რეგისტრირებული ფაქტები91155
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898-1900 წლებში საქართველოს ეკლესიის ქომაგი ნიკოლოზ დურნოვი რუსეთში გავლენიანი პირი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ვახტანგ ღამბაშიძემ აკაკი წერეთელს ჟურნალ „აკაკის თვიური კრებულის“ დაბა ზესტაფონში გადატანა ურჩია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს თევდორე კიკვაძემ ჟურნალთან „აკაკის თვიური კრებული“ თანამშრომლობა შეწყვიტა, რადგან ჟურნალის რედაქცია დაბა ზესტაფონში გადავიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს გურიაში დაბრუნებულ თევდორე კიკვაძეს არ სურდა სახელმწიფო სამსახურში შესვლა, ამიტომ კერძო გაკვეთილების ჩატარება დაიწყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი სინოდმა გურია-სამეგრელოს საეპარქიო სასწავლო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს, როცა პარმენ ჭიჭინაძემ ხარკოვის უნივერსიტეტი დაამთავრა, რუსეთის მუშათა წრეებსა და ინტელიგენციაში, კერძოდ სტუდენტობაში, განსაკუთრებული გავლენა მოიპოვა სოციალ-დემოკრატიამ და პარმენიც მოწინავე სტუდენტობასთან ერთად ბრძოლაში ჩაება.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წელს, როცა პარმენ ჭიჭინაძე ხარკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა, უკვე გარკვეულად მარქსისიტი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის გიორგი წულუკიძე 1898 წელს წმინდა სტანისლავის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 1898 წელს წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 3 იანვარს მეცნიერი და პედაგოგი ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ილია ოქრომჭედლიშვილის პანაშვიდს და გვირგვინით შეამკო მისი ცხედარი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ილია ოქრომჭედლიშვილის სამგლოვიარო პროცესიას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში, რომელმაც განიხილა მეფე ერეკლე მეორის გარდაცვალებიდან ასი წლისთავთან დაკავშირებით სიონის ტაძარში წირვისა და პანაშვიდის გადახდის საკითხი.

