რეგისტრირებული ფაქტები81414
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე ვლადიმერ მიქელაძის კანდიდატურა მოიხსნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „იმერეთში“ გრიგოლ ელისაბედაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა სიღარიბეში ცხოვრობდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 26 ივნისს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის საკითხი. გამგეობამ დაადგინა, თანამშრომლებისთვის მიეცა ერთთვიანი ანაზღაურებადი შვებულება.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 26 ივნისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იასონ ლორთქიფანიძეს განათლების კომისარიატთან ოლღა ჭავჭავაძისთვის დახმარების გაზრდის საკითხზე მოლაპარაკება დაევალა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 9 აგვისტოს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 3 ივლისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის წინადადება წიგნსაცავ-მუზეუმის ყველა თანამშრომლის ერთი თვით შვებულებაში გასვლისა და მუზეუმის დახურვის შესახებ. გამგეობამ მისი წინადადება მიიღო.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 3 ივლისს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ მოხსენებაში აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის გამოუსადეგარი გასაყიდი ნივთების ყიდვა არავის უნდოდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 3 ივლისს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 17 იანვარს მარჯორი უორდროპმა აკაკი წერეთელს 1899 წელს გამოცემული „კრებულის“ მე-4 ნომრის გაგზავნა სთხოვა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 3 ივლისს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე 1923 წლის შემოსავალ-გასავლისა და მუშაობის ანგარიში განიხილეს. ბალანსი წარმოებული იყო ჩერვონცების კურსით. გამგეობამ ანგარიში დაამტკიცა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე ჭიათურის ბანკის გამგე იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძემ კიტა აბაშიძეს ბანკის ფულის გაფლანგვა დააბრალა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს განათლების კომისარიატი ოლღა ჭავჭავაძეს დახმარების სახით ყოველთვიურად 39 მანეთს აძლევდა. ამ თანხით ირჩენდა თავს მისი მომვლელიც.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუარსაბ ანდრონიკაშვილმა ქართული არ იცოდა.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865 წლის ოქტომბერში, თბილისის გუბერნიის მმართველობის უწყებით, სოლომონ კვალიაშვილს უნდა შეეწყვიტა მდივანბეგად მუშაობა გორში, რათა გადასულიყო თბილისის გუბერნიის მმართველობაში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში გამართულ წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა კანდიდატებად კალისტრატე ჩიკვაიძე და პავლე ჩხეიძე დაასახელეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბერს სასამართლოში ვლადიმერ მიქელაძის ძმამ, ს. მიქელაძემ საარჩევნო ყუთები გადააბრუნა, რის გამოც თავმჯდომარემ კრება დახურა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ილია ჭავჭავაძე.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 მაისს კავკასიის სასოფლო მეურნეობის კრებაზე საბჭოს წევრად აირჩიეს გურგინბეგოვი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას დაესწრნენ მ. რცხილაძე, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძე, ირაკლი რამიშვილი და კალენიკე გიორგის ძე გოგიბერიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 სექტემბერს ზესტაფონში გამართულ წვრილ და მსხვილ მემამულეთა ამომრჩევლების კრებაზე 71 მემამულე და ამომრჩეველი გამოცხადდა. ოთხი ამომრჩეველი უნდა დაესახელებინათ. კიტა აბაშიძის მომხრეებმა ოთხი კანდიდატი დაასახელეს, ვლადიმერ მიქელაძის მომხრეებმა – ორი.