საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, დიდი ბრიტანეთის – ინგლისის შესახებ, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავეცნოთ ინგლისის ისტორიას.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ არსებობს ორგვარი მმართველობის ტიპი, პირველ ტიპს მიეკუთვნება ცენტრალიზაცია, როდესაც სახელმწიფოს მთავრობა განაგებს საზოგადოების ყველა ნაწილში მიმდინარე პროცესებს, ასევე ირჩევს მოხელე პირებს და პირადად იბარებს მათ მიერ შესრულებულ საქმეებს. მეორე ტიპს მიეკუთვვნება თვითმმართველობა, როდესაც სახელმწიფოს მმართველნი განაგებენ მხოლოდ მთელი სახელმწიფოს საჭირო საქმიანობას, ხოლო საზოგადოებას თავად აქვთ მინდობილი თავისი ყოფის გაუმჯობესება და ადგილობრივ საქმიანობას თავად მოქალაქეები განაგებენ, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის გამოფხიზლებას, ამუშავებას, განვითარებასა და ა. შ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ადამიანები და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც მთვარობის დაქვემდებარებაში მუშაობდნენ ან თავად იყვნენ მთავრობის წევრები, განსაკუთრებით იმ პერიოდში და იმ რეგიონში, ისეთ მდგომარეობაში იყვნენ, რომ მათი გადადგმული ნაბიჯები ყველაფერზე გათვლილი ვერ იქნებოდა; შესაძლოა ადამიანი ზემდგომთა ბრძანებების წინააღმდეგობამდე მიეყვანა და არასწორ ქმედებამდე მისულიყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გავრცელებული ინფორმაციით მთელს გერმანიაში სამსჯავრო კანონები ერთნაირი უნდა ყოფილიყო, რომელთა მოქმედებისთვის ერთნაირი სასამართლოები უნდა შეექმნათ ყველა ნაწილში, რომელთაც ერთი უმაღლესი სასამართლო ექნებოდა. საზავო საბჭოსა და გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილებით ეს სასამართლო ლაიფციგში უნდა დაეარსებინათ, რაც ვერაფერი ჯილდო გამოდგა ბისმარკისთვის.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია გლეხსა და ბატონს შორის ურთიერთვალდებულებაზე, რომლის თანახმად საქართველოში გლეხს, რომელიც ბატონისგან სახნავ-სათესად მიწას აიღებს და დაამუშავებს ვალდებულება აკისრია, რომ აღებული მოსავალი ბატონს გაუნაწილოს. ბატონი ვალდებულია გლეხს გაუწიოს საჭირო დახმარება, იქნება ეს სამუშაო იარაღები, დასათესი მარცვლეული, თანხა თუ სხვა რამ, რომ ორივე მათგანმა მიიღოს მონაწილეობა მოსავლის მოყვანაში. ასევე, წარმოდგენილია იტალიისა და საფრანგეთის მაგალითები, თუ როგორი სახის ხელშეკრულებას დებს ბატონი და გლეხი და რა მოვალეობა აკისრიათ თითოეულ მათგანს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ინგლისმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ავსტრია-უნგრეთმა და იტალიამ ხელი მოაწერეს გენერალ იგნატიევის წინადადებას, რომ ოსმალეთს უნდა შეესრულებინა სტამბოლის კონფერენციის გადაწყევტლება სლავებთან დაკავშირებით.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ერთ-ერთი რუსული გაზეთის სტატია, რომ ოსმალებმა სლავებზე გამარჯვების შემდეგ ქრისტიანების შეურაცხყოფა და დევნა დაიწყეს. სლავებმა ოსმალეთთან მუდმივ დაპირისპირებაში ბევრი ვაი-ვაგლახი გამოიარეს, ბევრი სისხლი და ცრემლი დაღვარეს, მაგრამ მათი მდგომარეობა ამით არ შეცვლილა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 24 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, რომ რუსეთმა თავის ელჩს ოსმალეთში, გენერალ იგნატიევს დაავალა ევროპული სახელმწიფოებისთვის გაეცნო მათი წინადადება, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: ევროპას ოსმალეთისთვის ხელმეორედ უნდა წარედგინა სტამბოლის კონფერენციის განაჩენი სლავების მოძრაობის წინააღმდეგ მათი დაპირისპირების აღმოფხვრის შესახებ, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში თუ რომელიმე სახელმწიფო დაიწყებდა ოსმალეთთან ომს, ევროპული სახელმწიფოებიდან არცერთი მათგანი არ შეუშლიდა მას ხელს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, რომ სტამბოლის კონფერენციის დაშლის შემდეგ რუსეთმა კითხვით მიმართა ევროპის სახელმწიფოებს, მათ შორის ინგლისსაც, თუ როგორ მოიქცეოდნენ და რა ღონისძიებებს გაატარებდნენ ოსმალეთის სახელმწიფოს მიმართებით. თუმცა ინგლისის მთავრობას ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ პეტერბურგში გამოდიოდა ფრანგული გაზეთი „Agence Generale Russe“, რომლის ცნობით რუსეთს 50 000 ჯარისკაცი ჰყავდა, რომელთა შორის 27 000-ს შეეძლო ბრძანებისთანავე საომრად გასულიყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა გაზეთ „тифлисскй въстникъ“-ში გამოქვეყნებული სტატია ადგილ-მამულის გამიჯვნის შესახებ, რაც ძალიან სასიკეთო საქმე იქნებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის საოსტატო ინსტიტუტთან ერთად არსებობდა საქალაქო სასწავლებელი, რომელშიც ქართული ენის სწავლა დაუვალებიათ ინსტიტუტის მოსწავლეთათვის, რომელთაც ქართული ენა არ უსწავლიათ, ამიტომ თავად ინსტიტუტის მოსწავლეები გაკვირვებულები იყვნენ თუ როგორ შეძლებდნენ ქართული ენის ბავშვებისთვის სწავლებას, როცა თავად არ იცოდნენ ის. ხელმძღვანელობის პასუხი იყო, რომ ქართველებს, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ ბავშვებს როგორ არ შეეძლოთ ესწავლებინათ ქართული ენა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე უშანგი ელიავამ განაცხადა, რომ სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო საზოგადოების დადგენილება და სრულიად ზედმეტი იქნებოდა საზოგადო კრების ჩატარება.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ქალაქის მთავრობამ ჩამოაყალიბა კომისია, რომელსაც ქალაქის გაჯანსაღებაზე უნდა ეზრუნა, იქნებოდა ეს სასმელი წყლის სუფთა სახით მიწოდება მოსახლეობისთვის თუ სხვა რამ, რადგან ადამიანები ადრეულ ასაკში უცაბედად იხოცებოდნენ და ამის ერთ-ერთი მიზეზი მდინარე მტკვარი იყო, რომელიც სასმელ წყლად გამოიყენებოდა და დაბინძურებული იყო სხვადასხვა სახის ნარჩენებით.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 24 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ექიმმა სოკოლოვმა კავკასიის საექიმო საზოგადოებას განუცხადა, რომ 1875 წელს 100 გარდაცვლილ ადამიანში 40 ადამიანი გარემოდან მიღებული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ქალაქში არსებული ბუნებრივი პირობები იყო და მათ შორის უპირველესი მდინარე მტკვარი გახდა, რომლის უსუფთაობისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობის გამოც არაერთი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ იყიდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, ქართული ანდაზები, შექსპირის „მეფე ლირი“ და ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვის თზულებანი შემდეგ მისამართებზე: თბილისში, გრიქუროვისა და