საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81344

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თელავის თეატრში დადგეს პიესა „ცხოვრების გმირი“. წარმოდგენაში გვეტაძე მონაწილეობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ი. ფონ-ბრენერი რეალურ სასწავლებელში ბუღალტერიის სამთვიან კურსებს ხელმძღვანელობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს ქართული დრამატული დასის მიერ სურამში დადგმულ პიესაში „სამშობლო“ მონაწილეობდნენ მსახიობები: ალექსანდრა კარგარეთელი-ქართველიშვილისა, კონსტანტინე შათირიშვილი და კ. გალუსტოვი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს ქართული დრამატული დასის მიერ სურამში დადგმულ პიესაში „სამშობლო“ მონაწილეობდნენ მსახიობები: ნატალია გაბუნია-ცაგარელი, კონსტანტინე ყიფიანი, სვიმონ სვიმონიძე და სხვები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს ქართული დრამატული დასის წევრებმა სურამში დადგეს დავით ერისთავის მიერ ნათარგმნი პიესა „სამშობლო“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს კოტე მესხის მონაწილეობით სურამში დივერტისმენტი გაიმართა. ღონისძიებას სვიმონ სვიმონიძე ხელმძღვანელობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს აბაშის სამრევლო სკოლის დასახმარებლად გამართულ ღონისძიებებს ელინიდა თოფურია ხელმძღვანელობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს აბაშის სამრევლო სკოლის დასახმარებლად დადგეს რაფიელ ერისთავის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბიძიასთან გამოხმაურება“ და ვალერიან გუნიას ვოდევილი „ჩაყოლას ჩათრევა სჯობია“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს ალექსანდრე ოქროპირიძემ ხობის მონასტერში საღვთო ლიტურგია შეასრულა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს იმპერატორ ალექსანდრე მეორის ძეგლის კურთხევის ცერემონიაზე ქართველ თავად-აზნაურობას მთავარმართებლის სასახლის გოფმეისტერი კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანბატონი და ქუთაისის გუბერნიის მარშალი სიმონ გიორგის ძე წერეთელი წარმოედგენდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იასონ ციციშვილის წიგნად გამოცემული ახალი პოემის გაყიდვით შემოსული თანხა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცემოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამოცემული ვაჟა ფშაველას „ამოდის, ნათდება და სხვა მოთხრობები“ 3 შაურად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობმა ვასო აბაშიძემ 1877 წლის ქართული წარმოდგენების აფიშები და პროგრამები შეკრიბა და გამოსაცემად მოამზადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ ანჩისხატის ეკლესიაში წირვა აღავლინა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დეკანოზ პოლიევქტოს კარბელაშვილის მიერ შედგენილი „ქართული საერო და სასულიერო კილოები და შედარების ნიმუშები“ 20 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დაბა ყვირილაში მიხეილ გაჩეჩილაძის წიგნებისა და საკანცელარიო ნივთეულობის მაღაზია გაიხსნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დაბა ხონში მდებარე ელენე ლუკას ასულ ბახტაძის ქალ-ვაჟთა სკოლა სექტემბრის თვიდან ოთხ-კლასიან საქალებო პროგიმნაზიად გადაკეთდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვიტოს დაბა სურამში მიხეილ ნანობაშვილის მონაწილეობით სახალხო საოპერო-თეატრალური წარმოგდენა გაიმართებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ნიკოლოზ მკურნალის სტატია „საზოგადო ბაღოსნობის სწავლა და მისი შედეგი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის, ალექსანდრე გარსევანიშვილის განცხადება, რომლის თანახმად სკოლა სექტემბრიდან ლევაშოვის ქუჩაზე, ივანე ჯაიანის სახლში გადადიოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 აგვისტოს მღვდელი სტეფანე ბერიძე მცხეთის ტაძრის სარესტავრაციო შემოწირულობების შესაკრებად კოჯორში წავიდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ სოფელ ნინოწმინდის სკოლის მასწავლებელი გრ. ხუციაშვილი მადლობას უხდიდა ირაკლი ავალიშვილს, კირილე ზუმბულიძეს და სვიმონ თითბერიძეს, რომლებმაც სკოლას 50-ზე მეტი ქართული და რუსული საყმაწვილო წიგნები შესწირეს.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ თავადი ზაალ ნოშრევანის ძე ჭავჭავაძე ნათესავებსა და ახლობლებს ძმის, ზაალ ნოშრევანის ძე ჭავჭავაძის გარდაცვალების ამბავს ატყობინებდა, რომლის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაში გაიმართებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურთა წინამძღოლები, კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი და სიმონ გიორგის ძე წერეთელი მოსკივის გენერალ-გუბერნატორს, სერგეი ალექსანდრეს ძე რომანოვს შეხვდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის ყოფილი მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი ბორჯომის რეზიდენციაში მიემგზავრებოდა.