რეგისტრირებული ფაქტები89726
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი კულაშის სკოლის დარბაზში დადგმულ წარმოდგენაში მონაწილეობდა. შემოწირულობის სახით მიღებული თანხა ღონისძიების ორგანიზატორ კოლა კანდელაკისთვის უნდა გადაეცათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს კულაშის ნორმალური სკოლის დარბაზში კოლა კანდელაკის თაოსნობით წარმოდგენა „და-ძმა“ გაიმართა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ყვირილაში რეჟისორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ვოდევილი „ოთხი იმერელი“ დაიდგა. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: ვასილ არაბიძე, სარდიონ მაღრაძე, ბარბარენკოსი და სხვები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ყვირილაში რეჟისორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ვოდევილი დივერტისმენტით დასრულდა. საღამოზე ლექსები წაიკითხეს იოსებ ფანცულიამ და ვლადიმერ იაშვილმა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ყვირილაში რეჟისორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ვოდევილი „ოთხი იმერელი“ დაიდგა. სცენაზე თავი გამოიჩინა ტუსია ბაქრაძემ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს თბილისის მეშჩანთა გამგეობის კრება იყო დანიშნული, რომელზეც ე. ვ. ედიგაროვი თავმჯდომარედ, ა. მაკედონსკი ბეგრის ამკრეფად, ხოლო თ. ოსიტოვი და ვ. სევანოვი ობოლთა სასამართლოს წევრებად უნდა დაემტკიცებინათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს სოფელ აკეთში მოყვარულმა მსახიობებმა ავქსენტი ცაგარლის პიესა „ციმბირელი“ წარმოადგინეს და შემოსული თანხა ადგილობრივ სკოლას შეწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ხაშურში მოყვარულმა მსახიობებმა ალექსანდრე ყაზბეგის დრამა „არსენა“ და ვოდევილი „ცოლი ორის დღით“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ივლისს სადგურ ჯუმათთან უცნობმა პირმა ოზურგეთის მაზრის მკვიდრი მიხეილ მიქაძე დაჭრა და მიიმალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ივლისს ოზურგეთში ეკატერინე გურიელის ინიციატივითა და ივანე მაქსიმეს ძე ჩხარტიშვილის ხელშეწყობით ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“, აკაკი წერეთლის „ნათელა“ და ვალერიან გუნიას „საშოვნელს ნაშოვნი სჯობია“ წარმოადგინეს და ამოგებული თანხა ადგილობრივ წიგნთსაცავს შესწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ივლისს თბილისის სამოსამართლო პალატამ სათავადაზნაურო ბანკისა და შაბათავას ვექილების ჩვენებები მოისმინა და საქმის განხილვა 18 აგვისტომდე გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ქუთაისის ქართული დრამატული დასის დახმარებით შალვა ალექსი-მესხიშვილმა სოფელ კულაშში დადგა ვალერიან გუნიას ხუთმოქმედებიანი დრამა „და-ძმა“. სცენის გაუმართაობისა და როლისთვის შეუფერებელი მსახიობების გამო წარმოდგენამ ცუდად ჩაიარა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ესტატე ჩხარტიშვილმა მცხეთაში სასეირნო და მოსასვენებელი ბაღი „არმაზი“ მოაწყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი ი. ს. შაიკევიჩი მივლინებით საზღვარგარეთ გაემგზავრა. მის მოვალეობას გზის სამსახურის უფროსი აკორენკო ასრულებდა.

