რეგისტრირებული ფაქტები92332
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, სენაკის სკოლის მასწავლებლების ჩივილის მიუხედავად, ინსპექტორის თანამდებობაზე დაეტოვებინა სამსონ ყიფიანი, რომელმაც საყვედური მიიღო სკოლაში დისციპლინური დარღვევებისა და დავთრების არასწორად წარმოების გამო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, სენაკის სკოლის პედაგოგი ლავრენტი აღლაძე თონეთის სკოლაში გადაეყვანა სამუშაოდ და მისთვის იქაური პედაგოგის ანაზღაურებაზე ათი მანეთით მეტი მიეცა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 15 ივნისს ლაზარე ტიგრანოვმა თბილისის საბჭოს სხდომაზე ქალაქის მოურავს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ტიგრანოვი გაასამართლეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ივნისიდან დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ივნისამდე დიმიტრი დავითის ძე ლორთქიფანიძე ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელად მუშაობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 ივნისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელ დიმიტრი ლორთქიფანიძის სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში გადაყვანის საკითხი.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 15 ივნისს თბილისის გამგეობის სხდომაზე ხმოსანმა ლაზარე თადეოზის ძე ტიგრანოვმა ქალაქის საბჭოს თავმჯდომარეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ივნისს თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლი კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი სანკტ-პეტერბურგში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ესტუმრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ივნისს ოჩამჩირის მომრიგებელმა მოსამართლემ განიხილა ვაჭარ ფარნა დავითაიას საჩივარი ადგილობრივი პროპორშიკის ცოლის, მარიამ ჩაჩავას წინააღმდეგ, რომელსაც მომჩივანი ცილისწამებაში სდებდა ბრალს. მოსამართლემ მარიამ ჩაჩავას მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა და საქმის განხილვა 14 ივლისისთვის გადადო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 25 ივნისს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, გენერალი მ. სამოელოვი საქმიანი მივლინებით გუდაუთაში ჩავიდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 25 ივნისს ფოთის შემნახავი სალაროს თანამშრომელი საბა ფანცულია გარდაიცვალა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 26 ივნისს ივანე მაჩაბელი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 26 ივნისს სოფელ შორაპანში გიორგი ი. კაპანაძემ რკინიგზის სადგურის უფროსის, ნ. ჩაიკოვსკის 5 წლის შვილი მდინარეში დახრჩობისგან იხსნა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი თამარ სოლომონის ასული ქართველიშვილი გარდაიცვალა.

