რეგისტრირებული ფაქტები81435
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ ავტორი განიხილავდა რუსეთის გაზეთებში დაიბეჭდილ ცნობას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ბანკებს ეძლეოდა ნება ფულის გასესხებისა ზომიერი სარგებლით მიწათმფლობელებზე, ეგრეთწოდებული ვექსილის ჩამორთმევით.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N4) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ გაკრიტიკებული იყო სერგეი მესხი, რადგან მან გამოსათხოვარ სიტყვაში (ავადმყოფობის გამო დატოვა გაზეთ „დროების“ რედაქტორის თანამდებობა) არ ახსენა ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, დავით მიქელაძე, კირილე ლორთქიფანიძე და მათი ღვაწლი გაზეთ „დროების“ განვითარების საქმეში.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N4; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ გაკრიტიკებული იყო სერგეი მესხი იმის გამო, რომ გამოსათხოვარ სიტყვაში (ავადმყოფობის გამო დატოვა გაზეთ „დროების“ რედაქტორის თანამდებობა) არ ახსენა მელიქოვის სტამბა, რომელიც 14 წლის მანძილზე „დროებას“ უსასყიდლოდ ბეჭდავდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N 5-6; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) დაბეჭდილ დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძის სტატიაში „სამი ძველი ვარიანტი ქართულის ოთხთავისა ანუ სახარებისა“, ავტორი გვაწვდის ცნობას, რომ სახარების მეთერთმეტე საუკუნის (გიორგი მთაწმინდელისეული) თარგმანის ადრინდელი ვარიანტი შესაძლებელია ყოფილიყო 936 წელს მეფე სუმათისთვის გადაწერილი ოთხთავი, რომელიც ჯრუჭის მონასტერში (იმერეთში) იყო დაცული. (ეს ხელნაწერი უნახავს მარი ბროსეს 1848 წელს).
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სათათბიროში ყოფნის დროს ევგენი გეგეჭკორის მიზანი დაქირავებული მუშების მდგომარეობის გაუმჯობესება იყო, საგლეხო საკითხი მეორეხარისხოვან საქმედ მიაჩნდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი სოციალ-დემოკრატი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ევგენი გეგეჭკორი საქარხნო და სამრეწველო მუშების წარმომადგენელი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლიხაურის მცხოვრებმა ნოე თოიძემ სოფლის სკოლის, ეკლესიისა და ხიდის მშენებლობისთვის თანხა გასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, რაჟდენ ჩხეიძემ ვლადიმერ მიქელაძის ნაწარმოები „შიკრიკი“ ზესტაფონში მოსახლეობას უფასოდ დაურიგა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ალექსანდრე ანტონის ძე კრასოვსკი ქუთაისის ოლქის სასამართლოს წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბერს ქუთაისში რუს ამომრჩეველთა კრებაზე ალექსანდრე ანტონის ძე კრასოვსკისა და ნ. ს. სერგეენკოს დაუდგეს ყუთები. ხმათა უმრავლესობით სათათბიროს ამომრჩევლად კრასოვსკი დაასახელეს.
1883
ტიპი: გარდაცვალება
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N7-8) სერგეი მესხის გარდაცვალების ამბავი დაიბეჭდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთწარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების რიგებში 319 წევრი ირიცხებოდა, აქედან 118 – დამფუძნებელი, 8 ადგილი იყო თავისუფალი (წესდებით დამფუძნებელი წევრი 126 უნდა ყოფილიყო), ერთი – საპატიო წევრი (დ. ი. ჩუბინაშვილი, აირჩა 1880 წელს), ნამდვილი – 202, კანდიდატი – 28.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების დამფუძნებელ წევრებს გამოაკლდნენ ეკატერინე ჭავჭავაძე და გრიგოლ ორბელიანი.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების თავმჯდომარე ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანსკი იყო, ხოლო მოადგილე – ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი და ალექსანდრე სარაჯიშვილი.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8) დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთ-წარმოება (1882 წლის 15 მაისიდან 1883 წლის 15 მაისამდე), რომელშიც აღნიშული იყო, რომ საზოგადოების მმართველთა საბჭოს წევრები იყვნენ: გიორგი ქართველიშვილი, გიორგი თუმანიშვილი, სერგეი მესხი და დიმიტრი ჯანაშვილი.