რეგისტრირებული ფაქტები93616
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გიორგი იოსელიანმა, რომ გამოეცათ მის მიერ ნაამბობი „ვეფხისტყაოსანი“, რომლისთვისაც დაამზადა 8 კლიშე. მან გამგეობას წაუყენა ორი პირობა: კლიშეების საფასური უნდა გადაეცათ იმ თვეშივე და როცა საზოგადოება თავის დანახარჯს შეივსებდა, ამის შემდეგ გაყიდული წიგნების საფასური ორ ნაწილად უნდ აგაეოთ. გამგეობამ დაადგინა, რომ წინასწარ მისცემდნენ იოსელიანს 5 თუმანს, შემდეგ კი გადაწყვეტდნენ, რა სახით და რა რაოდენობით დაბეჭდავდნენ „ვეფხისტყაოსანს“.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 ოქტომბერს ქართულ თეატრში უნდა დაედგათ „აი გიდი მეგობრებო!!”, რომელშიც ეფემია სიმონის ასული მესხი-გეპნერისა იღებდა მონაწილეობას.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 7 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სკოლის მასწავლებელი დარახველიძე სამეგრელოდან ლეჩხუმის მაზრაში, სოფელ ოყურეშში გადაიყვანეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 7 ოქტომბრის „ცნობის ფურცელი” წერს, რომ სოფრომ იობის ძე ზედგენიძე შულავერის მაზრის ხაზინის კანცელარიის მოხელედ დანიშნეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის პროკურის თანაშემწე ივანე ეგიაზაროვი კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით სასამართლოს თანაშემწედ დაინიშნა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე როინაშვილი საქართველოს საეკლესიოს ნაშთთა საცავისთვის თავის მიერ მოგროვილი საეკლესიო-არქეოლოგიური ნივთების მთლიანად გადაცემას აპირებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სათავადაზნაურო ქარვასლაში, პ. ლანკოს სავაჭრო ცენტრში დიდი ბაზრობა იყო დანიშნული. იაფად იყიდებოდა მუსიკალური ინსტრუმენტები, როიალები, ავეჯი, შპალერი და ა. შ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სოფელ ბასილეთში მცხოვრები ექიმი ფოტინე გიტოს ასული თავართქილაძე უმძიმეს დაავადებებს კურნავდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ვლადიმერ-ვოლინსკის მართლმადიდებელთა სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე ნიკიფორე მამინაიშვილი თბილისის სასულიერო აკადემიაში ისევ ინსპექტორის თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი გრიგოლის ძე ევანგულოვი თვითმმართველობის შემოღების წლიდანვე საბჭოს ხმოსნად დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი გრიგოლის ძე ევანგულოვმა მომრიგებელ-მოსამართლედ და ბრალმდებლის ამხანაგად მუშაობის შემდეგ სახელმწიფო სამსახურს თავი დაანება და ნაფიც ვექილთა რიცხვში ჩაეწერა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 8 ოქტომბერს სოფელ ქვიშხეთში გაბრიელ ჯაიანი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი გრიგოლის ძე ევანგულოვი თბილისში ჯერ მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა, შემდეგ კი ოლქის სასამართლოში – ბრალმდებლის ამხანაგად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ოქტომბერს ი. დ. უთნელიშვილის მეგობრები და ნათესავები მისთვის გამოსამშვიდობებელი საღამოს მოწყობას გეგმავდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ოქტომბერს თბილისის ოლქის სასამართლოს წევრები ვ. ვ. ბოლდირევი, ე. ჩემესოვი, ნ. ა. ტარსაიძე, ე. ი. ოვსიანიკოვი და ლ. ი. შატბეროვი სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად თელავში უნდა წასულიყვნენ.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 8 ოქტომბერს ახალქალაქში თბილისის ოლქის სასამართლოს განყოფილებამ ზაქარია შირინოვის საქმე განიხილა. მას ადამიანის ფიზიკურ წამებაში ედებოდა ბრალი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე მოხსენება გააკეთა მდივანმა დავით კარიჭაშვილმა, რომ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში უნდა მისცენ 86 მანეთი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სალომე ქავთარაძე ანდერძის მიხედვით, ძველ სენაკში მდებარე მაცხოვრის ტაძარს 5000 მანეთს უტოვებდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისი გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა გამგე ბეკი უკვე დაბრუნებულიყო სიღნაღის მაზრიდან და თანამდებობა ჩაებარებინა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ მოსკალევს დავალებული ჰქონდა ყალბი ფულის დამზადებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული საქმის გამოძიება.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქალაქის რამდენიმე ხმოსანს გადაეწყვიტა მოეხსენებინა ქალაქის მოურავისთვის, რომ ხმოსანი ნ. ზ. თუმანიშვილი უწესოდ იქცეოდა. მათი აზრით, თუკი თუმანიშვილი ვერ მოახერხებდა თავის გამართლებას, ხმოსნობისთვის თავი უნდა გაენებებინა.

