საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91163

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 16 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატას ხელახლა უნდა განეხილა ჰუსეინ-ბეგ ასადულოვის საქმე, რომელსაც ბაქოს გუბერნიაში მდებარე სახაზინო ნავთიანი ადგილების უკანონოდ დაუფლება ედებოდა ბრალად.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 16 ოქტომბერს თბილისის საბაღოსნო სკოლაში მისაღები გამოცდები დასრულდა. გამოცდების შედეგად სკოლაში პანსიონრებად მიიღეს: გრიშინი, ჩოლოყაშვილი, მაყაშვილი, მორთულაძე, ჩარუევი, ვაჩნაძე და ინდუაშვილი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ვრცელი ნარკვევის გაგრძელება „ტფილისი, 15 ოქტომბერი“ („ჩვენ წინა წერილებში შევნიშნეთ იმ საბუთების ძალით...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ჭავჭავაძის იუბილეს შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 ოქტმობერს ბარომ დე ბაი არქეოლოგიური კვლევების მიზნით ქუთაისში იმყოფებოდა და ბათუმში გამგზავრებას გეგმავდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 ოქტომბერს ბარონი დე ბაი არქეოლოგიური კვლევებისთვის ქუთაისში იმყოფებოდა და ბათუმში გამგზავრებას გეგმავდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ საფრანგეთის საერო განათლების სამინისტრომ ბარონ დე ბაი საარქეოლოგიო მიზნით ამიერკავკასიაში გაგზავნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 ოქტომბერს ვედენეევი სამსახურებრივი მოვალების გამო პეტერბურგში გაემგზავრა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 ოქტომბერს თბილისის საბაღოსნო გამოფენის დასათვალიერებლად გორის საოსტატო სემინარიის რამდენიმე შეგირდი ჩამოვიდა. შეგირდების მეთვალყურე სუჩაკოვი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის გულშემატკივრები სათავადაზნაურო თეატრში უნდა შეკრებილიყვნენ, რათა აერჩიათ გამგე კომიტეტი, რომელიც პოეტის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენის 40 წლის იუბილეს დაგეგმვას გაუძღვებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 ოქტომბერს ანდრია ღულაძე, ილია ზურაბიშვილი და გრიგოლ აბაშიძე ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე და კიტა აბაშიძე ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 ოქტომბერს პეტრე ალექსანდრეს ძე გრუზინსკი, ქრისტეფორე მამაცაშვილი და იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 ოქტომბერს მარიამ ჯამბაკურიან-ორბელიანი, ეკატერინე გაბაშვილი და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 ოქტომბერს კავკავში ვრასკი და კარნოვიჩი სისხლის სამართლის საქმეების განხილვას აპირებდნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 ოქტომბრის “ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პ. ჯანელიძე ლეჩხუმის მაზრის სამმართველოს მოხელე იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქალაქის გამგეობის საგანგებო კომისიას გიორგი ქანანოვისთვის პურის ფქვილის ყიდვა დაუვალებია, რათა სანიმუშოდ პური გამოეცხოთ და გამომცხვარი პურის ფასი დაედგინათ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ილია აბრამიშვილის ლექსი, რომელიც თბილისში მდებარე სასტუმროს „იუჟნი ნომრებს“ ეძღვნებოდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ იმერეთის სინოდალური კანტორის მდივნად ილია კიკნაველიძის მაგივრად სოფრომ მგალობლიშვილი დანიშნეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მახარაძე ქუთაისის მაზრის ბოქაულის თანამდებობას აღასრულებდა.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქუთაისში, გაგარინის ქუჩაძე ერასტო კემულარიას სამკერვალო ჰქონდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ იმერეთში, სოფელ პატრიკეთში მდებარი ეკლესიის მღვდელი მ. ი. ხოჯავა იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ზ. ჭიჭინაძემ ილია ნადირაძის ახალი მოთხრობა „ზაქარია კეთილაძე“ გამოსცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე იანოვსკი, რომელიც სამოსწავლო ოლქის დასათვალიერებლად იყო წასული,  თბილისში დაბრუნდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ვრცელი ნარკვევის გაგრძელება სათაურით „ტფილისი, 18 ოქტომბერი“ („იმ მიზეზთა შორის, რომელნიც აქეზებს...“).