საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81404

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 თებერვალს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კორნელი კეკელიძის თხოვნა წიგნსაცავ-მუზეუმიდან ხელნაწერების სახლში გატანების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 თებერვალს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ საზოგადოების მუზეუმს ხუთშაბათობით დაესვენა, ხოლო დანარჩენ დღეებში 3 საათამდე ემუშავა. დადგენილება ძალაში უნდა შესულიყო 6 მარტიდან.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 თებერვალს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ლეონიძის თხოვნა ივანე მაჩაბლის მონოგრაფის შესადგენად წიგნსაცავ-მუზეუმიდან საჭირო მასალის გატანის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, წაღებული კლიშეების დაბრუნების შემდეგ განეხილა გიორგი ლეონიძის თხოვნა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 28 თებერვალს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის წინადადება, დაეგირავებინათ 8 მილიონი მანეთის წიგნები კოოპერატიულ ბანკში და დაებეჭდათ„დედა ენის“ I ნაწილი 15 ეგზემპლარად, რადგან მას სახელმწიფო გამომცემლობა არ ბეჭდავდა. გამგეობამ ბანკთან მოლაპარაკება ვარლამ ბურჯანაძეს დაავალა.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წლის 3 სექტემბერს მიშა ქიქოძემ ქრისტინე შარაშიძეს წერილით სთხოვა შეეტყობინებინა, ბახვში ჩასვლას როდის აპირებდა, რათა ის ოზუსრგეთის სადგურში დახვედროდა.

1921

ტიპი: განათლება

1921 წლის 3 მარტს დავით ალექსანდრეს ძე მგელაძემ ბათუმის ვაჟთა გიმნაზია წარჩინებით დაამთავრა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 11) დაიბეჭდა ი. ბაქრაძის პოემა „საწყალი გიგა“, დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“ და ხოსე მარმოლის „ციხე შიგნიდან გატეხილი“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N11; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა სტატია 3 წლის წინ დაფუძნებულ ქართული თეატრის მნიშვნელობაზე. ავტორი აღნიშნავდა, რომ ქართული ენა აღარ ისმოდა ეკლესიებში, არ ისწავლებოდა სკოლებში. ასეთ სიტუაციაში ავტორს ქართული ენის გადარჩენის ერთადერთ ადგილად ქართული თეატრი მიაჩნდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 11; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა სტატია, 3 წლის წინ დაფუძნებულ ქართული თეატრის მნიშვნელობაზე. წერილში ავტორი წუხდა ქართული პიესებისა და იმ ფინანსების სიმცირეზე, რომელსაც დასი უნდა შეენახა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 12; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1883 წლიდან გაზეთს პედაგოგიური განყოფილება დაემატებოდა, ვინაიდან მსგავს თემაზე გამოცემა არ არსებობდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის ჟურნალი „ივერია“ (N12) წერდა, რომ მომდევნო წელს ჟურნალში ითანამშრომლებდნენ იოსებ ბაქრაძე, ეკატერინე გაბაშვილი, გიორგი გაბაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, რაფიელ ერისთავი, გიორგი თუმანიშვილი და სხვ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ N12-ში დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ მომდევნო წელს ჟურნალში ითანამშრომლებდნენ ეგნატე იოსელიანი, ნიკო ლომოური, ალექსანდრე ყაზბეგი, ალექსანდრე ნანეიშვილი, თედო ჟორდანია, ნიკოლოზ ქანანოვი და სხვ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის ჟურნალი „ივერია“ (N12) წერდა, რომ მომდევნო წელს ჟურნალში ითანამშრომლებდნენ მიხეილ ყიფიანი, გრიგოლ ყიფშიძე, სტეფანე ჭრელაშვილი, ნიკოლოზ ხუდადოვი, დიმიტრი ჯანაშვილი და სხვ.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N12) დაიბეჭდა იოსებ ბაქრაძის „ახ, ტურფავ, ტურფავ“, რაფიელ ერისთავის „სამზითვო“, დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“ და ხოსე მარმოლის „ციხე შიგნიდან გატეხილი“ (დასასრული).

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 12; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი სილოვან ხუნდაძის (იბეჭდებოდა სილოვანის ფსევდონიმით) პეტერბურგიდან გამოგზავნილი წერილი „ისტორიული კილო“, რომელშიც ავტორი ქართულ პოეზიაში გრიგოლ ორბელიანის მიერ ისტორიული კილოს დამკვიდრების დიდ ღვაწლზე საუბრობდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 20 მარტს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება წიგნების დაგირავების შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, 29 და 30 სექტემბერს თბილისის დრამატულ დასს გიორგი გვაზავას მიერ თარგმნილი „ანტიგონე“ უნდა წარმოედგინა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ რუბრიკით „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა მეისნერის პროექტის (მეისნერის ამხანაგობა, ინვესტორთა ჯგუფი, რომელსაც სურდა ქართულ მეღვინეობაში ორმილიონ-ნახევარი ინვესტიციის ჩადება) პოლიტეკონომიკური მიმოხილვა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 20 მარტს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ამიერკავკასიის რკინიგზის სალიანდაგო სამსახურის სამმართველოსთან არსებული წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თხოვნა წიგნების შეღავათიან ფასებში დათმობის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, წიგნსაცავისთვის წიგნები 25%-იანი ფასდაკლებით მიეცა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 13 იანვარს მარჯორი უორდროპმა ალექსანდრე ხახანაშვილს მისწერა, რომ მოსკოვში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა მას თბილისში საინტერესო ცნობები გამოუგზავნეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 13 იანვარს მარჯორი უორდროპმა ალექსანდრე ხახანაშვილს მისწერა, რომ ოლივერ უორდროპთან ერთად ინგლისურ ენაზე გადათარგმნა „წმინდა ნინოს ცხოვრება“. უორდროპები მათ მიერ ნათარგმნი ვერსიის სხვა ვარიანტებთან შედარებას გეგმავდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს იაკობ მანსვეტაშვილის გამომცემლობაში აკაკი წერეთლის რამდენიმე წიგნი იბეჭდებოდა, მათ შორის „ჩემი ნაწერები“.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 10 აპრილს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აგლაძის ქვრივის თხოვნა ერთდროული დახმარების მიღების შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო ეფროსინე აგლაძის თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 10 აპრილს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მწერალმა მიხეილ ბოჭორიშვილმა გამგეობას სთხოვა ნებართვა, სახლში წაეღო ჟურნალ-გაზეთების ის ნომრები, რომლებშიც მოთავსებული იყო წერილები გიორგი მაიაშვილის შესახებ. გამგეობა დათანხმდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 10 აპრილს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: ივანე ელიაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.