ვართანოვის წიგნის მაღაზიებში და „ივერიის“ რედაქციაში; ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში; გორში, ფარნაოზ ნათიევისას და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრებაზე კირილე ნინიძემ განაცხადა, რომ როდესაც თ. კიკვაძის არაკოლეგიალურ საქციელზე იყო მსჯელობა გამგეობაში ის სრულიად შეუფერხებლად დაეთანხმა გამგეობის რეზოლუციას, რომ კიკვაძის საქციელი არაკოლეგიალურად ჩაეთვალათ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია გლეხისა და ბატონის ურთიერთდამოკიდებულებისა და ვალდებულების შესახებ. ასევე ვიგებთ, თუ რა ხერხით ცდილობდა გლეხი საბოლოო შესყიდვით მიეღო სახლი ბატონისგან, თუ როგორ ინაწილებდნენ ისინი მოსავალს და რა დახმარებას უწევდა სახელმწიფო და ბანკი გლეხს ადგილ-მამულის შეძენაში. საბოლოოდ საქართველოში ბატონ-ყმობის გაუქმებას მოჰყვა სასოფლო მმართველობის ახალი წესდებულება.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკასიის“ 46-ე ნომერში დაიბეჭდა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სასწავლებლის ინსპექტორ ლიხაჩოვის განცხადება, რომ მას ქართული ენის სწავლებისთვის არავითარი დაბრკოლება არ შეუქმნია, პირიქით, იანვარში სასწავლებლებისთვის ქართული სახარება და „დედა ენა“ გაუგზავნია, თუმცა საპირისპიროს აცხადებს სახალხო სასწავლებელთან დაახლოებული პირი, რომ სასწავლებელში სტუმრობის დროს ლიხაჩოვმა მასწავლებლებს განუცხადა: „დაანებეთ თავი თქვენს ენას, ჯანდაბას, დაიკარგოსო“, რაც შეეხება „დედა ენისა“ და სახარების გაგზავნას, მართალი იყო, თუმცა სასწავლებელში სადაც ორასამდე ქართველი ბავშვი სწავლობდა ათიოდე ეგზემპლარის გაგზავნა რა შედეგს გამოღებდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ პეტერბურგის ბირჟის გოფ-მაკლერის სქემის მიხედვით, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის გირავნობის ფურცელი 1-ლი თებერვლიდან გამოჩნდა ბირჟაზე გასაყიდად.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა გაზეთ „კავკაზში“ მთავრობის განკარგულებით დაბეჭდილი განცხადება, რომ სახასო მარილის ფასი ამიერკავკასიის მოსახლეობისთვის იყო: მარილის ქვა – ფუთი 3 შაური, მარილის ფხვნილი – ფუთი 8 კაპიკი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა, რომ მთავრობამ თბილისის მაზრის ორად გაყოფა გადაწყვიტა. ყაზახ-ბორჩალოსგან ერთი დამოუკიდებელი მაზრა შეიქმნებოდა, რომელსაც ცალკე მაზრის უფროსი და გამგე ეყოლებოდა. რადგან თბილისის მაზრა ძალიან დიდი იყო და ერთი ადამიანი ვერ ახერხებდა ყველა მაზრაზე ეზრუნა, ეს გადაწყვეტილება ძალზედ დროული იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა 1876 წლის ერთი დღის ცხოვრებისეული ისტორიის მეორე ნაწილი სათაურით „აღმწერელი შემოდის არც თუ ვაჭართან, არც თუ ჩინოვნიკთან“. ისტორიის ავტორის ფსევდონიმია „ანჩისხატისუბნელი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, რომლის თანახმად მთავრობამ თბილისში ახალი თეატრის აშენება გადაწყვიტა, რის გამოც არსებული საზაფხულო თეატრი უმოქმედოდ დარჩებოდა, რაც მოსახლეობის ნაწილის გულისტკივილს გამოიწვევდა. ასევე წარმოდგენილია რედაქციის აზრი, რომ საზოგადოებას მწიგნობრობა ცხოვრებას ყურით „აყურებინებს“, თეატრი კი თვალით, ამიტომ სასურველი იქნებოდა ვინმეს ეშუამდგომლა მთავრობასთან და „საზაფხულო თეატრი“ ქართულ-სომხური წარმოდგენებისთვის დაეთმოთ.