რეგისტრირებული ფაქტები92332
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 7 ივლისს სოფელ ცერონისში ძმებმა ბარძიმ, ნიკო და გიგო ფალავანდიშვილებმა სადავო მამულის გამო გულმკერდისა და მარჯვენა მაჯის არეში ხანჯლით დაჭრეს მათივე ძმა, ვარლამ ფალავანდიშვილი. ექიმ ი. თურმანიძის თქმით, ჭრილობები სასიკვდილო არ იყო, თუმცა ვარლამ თურმანიძე მარჯვენა ხელით მუშაობას ვეღარ შეძლებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, განსვენებული ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილის მიერ შეწირული 560 წიგნის ბაზაზე დუშეთში ფასიანი სამკითხველო და წიგნთსაცავი დაარსდებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის ხელოსანთა გამგეობის წევრებმა ქალაქის გუბერნატორს ერთობლივი საჩივარი წარუდგინეს, რომლის თანახმად ხელოსანთა მოურავი კ. სერობიანცი ამქრის თანხების მითვისებაში იყო მხილებული.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჩრდილოეთში მივლინებით მყოფი დეკანოზი იოანე სერგიევი საქართველოში ბრუნდებოდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სასულიერო მმართველობამ დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი თბილისის ანჩისხატის ეკლესიის მღვდლად აკურთხა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არქიმანდრიტი გერმოგენი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის თანამდებობას დაიკავებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიდმა მთავარმა ალექსანდრე მიხეილის ძე რომანოვმა მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს 2000 მანეთი შესწირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სიმონ სარდანის ძე ლორთქიფანიძემ, ანდრო ანტონის ძე შუბლაძემ და სიმონ ბეჟანის ძე ლორთქიფანიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს თითოეულმა 1.50 მანეთი შესწირა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 18 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთის მაზრის უფროსის ყოფილი თანაშემწე ალ. გამრეკელი შორაპნის მაზრის უფროსის თანაშემწედ დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობი სვიმონ სვიმონიძე დაბა სურამში საქველმოქმედო წარმოდგენის გამართვას აპირებდა, რომელშიც ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და კოტე მესხი მიიღებდნენ მონაწილეობას.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 18 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქვათახევის მონასტრის წინამძღვარ კირიონს მალე ალავერდის ეპისკოპოსად აკურთხებდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ივლისს ოზურგეთის მაზრის სოფელ ცხემლისხიდში ვასო ურუშაძის თაოსნობით მოყვარულმა მსახიობებმა ვოდევილი „რაც არ მერგება, არ შემერგება“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ივლისს ქუთაისში თავადმა თ. ა. ერისთავმა ვექილ კალისტრატე ჩიკვაიძის ძმა, დიდიმ ჩიკვაიძე დაჭრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისს არტემ გოგინოვის დედას სოფელ კნოლევიდან ჩასული ერთ-ერთი თავადი ფულის სესხებას სთხოვდა. უარის მიღების შემდეგ თავადმა ქვრივის მოკვლა სცადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისს გურიის სოფელ აკეთში გაიმართა საქველმოქმედო წარმოდგენა „ციმბირელი“. პიესის ავტორი – ავქსენტი ცაგარელი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არსენ სიმონის ძე წითლიძემ და ისიდორე ივანეს ძე რამიშვილმა სოფ. აკეთში გურიის სახალხო წიგნთსაცავი დააარსეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ზარაფიშვილის მიერ თელავში 1896 წელს დაარსებული ქალთა ამხანაგობა ორ ნაწილად გაიყო და თითოეული განაყოფი ქალი თავმჯდომარის არჩევას უჭერდა მხარს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გუბერნატორმა თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა ხმოსან არსენ ვანეს ძე ბებუთოვს ხელოსანთა გამგეობის თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებული საჩივრის შესწავლა დაავალა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჟანდარმ ხოვსუნის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილების, თავად შალიკაშვილისა და ივ. ის. მამაცაშვილის, საქმეს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ე. ა. რაბინსკი იძიებდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სემიონ დიმიტრის ძე ტირიუტინი თბილისის გუბერნიის კანცელარიის მმართველის თანამდებობაზე დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისს ხაშურში კოლა გალუსტოვის თაოსნობით მოყვარულმა მასახიობებმა ავქსენტი ცაგარლის კომედია „ციმბირელი“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 ივლისს სოფელ ცერონისში მედუქნე არტემ გოგინოვს და მის მოხუც დედას ფულის გამოძალვის მიზნით დაესხნენ თავს, მაგრამ მეზობლების დახმარებით მან თავდამსხმელის მოგერიება შეძლო.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 20 ივლისს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი თბილისში სტუმრობას და იმავე საღამოს კოჯრის სააგარაკო სახლში დაბინავებას აპირებდა.

