რეგისტრირებული ფაქტები81403
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 19 ოქტომბერს საქართველოში სტუმრად მყოფი საიმპერატორო ოჯახის წევრები, მარია თეოდორეს ასული და ოლღა ალექსანდრეს ასული რომანოვები, თანმხლებ პირებთან ერთად ბორჯომში ჩავიდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვმა საქართველოში ჩამოსულ საიმპერატორო ოჯახის წევრებს, მარია თეოდორეს ასულ და ოლღა ალექსანდრეს ასულ რომანოვებს, ბათუმის ნავსადგურში კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი და ქუთაისის გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი წარუდგინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსულ საიმპერატორო ოჯახის წევრებს, მარია თეოდორეს ასულ და ოლღა ალექსანდრეს ასულ რომანოვებს, ბათუმის ნავსადგურში ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვი შეეგება.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს ბათუმის საზოგადო საკრებულოში გამართულ ხმოსანთა არჩევნებს ქალაქის მოურავი, ლუკა ასათიანი თავმჯდომარეობდა. კრებას 332 დელეგატი ესწრებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს ბათუმის საზოგადო საკრებულოში გამართულ ხმოსანთა არჩევნებზე გამგეობის წევრმა, გრიგოლ იოსების ძე ვოლსკიმ ვერ დააგროვა გამარჯვებისათვის საჭირო ხმები და საარჩევნო პროცესს გამოეთიშა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 18 ოქტომბერს თბილისში, მიხაილოვის ქუჩაზე, 12 წლის ექვთიმე გუგუშვილმა შურისძიების მიზნით დანით დაჭრა ბიძაშვილი, 20 წლის სვიმონ გუგუშვილი, რომელმაც ორი თვის წინ მოკლა მოზარდის ძმა, ოლომფრე გუგუშვილი. დამნაშავე პოლიციამ მალე დააკავა. მიხეილის საავადმყოფოს ექიმები დაჭრილის გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს ბათუმში გემით ჩამოვიდნენ რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წევრები, მარია თეოდორეს ასული და ოლღა ალექსანდრეს ასული რომანოვები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს ზესტაფონში ქუთაისის სამხედრო სასულე ორკესტრის კონცერტი გაიმართა, რომელსაც იგორ ზლობინი ხელმძღვანელობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და კიტა აბაშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი ოქტომბრიდან 19 ოქტომბრამდე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და კიტა (ივანე) აბაშიძე.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ გააკეთა მოხსენება, რომ წიგნის არჩევისა და ბეჭდვის კომისიისთვის გადასამოწმებლად უნდა გადაეცათ ხელნაწერი „ხე და მისი ცხოვრება“, რომლის შესწავლის შემდეგ უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება ესაჭიროებოდა თუ არა ხელნაწერს გასწორება. გამგეობამ დააკმაყოფილა ნიკოლოზ ცხვედაძის მოთხოვნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ, რომ ეშუამდგომლათ კავკავის ეპისკოპოს ვლადიმერთან, რათა სკოლის მღვდლად და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაენიშნათ გიორგი ნათაძე, რომელიც გორის ეპისკოპოსის ლეონიდეს რეკომენდაციით აირჩიეს. გამგეობამ ტიტე კახიძის თხოვნა დააკმაყოფილა და ეს საკითხი აცნობა თერგის ოქლის სახალხო სკოლათა დირექტორს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების საერთო კრების დადგენილება, რომ გამგეობას საერთო სამკითხველოებისთვის უნდა შეემუშავებინა საერთო წესი და ასევე უნდა მიეღო ივანე აბაშიძის წინადადება საზოგადობის კონვერტისთვის ემბლემის შექმნის შესახებ. გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად საზოგადოების კომისიებს გადასცა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ვასილ როინაშვილმა, რომ გადაეხადათ მისი სწავლის საფასური, წელიწადში 125 მანეთი, რომელსაც განსვენებული ალექსანდრე როინაშვილი უხდიდა მას. აღნიშნულ თხოვნაზე გამგეობამ განაცხადა, რომ ალექსანდრე როინაშვილის ნაანდერძევის მიიღების შემდეგ განიხილავდნენ ვასილ როინაშვილის თხოვნას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ივანე დემუროვს წიგნების ანგარიშში გადასცა 14 მან., ანასტასია წერეთლისას – 8.40 მან., წინარეხის სკოლის პედაგოგ გიორგაძეს – 9.75 მან., ასევე სხვადასხვა წიგნის ყდების დასამზადებლად და საზოგადოების კანცელარიისთვის ნივთების შესაძენად დახარჯეს გარკვეული თანხა, სულ ჯამში კი 347 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სომხური თეატრის მოყვარული დასის წევრი ქალები სატინიკ ჩიმიშკიანის სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილეს აღნიშნვას გეგმავდნენ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფოთის პოლიცმეისტერის თანაშემწედ დაინიშნა ბათუმის ყოფილი ბოქაული ბ. კახიძე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო თავდგირიძის პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ ოზურგეთის თეატრის მშენებლობა დაჩქარდა. ადგილობრივებს იმედი ჰქონდათ, რომ სამ-ოთხ თვეში ქალაქს თეატრი ექნებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ი. გ. მიქიაშვილის მიერ წარმოებული შპალერები თბილისში, სასახლის ქუჩაზე მდებარე საწყობში გაიყიდებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბერს მცხეთაში სტუმრად ჩასულ არქიმანდრიტ გერმოგენს და მის მოწაფეებს რკიგზის სადგურში დეკანოზი იოანე მრევლიშვილი შეეგება.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბერს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორმა, არქიმანდრიტმა გერმოგენმა, სემინარიის მე-6 კლასელები მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში წაიყვანა წინაპართა საფლავებისა და მათი სალოცავის სანახავად.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 20 ოქტომბერს მღვდელმა პლატონ ხუროშვილმა მცხეთაში სტუმრად მყოფ არქიმანდრიტ გერმოგენს და მის მოწაფეებს სეტიცხოვლის ტაძარი დაათვალიერებინა.