საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81404

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 სექტემბერს, ღამის 12 საათზე, დაიწვა გერასიმე მაქსიმეს ძე ჯაშის საწყობი, რომელშიც იყო ფიცრები და თივა. ჯაშმა 200 მანეთამდე იზარალა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 2 თებერვალს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს „პოლიტპროსვეტის“ წინადადება საზოგადოების ახალი წესდების დაჩქარებით შესწორებისა და წარდგენის შესახებ. სხდომამ „პოლიტპროსვეტისთვის“ წესდების პროექტის წარდგენა ვარლამ ბურჯანაძეს დაავალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ცნობით, ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძის წერილები ახალ ათონში მოგზაურობის შესახებ, რომელიც „კოლხიდაში“ იბეჭდებოდა, ცალკე წიგნად გამოვიდა. წიგნი სამ შაურად უნდა გაყიდულიყო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების წესდების შეცვლის საკითხი. ახალი წესდების პროექტის შემუშავება ვარლამ ბურჯანაძეს დაევალა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 31 იანვარს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 22 სექტემბერს ქუთაისში კოსტა ჯიქიამ ერისტო ხარაბაძე დანით ხელში დაჭრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში ალექსანდრე ცაგარელი საქართველოს დამოუკიდებლობის უფლებრივ საკითხებსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივ ასპექტებზე წიგნს წერდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძე იყო, წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ საზოგადოებად იწოდებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ გორში მომხდარმა მიწისძვრამ 30 000 ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. სტიქიამ დაანგრია გორის ციხის გალავანიც. დიდი ზარალი მიადგა 47 სოფელს, მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა, ხელისუფლება კი მოსახლეობის დასახმარებლად ღონისძიებებს არ ატარებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში ლიზა კახიძეს სახლიდან 7 მანეთი მოჰპარეს. ეჭვმიტანილი მიხეილ იაკობიშვილი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს თბილისის პირველი გიმნაზიის კრებამ პედაგოგიური საბჭოს ძირითადი ჯგუფის შესადგენად გამგე-კომიტეტთან ერთად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები: ი. გოგებაშვილი, ი. სიდამონ-ერისთავი, ა. მირიანაშვილი, პ. გოთუა, გ. რცხილაძე, ე. ხრამელაშვილი და მ. ლასხიშვილი მიიწვია.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 19 სექტემბერს ყოფილი მასწავლებელი ემელიანე ლომთათიძე დააპატიმრეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ემელიანე ლომთათიძე სოფელ ხიდისთავში ცხოვრობდა და ცოლ-შვილს კერძო გაკვეთილებით არჩენდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 31 იანვარს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ საშუალებით, ფოთის მოსახლეობას სთხოვეს, არჩევნებში ეპისკოპოს ლეონიდესა და მიხეილ ესაკიასთვის მიეცათ ხმა. 

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე გიორგის ძე ავალიშვილი და სერგო დავითის ძე ჯაფარიძე მიწვეული წევრები იყვნენ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 16 იანვარს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მინისტრის მდივანი მეხთი-ბეგ გაჯინსკი. დანიშვნის დოკუმენტს ხელი მოაწერა ამიერკავკასიის კომისარმა ალექსი გეგეჭკორმა და დაადასტურა მრეწველობისა და ვაჭრობის კომისარმა გიორგი ბებუთოვმა.

1912

ტიპი: მფლობელობა

1912 წელს ვ. კალანდაძეს ლანჩხუთში საკანცელარიო მაღაზია ჰქონდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ (რედაქტორი გრიგოლ ჭელიძე) ცნობით, 26 სექტემბერს ქუთაისის თეატრში ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ქართულ სცენაზე დასაქმება სურდათ, გამოსაცდელი წარმოდგენა გაიმართა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ნიკოლოზ შენგელია ხრესილში ექიმად მუშაობდა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტეფანე თედორაძის ცოლმა თავი ჩამოიხრჩო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 90 წლის გიორგი აბაშიძეს თავს დაესხნენ, გაძარცვეს და დაჭრეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 თებერვალს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის, იასონ ლორთქიფანიძის მოხსენება ბაქოს ქართული სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 20 მარტს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: ივანე ელიაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე, პარმენ კახიანი და დავით კარიჭაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფელ თუზში სამინისტრო სკოლას ადგილობრივმა თავადმა პლატონ ლუკას ძე აბაშიძემ მიწა შესწირა.