, ფ. ჭკუასელი, პროკოფი ჭელიძე, ოლღა ჯინჭარაძე, კლემენტი მარკარას ძე ჭელიძე, ალექსანდრე ჭელიძე, სულხან გიორგის ძე ჭავჭავაძე და გერასიმე იოსების ძე ჭანტურიძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობიდან მთავარ გამგეობაში გაგზავნეს ნამდვილ წევრთა სია, რომელშიც იყვნენ: ტიმოთე ანუა, მარიამ დადიანი-ანჩიბაძე, ვარლამ ანჯაფარიძე, ტარას ანდღულაძე, ერმილე არობელიძე და დიმიტრი აფხაზავა.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობიდან მთავარ გამგეობაში გაგზავნეს ნამდვილ წევრთა სია, რომელშიც იყვნენ: გიორგი არჩია, ჰაკი ავიცბა, იოსებ ალექსანდრია, ისია არაბიძე და ნახარბეი ანჩაბაძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს საწევრო თანხა გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: გერასიმე მათეს ძე ცაგარეიშვილმა, სოლომონ ნიკოლოზის ძე წერეთელმა, გ. ჭუბაბრიამ, კონსტანტინე ივანეს ძე ჯორჯიკიამ, სილოვან თომას ძე ხუნდაძემ, ტროფიმე ირაკლის ძე ხუნდაძემ, ნინო ფანცხავამ, იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავამ, რაჟდენ იოსების ძე კანდელაკმა, სალომე ივანეს ასულმა ბაქრაძემ და ევსევი მიქელაძემ.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ იოსების ძე ჭრელაშვილი, ნიკოლოზ ლუკას ძე ჭუმბურიძე, სანდრო იაკულის ძე ჭიაფეროვი, ვასილ გიორგის ძე ჭელიძე, ლევან გრიგოლის ძე ჭანტურია, თამარ გიორგის ასული ჭიაძე, მოსე გიორგის ძე ჭავჭანიძე, დავით ივანეს ძე ჭელიძე, თომა სტეფანეს ძე ჭრელაშვილი და ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსი უმაღლესი დონის ადამიანი იყო და ბედნიერი იქნებოდა, როცა იგი ინგლისიდან დაბრუნდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსი როგორც კი შეძლებდა მაშინვე დაბრუნდებოდა ლონდონიდან ბაქოში, რადგან უამრავი საქმე ჰქონდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსს ლონდონში ატანდა ამანთს შემდეგი ნივთებით: ნინოს ჯვარი, ყელსაბამი, ძველ სპარსულ მინანქრიან ყუთში მოთავსებული, ძველი ვერცხლის სარძევე – 1830 წელს დამზადებული, მოზრდილი ვერცხლის ქამარი, მომცრო ქამარი, სპარსული მომინანქრებული ბურნუთის ყუთი, ვერცხლის პატარა ყუთით, ასევე ვანიდან. ძველი ვერცხლისგან დამზადებული თანამედროვე პორტისიგარი, საფერფლე და სანთის კოლოფი, რომელიც ერევანში მცხოვრები ვანელი დევნილების ნახელავი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უდიდეს სიყვარულს უგზავნიდა თავის ძვირფას მეუღლეს, ვის მკერდშიც თავისი გული განსასვენებლს ჰპოვებდა.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, მარგარეტ კოლეტი იყო ნორვეგიელი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ შვილებზე – ჯეიმზე, ნინოსა და ენდიზე ფიქრით საზრდოობდა ყოველდღე. იმედოვნებდა მალე შეხვდებოდნენ ერთმანეთს ან თბილისში ან აღდგომას ლონდონში.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, ზურაბ დავითის ძე ავალიშვილის დედა მარგარეტ კოლეტის ნათესავი იყო.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919-1920 წლების ოლივერ უორდროპის წერილების მიხედვით, ზურაბ ავალიშვილის დედა იყო ნორვეგიელი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 თებერვალს, ხუთშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ დიდ სიყვარულს უძღვნიდა მას, ძვირფასსა და საყვარელ ჯეიმსს, ენდისა და ნინოს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მხურვალე კოცნას უგზავნიდა მის ტკბილ, ერთგულ და ძვირფას მეგობარს. ესწრაფვოდა მის ნახვას.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მასთან შეხვედრა ერთადერთი რამ იყო, რაც იმედით ავსებდა, რაც პირადი იყო და მხოლოდ მას ეკუთვნოდა. სხვა ყველაფერი, რაც ეიმედებოდა პოლიტიკას უკავშირდებოდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსის ლონდონში გამგზავრებამდე ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიახლის შესახებ შეიტყო, რაც დიდი დარტყმა აღმოჩნდა მისთვის. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებდა, თუმცა სიტუაცია ნამდვილად საგანგაშო იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ის ყველაზე მეტად ენატრებოდა და საოცრად სწყუროდა მისი ნახვა.